***
– ქორწილის შემდეგ სად ვიცხოვრებთ‚ საყვარელო?
– რა თქმა უნდა‚ ჩემს მშობლებთან... ჩემი მშობლები კი – შენს მშობლებთან.
***
– ძვირფასო‚ რას იზამ‚ თუ გაიგებ‚ რომ გიღალატე?
– პირველად რომ გავიგებ ამის შესახებ‚ მოგკლავ... აი, მეორედაც თუ მიღალატებ...
***
– ჩემამდე ვინმე გყავდა?
– კი.
– ვინ?
– არ ვიცი. კი ვკითხე‚ ვინ ხარ-მეთქი‚ მაგრამ არ მიპასუხა.
***
– გოგონა‚ გოგონა‚ ეს ჩადრი ძალიან გიხდებათ...
***
დაიწყო ერთობლივი ინგლისურ-ქართული ფილმის გადაღება: „ბასკერვილების ლომა“.
***
მაზოხისტის დღიურიდან: „დილიდან მტკიოდა კბილი. შუადღისას კარში თითი მომყვა. საღამოს ფეხზე ცხელი ყავა გადამესხა... დღემ შესანიშნავად ჩაიარა!“
***
ქვითრის ამონაწერი ავტოსერვისზე:
„ჩაქუჩის 3-ჯერ დარტყმა – 3 ლარი‚ იმ ადგილის პოვნა‚ სადაც ჩაქუჩის დარტყმა იყო საჭირო – 97 ლარი. სულ – 100 ლარი“.