კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს


კითხვა: რომელი ავტომობილის ყიდვა ჯობია საქართველოს გზებისთვის – „ჯე” კლასის „მერსედესის” თუ „ტოიოტას ჯიპი ლენდ კრუიზერი 200“. ორივეს დიზელის ძრავა აქვს და უფრო გამძლეობის მხრივ მაინტერესებს, ვიდრე სხვა კრიტერიუმებით.

პასუხი: ორივე ავტომობილი იმდენად გამძლეა და ორივე იმდენად ამართლებს თავის სახელს – „ჯიპს“, რომ მათი შედარება ცოტა რთულია. მაგრამ, ორივეს აქვს თავისი განსაკუთრებული ღირსებები, ანუ, რაღაც ასპექტში ერთი აჯობებს, რაღაც ასპექტში – მეორე. პირადად მე რომ ვყიდულობდე, კრიტერიუმად ავიღებდი იმას, რომლის შენახვაც უფრო იაფი დამიჯდებოდა, რადგან გამძლეობა არაჩვეულებრივი აქვთ. უბრალოდ, სამომავლოდ „ტოიოტას” შენახვა გაცილებით მარტივია, ვიდრე „მერსედესის”. „ლენდ კრუიზერი” უფრო მარტივია და, ნაკლები რაოდენობის დეტალებით არის აწყობილი, განსაკუთრებით – სავალ ნაწილში და მისი ნაწილებიც გაცილებით იაფია; თანაც, „ტოიოტას” სავალი ნაწილის სისტემა ისე აქვს მოწყობილი, რომ, თუ რაღაც ზედმეტად არასტანდარტულ სიტუაციაში არ აღმოვჩნდით, მისი გაფუჭება პრაქტიკულად შეუძლებელია, ანუ, თავს არ იფუჭებს. მაგალითად მოვიყვან: სავალი ნაწილის სამაგრების დახრა „მერსედესში” სწორკუთხოვნად არის განთავსებული და, მიუხედავად იმისა, რომ მას „ტოიოტაზე” გაცილებით ძლიერი დეტალები აქვს, მაინც უფრო ადვილად ფუჭდება. წარმოვიდგინოთ ჯოხი, რომლის გატეხასაც შუა ნაწილში ვცდილობთ, ის ძალიან ადვილად გატყდება. „ტოიოტას” შემთხვევაში კი ეს „ჯოხი“ ისეა გადებული, რომ მის მხოლოდ ერთ, განაპირა კუთხეზე ხდება დაწოლა და, შესაბამისად, მის გასატეხად გაცილებით მეტი ძალაა საჭირო. ეს ძალიან უხეში შედარებაა, მაგრამ კარგად აღსაქმელად გამოდგება. ესე იგი, „ტოიოტაში” დეტალების დახრის კუთხე უკეთაა შერჩეული, ისეა გაკეთებული, რომ ნაკლები დაწოლა მიიღოს. „მერსედესს” სწორკუთხოვანი გადაბმები აქვს, მაგრამ, გაცილებით უფრო მასიური და ძლიერი დეტალებით არის აწყობილი და სწორედ ამის ხარჯზეა გამძლე. ანუ, იაფი ნაწილების სწორი პოზიციით დამონტაჟება აქცევს მას უფრო იაფად შესანახ ავტომობილად, თორემ, როგორც დასაწყისში ვთქვი, ორივე ძალიან გამძლეა.

კითხვა: მინდა, შევიძინო ავტომობილი 12 000 დოლარის ფარგლებში. რომელ მოდელს მირჩევთ ამ მარკებიდან: „ჰონდა”, „მიცუბიში”, „ტოიოტა” თუ „მერსედესი”? რომელია ყველაზე გამძლე?

პასუხი: ეს ძალიან ზოგადი შეკითხვაა. ავტომობილის შეძენისას ძალიან ბევრ რამეს აქვს მნიშვნელობა, თორემ, გამძლე მოდელები თქვენ მიერ ჩამოთვლილ ყველა მწარმოებელს ჰყავს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მძღოლის ასაკს, მართვის სტილს, როგორ პირობებში აპირებთ მის მოხმარებას. კარგი იქნებოდა, რამდენიმე პრიორიტეტზე გაგეკეთებინათ აქცენტი და მინიმუმ, ის მაინც მიგენიშნებინათ, მსუბუქი ავტომობილის შეძენა გსურთ თუ „ჯიპის“ და რა გამოყენებისთვის; ოჯახთან ერთად გიწევთ სიარული თუ მარტო, მხოლოდ სამსახურში თუ ხშირად ქალაქგარეთ გადიხართ და სხვა.


скачать dle 11.3