კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იმუშავა ერთი წლის განმავლობაში პანჩომ მჭედლად



პანჩო: რა მეხერხება და რა საყოფაცხოვრებო პრობლემას მოვაგვარებ სახლში? ოო, ეგ ცოტა რთული საკითხია. (იცინის) ნათურას ნამდვილად გამოვცვლი. ელექტროგაყვანილობას, თუ პატარა დეფექტია, გავაკეთებ, მაგრამ დიდ პრობლემას, ალბათ ვერ შევეჭიდები. ტელეფონის სადენსაც გამოვცვლი და გადავაბამ. ეგეც შემიძლია. თუმცა მილებს ვერ გამოვცვლი. ძალიან ბევრი რამის შეკეთება არ მიცდია, ამიტომ საკუთარ შესაძლებლობებს ჯერ კარგადაც არ ვიცნობ. თუ ძალიან გამიჭირდება, შეიძლება, ბევრი რამ გავაკეთო.

– როგორ ატყობთ, გაქვთ ჩხირკედელობის ნიჭი?

– რა არის იცი?! ბევრი მინიატურული ნივთი გამიკეთებია თიხისგან, ხისგან, მაგრამ ტექნიკასთან სერიოზული ურთიერთობა არ მქონია. სადაც დენია, სქემებია, იქ მეტი ცოდნაა საჭირო.

– მიგაჩნიათ, რომ მამაკაცს ლურსმნის მიჭედება მაინც უნდა შეეძლოს?

– ლურსმნის მიჭედება აუცილებლად უნდა შეეძლოს. (იცინის) ამას აუცილებლად უნდა აკეთებდეს და სხვათა შორის, ამას ქალიც მშვენივრად მოახერხებს. დარწმუნებული ვარ, წუთში გაართმევთ თავს. მაგრამ, გეთანხმებით, რომ მამაკაცმა მეტი უნდა მოახერხოს. ხელოსნის გამოსაძახებელი ფული თუ არ აქვს, უნდა ეცადოს და საკუთარი ხელით შეაკეთოს. მე ერთი წლის განმავლობაში მჭედლად ვიმუშავე.

– რატომ, რისთვის დაგჭირდათ?

– ინტერესი მქონდა. წავედი ლილოში და ერთი წელი სამჭედლოში ვიმუშავე. პროფესიონალები არიან და ძალიან კარგ რაღაცეებს აკეთებენ. მაგალითად, რუსთაველის თეატრის რკინის, ჩუქურთმიანი კარიბჭე, მათი გაკეთებულია. მე მივედი მათთან, რომ დამემუღამებინა და მესწავლა.

– გამოიყენეთ რამეში ეგ ცოდნა?

– შეიძლება ითქვას, რომ გამოვიყენე. მართალია, ერთადერთი რაღაც გავაკეთე, მაგრამ ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი, მამის საფლავისთვის ჯვარი გამოვჭედე რკინისგან. ოღონდ ისეთია, რომ შეხედავ, ვერ მიხვდები, რკინის არის, თუ ხის. ამიტომ მიმაჩნია, რომ ის ერთი წელიწადი ტყუილად არ დამიკარგავს.

– ესე იგი, მეორე პროფესიაც გაქვთ?

– მეორე პროფესიის რა გითხრათ, მაგრამ ის ინტერესი, რომელიც მქონდა დავიკმაყოფილე და რაღაც ვისწავლე. დილის რვა საათიდან, ზოგჯერ ღამის თორმეტ საათამდე იქ ვიყავი. (იცინის) ძალიან მძიმე სამუშაოა. სულ ჩაქუჩი, ან ურო გიჭირავს ხელში და იქნევ. საკმაოდ სერიოზულ შეკვეთებზე მუშაობდნენ. ძველი თბილისის აივნებისთვის მოაჯირები აღადგინეს. ზუსტად ისე, როგორც ადრე იყო – ჩუქურთმაში გამოჭედილი. ათარბეგოვის საავადმყოფოში მოაჯირს რაღაც ნაწილი აკლდა და ისეთი გავაკეთეთ, ვერ შეამჩნევ ახლად გაკეთებული ნაწილი რომელია. ხელოვნებაა, რა თქმა უნდა. საერთოდაც, ნებისმიერი კარგად გაკეთებული საქმე, ხელოვნებაა.

– საყიდლებზე გაიშვებით?

– (იცინის) აუცილებლად. გავიშვები, რას ჰქვია, ბაზარშიც შემიძლია, რაც საჭიროა იმის ყიდვა და მაღაზიაშიც. არ უნდა ამას განსაკუთრებული ნიჭი. საზამთროს არჩევა ვიცი, მაგრამ იმ მამაკაცების რიცხვს ნამდვილად არ მივეკუთვნები, კვირაში ერთხელ ბაზარში რომ დადიან. ცოლი როცა მყავდა, მაშინ ხანდახან დავდიოდი. ახლა არ მჭირდება ამის გაკეთება.

– საკუთარ თავს თუ მოუმზადებთ რამეს?

– არ მოვკვდები შიმშილით. შევიწვავ სოსისს. მოვხარშავ კიდეც. ქათმის შეწვაც შემიძლია. მაგრამ ჩახოხბილს ვერ გავაკეთებ. სხვათა შორის მაგარ მწვადს ვწვავ, წალმის ნაკვერჩხალზე. შეგიძლიათ გამომცადოთ. ჰო, სხვათა შორის, სამწვადესაც მე ვარჩევ. ესეც ვიცი. ნახეთ, რამდენი რამე მცოდნია! (იცინის).

– არის შოპინგი თერაპია?

– მე შოპინგი მარტო მაშინ მომწონს და მსიამოვნებს, როცა სხვა ადამიანისთვის ვყიდულობ რამეს და ეს ადამიანი გვერდით მომყვება. მაშინ არც ამორჩევა მეზარება და არც სიარული. მე რომ რამე მჭირდება, წინასწარ ვარ ცუდად. ვერ ვიტან იმას, რომ უნდა ვეძებო შარვალი, რომელიც მე მომეწონება და თანაც მომერგება. სამაგიეროდ ისეთი საჩუქრისთვის, რომლითაც ადამიანს გავახარებ, მთელ დღეს ვივლი. მაინც ვიშოვი და მივუტან.

– პოპულარობა გიწყობთ ხელს ვაჭრობაში?

– არანაირად. ზოგჯერ მცნობენ, ზოგჯერ არა, მაგრამ როცა მცნობენ, ხანდახან ფასსაც კი მიმატებენ. ზოგიერთს ალბათ ჰგონია, რადგან ცნობილი სახე ვარ, ბევრი ფული მაქვს. (იცინის) სამაგიეროდ, ტაქსიში არ მართმევენ ხოლმე ფულს და გუშინწინ, მცხეთის სალობიეში რომ შევედი, მოლარემ დამპატიჟა ხინკალსა და მწვადზე. ანუ, პოპულარობა არ არის ცუდი, განსაკუთრებით, მცხეთაში. (იცინის).

– თქვენს მეუღლეს ჰქონდა პრეტენზია, რომ ცუდი მეოჯახე იყავით?

– რომელ ქალს არ აქვს ქმარზე პრეტენზია?! ყველანი პრეტენზიულები ხართ და სულ უკმაყოფილოები. არ ვიყავი ცუდი მეოჯახე. ცოლსაც ვეხმარებოდი რაღაც-რაღაცეებში, მაგრამ ფულთან დაკავშირებით მაგარი „სლაბი“ ვარ. არ ვიცი ფულის დაზოგვა. ძალიან სწრაფად ვფლანგავ და მერე მიკვირს, ნეტავი სად წავიღე-მეთქი. ეს ცუდია.

– როგორ უნდა ვუშველოთ პახმელიას?

– წინა დღით არ უნდა დალიოთ. (იცინის).


скачать dle 11.3