კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსხვერპლშეწირვის უნიკალური დარბაზი



პერუში არქეოლოგებმა მოჩიკას ცივილიზაციის მდიდრულად გაწყობილი დარბაზი აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, მას ადამიანთა მსხვერპლშეწირვისთვის იყენებდნენ, რასაც აქ ნაპოვნი უამრავი ჩონჩხი მოწმობს. მეცნიერთა აზრით, ნაგებობა მოჩიკას ტომს ეკუთვნის, რომელიც პერუს ნაპირებზე ინკების ცივილიზაციის დრომდე სახლობდნენ.

დარბაზი 60 მეტრი სიგრძისაა და ნათელი ფერებით არის მოხატული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოჩიკას ტომელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ადამიანების რიტუალურ მკვლელობებს. როგორც გათხრების ხელმძღვანელი კარლოს ვესტერ ლა ტორე ვარაუდობს, დარბაზში სასტიკი რიტუალები იმართებოდა, იყო დიდი არქეოლოგიური კომპლექსის ნაწილი, რაც ხაზს უსვამდა მოჩიკას საზოგადოების იერარქიას. მოჩიკას ხალხის ხელოვნებაში ხშირად არის გამოსახული მეომართა რიტუალური ბრძოლა, რის შემდეგაც ისინი აყვანილ ტყვეებს ბადეში ახვევდნენ და მიჰყავდათ ადგილზე, სადაც ამ რიტუალს ატარებდნენ.

მოჩიკას ძლიერი ტომი ჩამოყალიბდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე არც ისე ადრე. აქ მაღალ დონეზე იდგა მიწათმოქმედება და ხელმარჯვე მშენებლებიც იყვნენ. ჰყავდათ თავიანთი ბელადები და წარჩინებულები, რომელთა ფუფუნების საგნებით აღჭურვილ საფლავებს დღესაც პოულობენ არქეოლოგები. იმპერიის დაცემა ჩვენი წელთაღრიცხვით, დაახლოებით, მეცხრე საუკუნეში მოხდა.


скачать dle 11.3