გია მურღულიას კოლექციიდან
მოხუცი ქალი მეუღლეს ეკითხება:
– ახლა, თმები რომ შევიჭერი, მოხუც ქალს აღარ ვგავარ, ხომ?
– ხო, მოხუც კაცს დაემსგავსე.
***
განცხადება:
საავადმყოფოს სჭირდება მოხალისეები 36,6 გრადუსი ტემპერატურით თერმომეტრების შესამოწმებლად.
***
როგორც მეცნიერებმა დაასკვნეს, სქელი ბავშვები სატვირთო წეროებს მოჰყავთ...
***
– აჰა, კანფეტი!
– არ მინდა, ნოემბერშია გამოშვებული.
– ახლა რა თქვეა?
– აგვისტო!
– აზრზე ხარ. მომავლიდანაა...
***
– ძალიან მინდა საბალეტო სტუდიაში სიარული!
– მერე, რა გიშლის ხელს?
– გაჩვენო?
***
მეგრელი ქალს „აბამს“:
– ქალბატონო, ვინმეს თქვენთვის უთქვამს, რომ ლამაზი ხართ, მაგალითად?
– არა.
– ხოხ, რა გულახდილები შეგხვედრიან სულ...
***
მეგრელის წერილი სანტა-კლაუსს:
„პატივცემულო სანტა-კლაუსო, არაფერს ვითხოვ საშობაო საჩუქრად, გარდა იმისა, რომ გამომიგზავნო იმ გოგონების სია, რომლებიც არაწესიერად იცხოვრებენ, მომავალ წელს, მაგალითად...“
***
მიღებაზე პაციენტი შეშფოთებული ეკითხებაა ექიმს:
– ექიმო, რა დიაგნოზს მიწერთ?
– დამშვიდდით, ნუ ღელავთ, ეს დიაგნოზი კი არა, ნეკროლოგია.
***
ძალიან ლამაზი ქალი დგას რძის დიდ რიგში. მოდის ფანტასტიკური შავი მანქანა, გადმოდის შავებში ჩაცმული შავსათვალიანი კაცი და ეუბნება:
– ქალბატონო, ეს ირანის შაჰის მანქანაა, თვითონაც იქ ბრძანდება, თქვენ ძალიან მოეწონეთ და გთავაზობთ წაგიყვანოთ თავის ჰარამხანაში.
– რამდენი ცოლი ჰყავს?
– ორასი. თქვენ 201-ე მარგალიტი იქნებით. მცირე პაუზის შემდეგ, ქალი ამბობს:
– ... იმ რიგში დგომას, ისევ რძის რიგში დგომა მირჩევნია.
***
სვანმა ახალი ტელევიზორი იყიდა და ნათესავები მოუვიდნენ სანახავად. ერთმა ჰკითხა:
– რა ჰქვია მაგ ტელევიზორს?
– რა ვიცი, აბა, თუ კარგად იმუშავა, მამაჩემის სახელს დავარქმევ.
***
– მამედ, რა გირჩევნია, გულჩინასთან დაწვე ერთხელ, თუ ჟორასთან ორჯერ?
– მართალია, გულჩინა გულჩინაა, მაგრამ ორჯერ მაინც ორჯერაა.
***
ექიმი:
– რას ვიზამთ, ძვირფასო, ერთი ფილტვი უნდა ამოგკვეთოთ.
– რას ამბობთ, ექიმო, ფილტვები ყოველთვის წესრიგში მქონდა!
– ფილტვები ახლაც წესრიგში გაქვთ, მაგრამ აი, ღვიძლი აღარ ეტევა...
***
ყველაზე მძიმე მშობიარობის ტკივილები კარლსონის დედამ გადაიტანა.