კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევროპაში კაკაოს მთელი მარაგი ამოწურეს


კომპანია „არმაჯარო ჰოლდინგმა“, რომელიც ტრეიდერ ენტონი უორდს ეკუთვნის, გასულ კვირას 241 ათასი ტონა კაკაო შეისყიდა ჰამბურგსა და როტერდამის საცავებიდან. ამ გარიგების საფასურმა 987 მილიონი დოლარი შეადგინა. ბრიტანული გაზეთის, „დეილი ტელეგრაფის“ ცნობით, ამ გარიგების შემდეგ კაკაოს ფასი 0.7 პროცენტით გაიზარდა და 1977 წლის ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბა. ამჟამად კაკაოს ფასი ტონაზე 4 098 დოლარია. ეს გარიგება ბოლო 14 წლის განმავლობაში კაკაოს ბაზარზე ყველაზე მსხვილია. საინტერესოა, რომ ეს ენტონი უორდის მიერ ჩატარებული პირველი წარმატებული გარიგება არ არის. 8 წლის წინათ მან 204 ათასი ტონა კაკაო შეისყიდა. იმ პერიოდში აფრიკაში პოლიტიკურ არასტაბილურობას კაკაოს ცუდი მოსავალიც დაერთო და მაშინ კაკაოს ფასი 14 პროცენტით გაიზარდა. სპეკულანტმა კარგად ისარგებლა კაკაოზე მოთხოვნის ზრდით, რომელიც ამჟამად განასა და კოტ დივუარში ცუდი მოსავლით არის გამოწვეული. ისინი ამ კულტურის ძირითადი მწარმოებლები არიან. 2009 წლის განმავლობაში კაკაოს ფასი, რომელიც შოკოლადის ძირითადი კომპონენტია, 28 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნულმა გარიგებამ უორდს საშუალება მისცა კაკაოს მთელი ბაზარი წარმატებით აკონტროლოს.


скачать dle 11.3