კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მძარცველები უპირატესობას იტალიურ ბანკებს ანიჭებენ


იტალიური ბანკები ინვესტორებს ნაკლებად იზიდავენ და ევროპის სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან შედარებით ყველაზე ნაკლებმიმზიდველნი არიან. საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის „ფიბას“ გამოკვლევით, ძარცვების ნახევარზე მეტი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში ხდება, სწორედ იტალიაზე მოდის. კვლევიდან ცნობილი გახდა, რომ ამის მიზეზია ის, რომ იტალიურ ბანკებში ნაღდი ფული დიდი ოდენობითაა და გაცილებით ცუდად დაცული, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნების ბანკებში. შარშან იტალიაში 1 744 ბანკის ძარცვა დაფიქსირდა. ეს 6-ჯერ მეტია გერმანიის მაჩვენებელზე და 20-ჯერ მეტი დიდი ბრიტანეთისაზე. მძარცველების გააქტიურების შედეგად 2009 წელს იტალიის ფინანსურმა სისტემამ 36,8 მილიონი ევრო დაკარგა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ იტალიის ბანკებს ძალიან ბევრი პატარა ფილიალი აქვს, სადაც ყოველთვის არის ნაღდი ფულის დიდი მასა. მაგალითად, ქვეყნის უმსხვილეს ბანკს „ინტესა სან-პაოლო სპას“ იტალიაში 5 921 განშტოება აქვს. გარდა ამისა, იტალიური ბანკების უმეტესობა პოლიციის განყოფილებებიდან შორსაა და სწორედ ამით სარგებლობენ დამნაშავეები. იტალიური ბანკები ყოველწლიურად 700 მილიონ ევრომდე ხარჯავენ დაცვის გაძლიერებაზე, თუმცა ამ თანხის უმეტესი ნაწილი ცენტრალურ ბანკებზე მოდის და პროვინციები დაუცველი რჩება.




скачать dle 11.3