კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მიხომ ოქროს თევზი დაიჭირა.

– ოღონდ გამიშვი და სამ სურვილს შეგისრულებ, – სთხოვა თევზმა.

– ძალიან კარგი. პირველი – ძალიან ბევრი ფული მომეცი‚ მეორე – დიდი საძმაკაცო‚ კაი პურისმჭამელი და მოქეიფე ხალხი და, მესამეც – ცოლმა და მე ერთდროულად მივიღოთ სექსუალური სიამოვნებაო... – უთხრა მიხომ.

– ეგრე იყოსო‚ – დაეთანხმა ოქროს თევზი და ტალღებში შეცურდა.

ერთი კვირის შემდეგ გაბრაზებული მივიდა მიხო მდინარესთან და გულმოდგინედ შეუდგა თევზაობას – ოქროს თევზი უნდოდა, დაეჭირა. ანკესს მართლაც მოჰყვა ოქროს თევზი.

– ახლა რაღა გინდა? – ჰკითხა თევზმა.

– მესამე სურვილი გამიუქმე!

– რატომ?

– მართალია‚ ფულში ვცურავ‚ ძმაკაცებიც თავს მახვევიან‚ მაგრამ, წავალ თუ არა რესტორანში საქეიფოდ‚ ჩავუჯდები‚ ხინკალი‚ ქაბაბი... ორ ჭიქა ღვინოს დავლევ და ეგრევე სექსუალურ სიამოვნებას ვიღებ... გამიუქმე-მეთქი!..

***

მეგრელმა გადაწყვიტა‚ ჭა გაეკეთებინა. წავიდა და სვანს უთხრა:

– მისმინე! ამას წინათ ბოვშებმა ჩამოიარეს‚ ერთმა ქალმა მიმკითხავა და მითხრა‚ შენს ეზოში‚ ვაშლის ხესთან ორ მეტრში განძია დამარხულიო. მოდი‚ შენ ამოთხარე და განძის 30 პროცენტი შენი იყოს...

– არ დაუჯერო მაგ ციგნებს‚ ამას წინათ ხონელს უმკითხავეს და ტყუილი გამოდგა... მთელი ჭა ამოვთხარე მის ეზოში‚ კაკალთან და განძის კვალიც კი არ აღმოჩნდა.

***

ორი ქილერი მრავალსართულიანი სახლის სახურავზე ზის‚ მომარჯვებული აქვთ ოპტიკურსამიზნიანი იარაღი და მსხვერპლის გამოჩენას ელოდებიან.

– ეჰ‚ როგორ გაიაფდა ადამიანის სიცოცხლე... – ამოიოხრა ერთმა.


скачать dle 11.3