კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აღმოაჩინეს „ვარსკვლავი-ურჩხული“



ბრიტანელმა ასტრონომებმა უსაშველო ზომის ვარსკვლავი აღმოაჩინეს. მნათობი ყველაზე დიდია ადამიანის მიერ სამყაროში დაფიქსირებულ ვარსკვლავთა შორის. თავისი მასით იგი 265-ჯერ აღემატება და 10 მილიონჯერ უფრო კაშკაშაა, ვიდრე მზე.

წარმოუდგენელი აღმოჩენა გააკეთა ბრიტანელი სწავლულების ჯგუფმა, რომლებსაც შეფილდის უნივერსიტეტის პროფესორი პოლ კროუტერი ხელმძღვანელობდა. კოსმოსური ტელესკოპის, „ჰაბლის“ და სამხრეთ ევროპის ობსერვატორიის მძლავრი დანადგარების დახმარებით, მათ R136AL აღმოაჩინეს, როდესაც დიდი მაგელანის ღრუბლის გალაქტიკაში ვარსკვლავთა ორ დაჯგუფებას იკვლევდნენ. ისინი მზის სისტემის მეზობლადაა განლაგებული. გადაღებული ვიდეოსიუჟეტი ასტრონომიის მოყვარულებს უქმნის წარმოდგენას ვარსკვლავებისა და პლანეტების ზომების შესახებ.

აქამდე სწავლულები მიიჩნევდნენ, რომ ვარსკვლავთა მაქსიმალური მასა 150-ჯერ აღემატება მზის მასას. ასტრონომებმა აღმოაჩინეს მნათობი, რომელიც ამ ზომას აღემატება, მაგრამ ახლად აღმოჩენილი ვარსკვლავი ნამდვილი ზეგიგანტია. თუ გავითვალისწინებთ, რომ თავისი სიცოცხლის განმავლობაში ვარსკვლავი მასას კარგავს, სწავლულებმა დაასკვნეს, რომ ამ გიგანტმა ჩასახვიდან 1 მილიონი წლის განმავლობაში, გარკვეული მასა დაკარგა და დაბადებისას 320 მზის მასის ტოლი იყო.

სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ მსგავს ვარსკვლავს ჩვენს გალაქტიკაში წარმოვიდგენთ, მაშინ აღმოჩნდებოდა, რომ ის იმდენჯერვე კაშკაშაა ჩვენს მზეზე, რამდენჯერაც მზე – მთვარეზე.


скачать dle 11.3