დაასახელეს ასაკი, როდესაც ქალი განსაკუთრებით ლამაზია
31 წლის ასაკში ქალი თავისი მიმზიდველობის მწვერვალზე იმყოფება, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი მკვლევრები. ექსპერიმენტის ხელმძღვანელმა მიღებულ შედეგებს ასეთი კომენტარი გაუკეთა: „კვლევებმა დაადასტურა, ის, რაზეც ადრეც ეჭვობდნენ – ნამდვილი სილამაზე, ეს რაღაც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სასიამოვნო გარეგნობა. ეს შერწყმაა თვითდაჯერებულობის, სტილისა და ინდივიდუალობისა“.
და მართლაც, გამოკითხვებით, ქალის სილამაზის ძირითად ფაქტორად თვითდაჯერებულობა დასახელდა, რაც ქალს სასურველს ხდის. მხოლოდ სამი პროცენტით ნაკლებმა განაცხადა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარეგნობა. შედარებით ნაკლებმა კი უპირატესობა სტილის გრძნობას მიანიჭა, რომელიც მათი აზრით, აიძულებს მამაკაცს, ყურადღება მიაქციოს ამა თუ იმ ქალს.
გამოკითხულთა თითქმის ორი მესამედი ეთანხმება შეხედულებას, რომ სილამაზე ასაკთან ერთად მოდის. ცოტა ნაკლებმა განაცხადა, რომ დროის განმავლობაში გათავისუფლდნენ მოზარდის კომპლექსებისგან და თავს უფრო და უფრო ლამაზ ქალად გრძნობენ. სწორედ ამდენივემ აღნიშნა, რომ თანდათან გაერკვნენ იმაში, თუ რომელი მაკიაჟი ან რა სტილის ჩაცმულობა უხდებათ ყველაზე მეტად.