კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მეცნიერებმა იპოვეს ბაქტერია – „ბიოლოგიური სიცოცხლის თესლი“


სწავლულებმა აღმოაჩინეს უმარტივესი მიკრობი, რომელიც დედამიწაზე და მთელ სამყაროში ბიოლოგიური სიცოცხლის წყაროდ გამოაცხადეს. ბრაზილიის რიო-დე-ჟანეიროს სამეცნიერო კოლექტივმა ბაქტერია დენოკოკუს რადიოდარანსზე ექსპერიმენტების სესია ჩაატარა და მიღებული შედეგების მიხედვით, გააკეთა დასკვნა, ეს ორგანიზმები „ბიოლოგიური სიცოცხლის თესლებია“.

როგორც აღმოჩნდა, ამ ბაქტერიებს სასიცოცხლოდ, პრაქტიკულად, განუსაზღვრელი შესაძლებლობები გააჩნიათ. ჩატარებული ექსპერიმენტების დროს ისინი უძლებდნენ სხვა ცნობილი ბიოლოგიური ორგანიზმებისთვის რადიაციის სასიკვდილო დოზებს, აგრესიულ ქიმიურ გარემოს, ზღვრულ ტემპერატურას როგორც სიცივეში, ასევე სითბოში, ვაკუუმში ხანგრძლივად ყოფნას....

„სიცოცხლის უნარის მაღალი ხარისხის გამო დენოკოკუსი კოსმოსურ სივრცეებში ბიოლოგიური სიცოცხლის მთავარი კანდიდატია“, – განაცხადა კვლევების ხელმძღვანელმა, პროფესორმა აივან პოლინო-ლიმამ.

ბაქტერიების ეს თვისებები ხუთი წლის წინ აღმოაჩინეს, საკვები პროდუქტების რადიაციით დამუშავების დროს. ამ ბაქტერიების ზღვრული ბიოლოგიური მდგრადობა აიხსნება იმ ფაქტორებით, რომ აქვს თავისი გენოფონდის 10 სრული ასლი, რაც ჩვეულებრივ, ორგანიზმებს მხოლოდ ერთი გააჩნია.

ექსპერიმენტების მსვლელობისას სწავლულები ახდენდნენ ბაქტერიების არსებობის მოდელირებას კოსმოსში. ისინი ბაქტერიებს ძლიერი რადიაციული ფონის არეში, ვაკუუმში ათავსებდნენ და ყინავდნენ. სახელდობრ, ასეთ პირობებშია მეტეორიტები. ამ პირობებში არა მარტო ცოცხლობდნენ ისინი, არამედ ნორმალურ გარემოში დაბრუნების შემდეგ გამრავლებასაც იწყებდნენ. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ასეთ მიკროორგანიზმებს შეეძლოთ გადაეტანათ სიცოცხლე პლანეტებს შორის მზის სისტემის ფორმირების სტადიაში.


скачать dle 11.3