ვინ დაგასვენებს
გასულ კვირას რიოს პლაჟზე წამოკოტრიალებული „მილანის“ ვარსკვლავის, რონალდინიოს გვერდით ჟურნალისტებმა ახალი არსება შენიშნეს. პრინციპში, მათი ინტერესი ამ არსების ფეხების სიგრძემ გამოიწვია, რაც ცხადად მიუთითებდა იმაზე, რომ იგი სამოდელო სამყაროდან უნდა ყოფილიყო. მერე მედიამ ამოქექა და გაარკვია, რომ კუთვნილ შვებულებაში გადაღლილი კუნთის დასვენების შესაძლებლობას, ბრაზილიელ ვარსკვლავს რუმინელი მოდელი, ლილიანა ჩევერეშანი არ აძლევს.
„ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ. რონალდინიომ ორი კვირის წინ დამირეკა და მითხრა, თუ გინდა, ჩამოდი და აქ დაისვენეო. მეც ჩამოვედი“, – განაცხადა ლილიანამ, მაგრამ ის კი აღარ დაუკონკრეტებია, მეგობარს პერიოდულად ტუჩებში რად კოცნიდა და ეხვეოდა.
ასე რომ, თუ სადმე დაგპატიჟებენ, სანამ წასვლას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით, რაზე გეპატიჟებიან.