ლონდონში ასაუბაევების კლანის ანგარიშები გაყინეს
ლონდონის სასამართლომ კომპანია „ყაზახგოლდის” ყოფილი მფლობელების – ასაუბაევების ოჯახის ანგარიშებიდან 500 მილიონი დოლარი გაყინა. ეს ღონისძიება კომპანია „პოლიუს ზოლოტოს“ სარჩელის საფუძველზე განხორციელდა, რომელსაც „ყაზახგოლდის“ 65 პროცენტი ეკუთვნის. ამ კომპანიის ყოფილი მფლობელი ასაუბაევების ოჯახია და სარჩელიც სწორედ მათ წინააღმდეგ იყო მიმართული. სასამართლომ „ყაზახგოლდის” აქციების ანგარიშებიდან 31 მილიონი გაყინა, ხოლო 10 მილიონი – იმ ანგარიშებიდან, რომლებიც ინგლისურ ბანკებში ჰქონდათ. სასამართლომ ასაუბაევების ოჯახს ავტოპარკიც ჩამოართვა. საუბარია მათ კუთვნილ უძვირეს „ბენტლიზე“, შავ „ფერარიზე“, შავ C კლასის „მერსედესზე“ და „როლს-როისზე“. როგორც მოელიან, მალე კიდევ ერთი ფონდის ანგარიში გაიყინება, რომელსაც ასევე ასაუბაევების ოჯახი აკონტროლებს. ამ ანგარიშზე 400 მილიონამდე დოლარია. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასაუბაევებს დღეში მხოლოდ 3 ათასი გირვანქა სტერლინგის დახარჯვის ნება მისცეს. მათ ბრიტანეთის ტერიტორიის დატოვების უფლებაც არ აქვთ და პასპორტებიც ჩამოერთვათ. ასაუბაევების ოჯახის ერთ-ერთი წევრი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ყახაზეთში გაიქცა და თავს იქ აფარებს. გამორიცხული არ არის, აიდარ ასაუბაევზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.