როცა საქმეში სოციალური ქსელი ერევა
საქართველოში ეგრეთ წოდებული „ოდნოების“ მერე „ფეისბუქის“ ბუმია და დიდი და პატარა დილიდან საღამომდე ათას ჭორ-მართალს სწორედ მისი საშუალებით იგებს. თუმცა, დანარჩენ მსოფლიოში უფრო პოპულარული „ფეისბუქის“ „ბიძაშვილი“, „ტვიტერი“ გახლავთ. უცხოელები უპირატესობას აშკარად მას ანიჭებენ. ანუ, ჩვენ ეს სიამოვნება წინ გველის, მანამდე კი...
„ფორმულა 1-ში“ მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა ჯენსონ ბატონმა ორი თვის წინ განაცხადა, სპორტს უფრო მეტი ყურადღება უნდა დავუთმო, კონცენტრაცია მჭირდებაო და თავის მეგობარ გოგონას, ჯესიკა მაჩიბატას ისე უპრობლემოდ დაშორდა, თითქოს ამ ქალის ცოლად მოყვანის პირობას მე ვდებდი. ახლა კი ირკვევა, რომ წყვილი შერიგდა და ისევ ერთად არიან. მათ შერიგებაში კი მთავარი როლი სწორედ „ტვიტერმა“ ითამაშა. თურმე, ჯესიკა და ჯენსონი ერთმანეთს დამეგობრებიან, მერე „ჩეთში“ მიუწერიათ რაღაცეები, მერე ისევ შეხვედრიან ერთმანეთს და მერე უკვე, როგორც ნახაზშია – რესტორანი, სასტუმრო, ლოგინი.