კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ავაწყოთ ურთიერთობა სასურველ ადამიანთან და დავამყაროთ მასთან ჰარმონიული ცხოვრება



ასტროლოგიური თვალსაზრისით არსებობს წესები, რომლებითაც უნდა ისარგებლოთ ზოდიაქოს კონკრეტული ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან.

ასე რომ, თუ ვერ ააწყვეთ ურთიერთობა კონკრეტულ ადამიანთან, გაარკვიეთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არის ის დაბადებული. გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი ვარსკვლავთა რჩევები, მიაღწიეთ ამ მეთოდით კომპრომისს და კეთილგანწყობას თქვენთვის სასურველ ადამიანთან. მაგალითად: თუ ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ, მაშინ ნურც ეცდებით მის მოტყუებას. ის ამას არასდროს გაპატიებთ. ნუ გააკრიტიკებთ, სითბოს ნუ მოაკლებთ და ტონს ნუ აუწევთ მასთან საუბრის დროს;

კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან სასურველი ურთიერთობის შესანარჩუნებლად ეცადეთ, არ მოახდინოთ მასზე ზეწოლა, არ ჩაერიოთ მის საქმეებში მისი თხოვნის გარეშე. კარგად დაფიქრდით, სანამ მასთან საქმის გარჩევას დაიწყებდეთ;

თუ გსურთ ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის კეთილგანწყობის მოპოვება, მაშინ მიეცით მას მეტი დამოუკიდებლობა, ნუ მოახვევთ თავზე თქვენს იდეებს, დაუტოვეთ არჩევნის საშუალება;

კირჩხიბები ვერ იტანენ ხუმრობით დაცინვასაც კი. შეგიძლიათ, მათ თვალდახუჭული ენდოთ, საქმეში არასდროს გიღალატებენ;

ნუ გააკრიტიკებთ ლომს, თუ მისი კეთილგანწყობის მოპოვებას ფიქრობთ. არც სხვების თანდასწრებით გირჩევთ მის კრიტიკას. არ უყვარს შეცდომებზე ხმამაღალი მითითება, რადგან ასე მის თვალში ნდობას კარგავთ;

ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს არ უყვართ უპასუხისმგებლო ადამიანები. მასთან მეტი ყურადღება გამოიჩინეთ და ნურც ტყუილის თქმას ეცდებით;

სასწორის კეთილგანწყობას ადვილად მოიპოვებთ, თუ სხვების დასანახავად არ გამოხატავთ მის მიმართ გრძნობებს. მას უყვარს სამართლიანობა. შეგიძლიათ, ამ ზოდიაქოს წარმომადგენელს ენდოთ;

თუ მორიელის კეთილგანწყობა გსურთ დაიმსახუროთ, მაშინ ნურაფერს დაუმალავთ, ნუ გამოიჩენთ ზედმეტ ცნობისმოყვარეობას და ნურც მის დამონებასა და დამორჩილებას შეეცდებით;

მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს ნუ მოსთხოვთ ერთგულების დამტკიცებას. ნურც შეზღუდავთ მას. უმჯობესია, აქტიურობისკენ უბიძგოთ. ეს მას არ გაანაწყენებს;

თხის რქასთან ჯობია, მშვიდად იმოქმედოთ. ვერ იტანს, როცა მის თავმოყვარეობას და ავტორიტეტს ეხებიან. ნურაფერს დაჰპირდებით ტყუილად. ეს მას გააღიზიანებს და შესაძლოა, შეგიძულოთ კიდეც;

ყურადღებით მოუსმინეთ მერწყულის საუბარს. ის ვერ ეგუება შეზღუდვას და არასდროს ექცევა ჩარჩოში. თუ მასთან კარგი დამოკიდებულება გსურთ, უნდა გაითვალისწინოთ მისი იდეები;

თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების ნდობას ადვილად მოიპოვებთ, თუ მოთმინებას გამოიჩენთ მათთან ურთიერთობისას. არ უყვართ, როცა ეწინააღმდეგებიან და მათ აზრებსა და შეხედულებებს უარყოფენ.

ასე რომ, გაითვალისწინეთ ზემოთ მოყვანილი რჩევები და ააწყვეთ სასურველი ურთიერთობა კონკრეტულ ადამიანთან ვარსკვლავების დახმარებით.


скачать dle 11.3