„თბილისელების“ სამზარეულო
ბერძნული სუპი
საჭირო ინგრედიენტებია: 400 გრამი მწვანე ბარდა, 6 ცალი პიტნის ფოთოლი, 100 გრამი რბილი ყველი, 2 სადილის კოვზი ნიგოზი, 4 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, შავი პილპილი, მარილი.
მომზადების წესი: ბარდა გადაწურეთ. პიტნის ფოთლები გარეცხეთ. ქვაბში აადუღეთ 1 ლიტრი წყალი, ჩაყარეთ მასში პიტნა და ადუღეთ. ჩაუმატეთ ბარდა, მარილი, პილპილი, ხარშეთ კიდევ ხუთი წუთი, გადმოდგით გაზქურიდან. გააცივეთ და გათქვიფეთ, როგორც პიურე. ნელ-ნელა გაათხელეთ ნახარშით, სანამ სასურველი სისქის წვნიანს არ მიიღებთ. ნიგოზი კარგად დაჩეჩქვეთ, ყველი გახეხეთ ან დაფხვენით. წვნიანი გაანაწილეთ ფიალებში, ჩაყარეთ მასში ნიგოზი და ყველი და ჩაუმატეთ თითო კოვზი ზეითუნის ზეთი.