კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოჩნდა საქართველოში შემოსულ რძის ფხვნილში ნარკოტიკები



ხშირად მომხმარებელს უჭირს ამოცნობა, ხარისხის რა ნიშნით გამოირჩევა ესა თუ ის პროდუქტი. როგორც კვების პროდუქტების ექსპერტი, ქალბატონი ეთერ სარჯველაძე გვეუბნება, ეს იმის ბრალია, რომ ბაზარზე წარმოდგენილ პროდუქტებზე, ეტიკეტის სახით, არასრული და არასწორი ინფორმაციაა მოცემული.



– ხორცზე ყველაზე დიდია მოთხოვნა, მაგრამ ის სათუთი პროდუქტია და მისი არასწორად შერჩევა მძიმე შედეგს იძლევა. ბაზარზე წარმოდგენილია როგორც ახალი, ასევე გაყინული და შეფუთული, სხვადასხვანაირად დახარისხებული ხორცი. რა სასიკეთო თვისებებს შეიცავს და როგორ უნდა გამოვარჩიოთ ის?

– რა თქმა უნდა, შეფუთულსა და გაყინულს ახალი ხორცი სჯობია. ვერ გეტყვით, რომ მხოლოდ ძროხის ხორცს ყიდიან, ხშირად კამეჩის ხორცსაც ძროხის ხორცად ასაღებენ, რომელიც ყოველთვის მუქი ფერით გამოირჩევა, გვიან იხარშება და, თან, საკმაოდ უგემურია. რაც მთავარია, ჩვენ არ ვართ დაცული იმისგან, რომ ხორცი არ შემოდის იმ ქვეყნებიდან, რომელსაც ევროპამ დიდი ხანია, უარი უთხრა. ეს არის ქვეყნები, სადაც საქონლის დაკვლის დაუშვებელ მეთოდებს იყენებენ, მაგალითად, სხვადასხვა ნივთიერებას, რათა ხორცმა დიდხანს შეინარჩუნოს თავისი თვისებები. თქვენ იცით, რომ საქონელს უყვარს მარილი. ამიტომ მას დაკვლამდე ნიტრატიან მარილს აჭმევენ. ეს ხელს უწყობს ჰემოგლობინის შებოჭვას და დიდხანს რჩება წითელი ფერი. პლუს ამას, როცა ის გასაყინად მიდის, ანტიბიოტიკებს ამატებენ. ასე ხორცი არ ფუჭდება, მაგრამ, მეორე მხრივ, ჯანმრთელობაზე მოქმედებს ცუდად. ჟანგვა-აღდგენითი პროცესი რომ წარიმართოს, უნდა იყოს ნორმალური დაჟანგვის პროცესი. დიდი რაოდენობით ნიტრატები ქმნის საშიშროებას, რომ სისხლის გათეთრება წარმოიქმნას. დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიბიოტიკებს. მთელმა ევროპამ უარი თქვა ბრაზილიურ ქათმებზე. ისინი ანტიბიოტიკებზე იზრდებოდნენ, რომ არ დახოცილიყვნენ.

– თუმცა, როცა ამ გაყინულ ხორცპროდუქტებს მივირთმევთ, ვერაფერს ვგრძნობთ. პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მოგვიანებით ჩნდება.

– ყველაზე მომატებული რისკი ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზეა. ეს არ არის ერთჯერადი დოზა, რომელიც ადამიანმა მიიღო და მოკვდება. ამ საკვებმა შეიძლება, კუჭ-ნაწლავის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ყველამ ვიცით, რომ ქათამსაც და ხორცსაც სჭირდება პირველი ნახარშის გადაქცევა. ერთადერთი პრობლემა, რაც გვაქვს სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, არის ის, რომ არ არსებობს ვეტერინარული სამსახურები. სოფელში უნდა იყოს ვეტერინარი, რომელიც ასი პროცენტით გამორიცხავს, რომ იმ ცხოველს არ სჭირს გადამდები დაავადება. თუ ხორცის მოხარშვის დროს ადამიანმა ხელი პირში ჩაიდო ან გასინჯა, არ არის საშიში, რადგან ბაქტერია 70 გრადუსზე იღუპება.

– ყველაფერი მაინც ფინანსებიდან გამომდინარეობს. ამიტომ, ყველა ცდილობს, ისე „გამოძვრეს“, რომ არ დაზარალდეს – მომხმარებელს ცოტა შემოატყუოს.

– ეს „ცოტა შემოტყუება“ ძალიან ძვირი უჯდება თვითონ სახელმწიფოსაც – ადამიანები ავადდებიან.

– დღემდე ვერავინ გაიგო, რა ტიპის ქათმის ბარკლებს მივირთმევთ. იქნებ, თქვენ გვითხრათ? ფასიდან გამომდინარე, რასაც მომხმარებელს ბაზარზე სთავაზობენ, ჩანს, რომ ეს შემომტანისთვის ძალიან მომგებიანი ბიზნესია.

– ეს პრობლემა დიდი ხანია, არსებობს და ამაზე მთელი პასუხისმგებლობა პირდაპირ სახელმწიფოს ეკისრება. როგორც პროფესიონალმა ექსპერტმა, შემიძლია, გითხრათ, რომ ბარკლები საერთოდ არ ხასიათდება მაღალი კვებითი უნარიანობით. ქათამში ყველაზე კარგი რაც არის, თეთრი ან გულმკერდის ხორცია.

– მოსახლეობის 95 პროცენტი პროდუქტს პირველ ყოვლისა, ფასის მიხედვით ირჩევს და არა ხარისხის, ანუ, არჩევანს თავისი ბიუჯეტიდან გამომდინარე აკეთებს.

– მან არ იცის, რას ყიდულობს. მან იცის, რომ შია და უნდა იყიდოს. ის „ვიღაც“ ამ ბიზნესით ფულს აკეთებს, მე კი მკლავს. რა მნიშვნელობა აქვს, საკვები მომკლავს თუ ვიღაც მესვრის? ავადმყოფობით სიკვდილი არის საშინელი სიკვდილი, ანუ ჩვენ ნელ-ნელა ვიღებთ სასიკვდილო დოზებს, რომელიც, შეიძლება, შედეგად დღეს არა, მაგრამ ხვალ ან ზეგ მივიღოთ.

– რას გვეტყვით ბავშვების საკვებზე – რძის პროდუქტებზე, რომლებიც მუყაოს კოლოფებში ლამაზად არის შეფუთული და წარმოდგენილი?

– ორი წლის წინ საქართველოში ბავშვებისთვის შემოდიოდა რძის ფხვნილი, ეგრეთ წოდებული „დუნდუკის ჩაი“, რომელიც შეიცავდა ნარკოტიკულ ნივთიერებას. კარგა ხანს იყიდებოდა, სანამ თვითონ ევროპამ არ ატეხა განგაში. მას მიაკვლიეს ევროპის ერთ-ერთ გარეუბანში, სადაც ნარკოტიკებს ფარმაცევტული მიზნისთვის თესდნენ. იქვე იყო დათესილი ხორბალი. თქვენ იცოდით, რომ მანანის ბურღული მიიღება ხორბლის დაფქვის შედეგად? იქ არც ტერიტორია იყო დაცული და არც ქარის მიმართულება გათვალისწინებული. ამიტომ ხორბალი იმტვერებოდა, მაგრამ მანანის სახით მაინც ძალიან კარგად საღდებოდა. ბავშვები ჭამდნენ ფაფას, სუქდებოდნენ და მშვენივრად ეძინათ – ძილის სინდრომი ჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ მასში ნარკოტიკების შემცველობა დიდების დოზასაც კი აღემატებოდა. ამ დროს კი ამაზე არავის წარმოდგენა არ ჰქონდა – არც შემომტანს, არც დისტრიბუტორს, არც გამყიდველს და არც მომხმარებელს.

– არსებობს რამე დაცვის მექანიზმი?

– ევროპა გადავიდა ძალიან მკაცრი კონტროლის სისტემაზე. იქ, ამ მხრივ, ქვეყნებიც კი დაყოფილია, განსაკუთრებით – უვნებლობის მახასიათებელთან მიმართებაში. მე უნდა მქონდეს ინფორმაცია, რომ, მაგალითად, ეს პროდუქტი შოკოლადია თუ შოკოლადის შემცვლელი. არანაირ მოწამვლას არ ვიღებ. პირიქით, შემიძლია, ერთისგანაც მივიღო სიამოვნება და მეორისგანაც, მაგრამ, უნდა ვიცოდე, მე მჭირდება კაკაოს ცხიმი და კაკაო, რომელიც შოკოლადში შედის თუ კანფეტი, რომელიც სხვადასხვა მასალისგან შედგება.

– დიდი ხანია, რაც ჩვენს ბაზარზე პაკეტის სუპები გაჩნდა, რომლის მომხმარებლები უმეტესად ბავშვები არიან. რატომღაც, ეს ერთი შეხედვით უვნებელი პროდუქტი, ძალიან მოსწონთ. მასზე რას გვეტყვით?

– ორი წლის წინ, პირველი პარტია რომ შემოვიდა, ცილების შემცველობა შევამოწმეთ. ხორცის სუპში უნდა იყოს ხორცის ცხიმი, თუ ქათმის არის – ქათმის ცხიმი, მაგრამ ჩვენ მასში ასეთი შემადგენლობა ვერ ვნახეთ. ეს არის უსარგებლო, კარგი გემოთი შეფუთული პროდუქტი. მაგალითად, ძეხვს რომ ვყიდულობ, ვიცი, რომ ეს არის ხორცის მასა, მოცემული ამ ფორმით, მაგრამ თუ ის იქნება სახამებელი და რაღაც სხვა დანამატებით შეთითხნილი მასა, ჩემში ცილების ნაკლებობას გამოიწვევს.

– არის ხუთასგრამიანი ძეხვები, რომლის ფასიც ორი ლარია. დასაშვებია თუ არა მისი გაყიდვა? ხომ ყველასთვის ნათელია, რომ ამ წონის ძეხვი არ შეიძლება, ასეთი დაბალი ფასი ღირდეს?

– არაფრით არ შეიძლება ასეთი ძეხვების რეალიზება, მაშინ, როცა ხორცის მინიმალური ფასი რვა ლარია. ამდენი შრომა იხარჯება და არაადეკვატური ფასი აქვს. მაგალითად, საექსპორტო ღვინოს ჩვენი ქვეყნის ღვინის ავტორიტეტად მივიჩნევ, მაგრამ, თქვენ იცით, რომ ოცდახუთლარიანი „ხვანჭკარაც“ ისეთივე ფალსიფიცირებულია, როგორც ხუთლარიანი? დაცვის მექანიზმი უნდა არსებობდეს. ევროპაში იმ ქვეყნებმა და საწარმოებმა, რომლებსაც სახელი აქვთ მოხვეჭილი, ზუსტად იციან ხარისხის სისტემა, იმიტომ, რომ ყველაფერს სხვადასხვა პროცენტული სიხშირით ამოწმებენ.

ამერიკაში წამლისა და სურსათის სააგენტო ერთად არის. ისინი ასე უდგებიან საკითხს: ყოველდღე რომ ვიღებ საჭმელს, არ უნდა იყოს დაცული უვნებლობისგან? საშიში ფაქტორები გამორიცხული უნდა იყოს. ყველას ხომ არ ეცოდინება, რა არის სურსათში ძირითადი პროდუქცია? ქართული გენი რატომ იყო გამძლე და რატომ ითვლებოდა მოაზროვნე ერად? იმიტომ, რომ დაბალანსებული კვება არსებობდა. ცილოვანი ნაკლებობა იწვევს გონებრივ გამოთიშვას.

რუსეთ-ამერიკის ომის დროს რუსეთმა საიდანღაც ჩამოიყვანა მფრინავები. როგორც კი ასცდებოდნენ წონადობის დონეს, ყურის ბარაბნები უსკდებოდათ. მფრინავები ხომ ვეგეტარიანელები არიან და მხოლოდ მცენარეულით იკვებებიან. ეს რომ დაებალანსებინათ, ვენაში ამინომჟავების კომპლექსს უკეთებდნენ. დანაშაულია, როცა მთელი ცხოვრების განმავლობაში არ იცი, რომ გამოფიტულ ხორცს მიირთმევ.

– ზღვის პროდუქტები ყველაზე სუფთა, გემრიელი და უვნებელი პროდუქტია. მასში რა დარღვევებს აწყდებით ხოლმე?

– თევზის პირველივე გაყინვაზე გალღობა და ისევ გაყინვა არაფრით არ შეიძლება. კონსერვების გამორჩევა ძალიან ძნელია. ამასაც ფასის მიხედვით ირჩევენ და იმით, რა რაოდენობის ხორცია შიგნით მოთავსებული. პაშტეტში კიდევ უფრო ნაკლებად ჩანს, რა სტრუქტურაა. ჩვენთან იყო შემთხვევა, როცა სამაცივრო ჯაჭვის მოთხოვნები იყო დარღვეული. ეს ნიშნავს იმას, რომ პროდუქტის ორი-სამი გრადუსით ცვლილებაც კი არასასურველ შედეგს იწვევს. გერმანიიდან იყო შემოტანილი ნახევარფაბრიკატები და, ეტყობა, შემომტანმა შემოტანის რეჟიმი დაარღვია გზაში. მანქანაში ედო და არ იცოდა, რომ თერმოგრაფი უნდა შეემოწმებინა, რამაც პროდუქტი საეჭვო გახადა.



ეკა პატარაია


скачать dle 11.3