კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ლიკა ხანთაძის შეყვარებული და აპირებს თუ არა ის დაქორწინებას



მკითხველი ალბათ დამეთანხმება, რომ წელს „იურმალაზე“ საქართველოს სახელით ძალიან კარგი მონაწილე წარსდგა. ლიკა ხანთანძემ არა მხოლოდ კარგი სიმღერით და შესრულებით მოხიბლა მსმენელი, არამედ მშვენიერი გარეგნობითა და ლამაზი ღიმილით. მან „იურმალის“ შემდეგ კარგად დაისვენა და 1 სექტემბრიდან სწავლასაც შეუდგა. ლიკა საკმაოდ ხალისიანი და ენერგიული ადამიანია, დადებით განწყობას გადასცემს სხვასაც და თავადაც ხალისობს. შესაბამისად, ჩვენი ინტერვიუც საკმაოდ ხალისიანი გამოვიდა.



ლიკა: ახლაც და ადრეც საკმაოდ ენერგიული ვიყავი. როგორც ჩემები მეუბნებიან, ბავშვობაში ძალიან ცელქი და მოუსვენარი იყავიო. ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი, სულ დავრბოდი, რაღაცეებსაც ვაფუჭებდი. უფროსი და-ძმა მყავს, სახლში ასაკით ყველაზე პატარა ვარ, შესაბამისად ყველანი მანებივრებდნენ, ძალიან ვუყვარდი და არ მიბრაზდებოდნენ. განსაკუთრებით ბებია და ბაბუა მანებივრებდნენ. პატარა რომ ვიყავი, ყოველთვის მათთან მივდიოდი და ვრჩებოდი. სამწუხაროდ, ორივე გარდაიცვალა. ძალიან მიყვარდა ეზოში სიარული, თამაში, განსაკუთრებით კი ხეზე ასვლა. ბოლო დროს არ მიცდია ხეზე აძრომა, მაგრამ არ მგონია, გამიჭირდეს. ძალიან ცელქი კი ვიყავი, მაგრამ ხიფათიანი – არა.

– მშობლები ხინ კენწეროზე გპოულობდნენ ხოლმე?

– კი, ასეთი შემთხვევებიც იყო. ბავშვობაში ხუთი წლის განმავლობაში კარატეზე დავდიოდი, ძალიან სპორტული გოგონა ვიყავი. მეც მინდოდა კარატეზე სიარული, მაგრამ როდესაც ჩემი დაიკო მოიტაცეს, დედიკომ მაშინვე შემიყვანა კარატეზე, საკუთარი თავის დაცვას მაინც შეძლებო.

– შენი მოტაცების მცდელობებიც ხომ არ იყო?

– კი, იყო ხოლმე. საქართველოში, რომ ჩამოვდივარ, რატომღაც ისეთი ადამიანები მხვდებიან, რომ ასეთ ფაქტებს აქვს ადგილი.

– იმედია, კარატეს ცოდნა არ გამოგიყენებია?

– ჯერჯერობით არ მისულა კარატემდე საქმე, ამისთვის მყავს მამა, ძმა და ბიძა.

– სკოლაშიც ალბათ ძალიან აქტიური იყავი.

– კი, ყველა კონცერტში, ღონისძიებაში ვიღებდი მონაწილეობას. „კავეენს“ ვაწყობდით, ამიტომ ხშირად ვაცდენდი გაკვეთილებს. დირექტორს ვუყვარდი, რაც კონცერტებთან, ღონისძიებებთან იყო დაკავშირებული, ყველაფერში ვეხმარებოდი. სამაგიეროდ, მათემატიკაში არ ვარ ძლიერი და ყოველთვის მეჩხუბებოდა მასწავლებელი.

– თბილი ადამიანი ჩანხარ.

– სულ მეჩხუბებიან, ნუ ხარ ასეთი ყურადღებიანი და ყველას თბილად ნუ ექცევი, ყველა კი არ არის ამის ღირსიო. რა ვქნა, მე მაინც ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.

– ალბათ, ყოველთვის ბევრი თაყვანისმცემელი გყავდა და გყავს.

– კი, ყოველთვის ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, იმიტომ რომ, ადამიანთან ძალიან იოლად შევდივარ კონტაქტში.

– როგორ გამოხატავენ შენს მიმართ სიმპათიებს?

– იურმალიდან მოსკოვში რომ ჩამოვედი, ჩემმა თაყვანისმცემელმა მაჩუქა ძალიან ლამაზი ბეჭედი, ქვემოდან ინგლისურად აწერია „ახალი ტალღა“, თეთრი ოქროა და შვიდი, სხვათა შორის, ეს ჩემი საყვარელი რიცხვია, დიდი ბრილიანტის თვალი აქვს, ესეც შენი პირველი პრიზი იურმალაშიო. ძალიან მესიამოვნა.

– არ მეტყვი, ვინ არის ის პიროვნება, ასეთი საჩუქარი რომ გაგიკეთა, ქართველია?

– მხოლოდ იმას გეტყვი, რომ მოსკოველი ქართველია, სახელს და გვარს არ დავასახელებ, იმიტომ, რომ სხვებს ეწყინებათ. სხვათა შორის, როდესაც იურმალიდან მოსკოვში ჩამოვედი, ბევრი ხალხი დამხვდა. ძალიან კარგი შეხვედრა მომიწყვეს აქ მცხოვრებმა ქართველებმა.

– „იურმალის“ კონკურსმა თუ შეცვალა რამე შენს ცხოვრებაში?

– ძალიან ბევრი ნაცნობი, მეგობარი შევიძინე. ვერ ვიტყვი, რომ რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. გამოცდილება შევიძინე, რა შეცდომებიც იქ დავუშვი, ახლა უკვე ვასწორებ. ყველაფერი ნელ-ნელა მოდის, უცებ ყველაფერს ვერ გააკეთებ.

– ახლო მომავალში, კიდევ აპირებ რომელიმე კონკურსში მონაწილეობას?

– 25 სექტემბერს ვაპირებ ბულგარეთში კონკურსზე გამგზავრებას. თებერვალში სანკტ-პეტერბურგში იყო კონკურსი, საქართველოს სახელით გამოვდიოდი, გრან-პრი ავიღე. ჟიურის ბულგარელმა წევრმა ბულგარეთში მიმიწვია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ალბათ გადავფრინდები. 24 სექტემბერს კრასნოდარში ქართველების კონცერტია – სოსო პავლიაშვილი, თამრიკო გვერდწითელი იმღერებენ, მეც მიწვეული ვარ და გადავწყვეტ, სად წავიდე.

– ლიკა, როგორ ფიქრობ, ცხოვრებაში ხშირად გიმართლებს?

– შეიძლება ითქვას, რომ ხშირად მიმართლებს და იღბალიც მწყალობს. ძალიან მიზანმიმართული ვარ, რასაც დავისახავ მიზნად და ძალიან მინდა, გამოვიდეს, იმას აუცილებლად ვაღწევ. წინააღმდეგობებზეც არასდროს ვყრი ფარ-ხმალს. ეს კარგად გამოვცადე იურმალამდე, როდესაც ადამიანი წინააღმდეგობას მიწევს, ეს ჩემზე კარგად მოქმედებს, სტიმულს მაძლევს და იმდენს ვიშრომებ, მაინც მივაღწევ სასურველ შედეგს.

– როგორი გართობა გიყვარს?

– ძალიან ბევრი ქართველი, რუსი მეგობარი მყავს და მიყვარს მათთან ერთად ყოფნა. კლუბებში სიარულს და იქ ღამის გათენებას მირჩევნია, საღამოს დაქალებთან ერთად ქართულ რესტორანში წავიდე. შესაბამისად, ძირითადად იქ მივდივართ და კარგად ვილხენთ. მიყვარს ასევე, კინოში სიარული, როგორც კი ახალი, საინტერესო ფილმი გამოვა, მაშინვე მივდივართ დაქალები.

– საინტერესოა, თუ არსებობს შენს ცხოვრებაში ისეთი მამაკაცი, რომელიც გიყვარს?

– ალბათ, არსებობს.

– ანუ არსებობს?

– კი, არსებობს, თუმცა არ მინდა პირად ცხოვრებაზე საუბარი.

– კარგი, მაგრამ ის მაინც მითხარი, როგორ მოგხიბლა მან?

– საერთოდ, ჩემთვის მთავარია, კარგი ადამიანი იყოს, სხვა დანარჩენს, უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. თუმცა, უნდა იყოს ყურადღებიანიც.

– იმისთვის, რომ ბოლომდე ბედნიერი იყო, საჭიროა წარმატება კარიერაშიც და პირად ცხოვრებაში...

– მიმაჩნია, რომ საყვარელმა ადამიანმა უნდა დაგიჭიროს მხარი იმ საქმეში, რომელიც შენ მოგწონს, გიყვარს და რისი კეთებაც გინდა. მაგრამ, მე ისეთი პროფესია მაქვს არჩეული, ძნელი იქნება კარიერისა და პირადი ცხოვრების შეთავსება. თუმცა, არც ის მგონია, არჩევანის წინაშე მომიწიოს დადგომა, შევეცდები, ყველაფერი მოვასწრო, იქაც და აქაც.

– ალბათ, შეყვარებული მხარს გიჭერს?!

– კი, ყველაფერში გვერდით მიდგას, ასეთ დროს ურთიერთგაგება ყველაზე მნიშვნელოვანია.

– იურმალაში არ წამოვიდა?

– ძალიან მგულშემატკივრობდა, იურმალაში კი ჩამოვიდა, მაგრამ მალევე წავიდა უკან, კონკურსს არ დასწრებია. სამაგიეროდ, როდესაც დავბრუნდი მოსკოვში, დამხვდა და 101 წითელი ვარდი მაჩუქა. იცის, რომ ძალიან მიყვარს ასეთი ვარდები. უყვარს სიურპრიზების, საჩუქრების გაკეთება, მაგრამ ძალიან სერიოზული და თავშეკავებული ადამიანია.

– თავად უკეთებ სიურპრიზებს?

– კი, ძალიან მიყვარს და ვუწყობ ხოლმე სიურპრიზებს.

– ახლო მომავალში აპირებთ დაქორწინებას?

– ჯერჯერობით არაფერს ვაპირებ, სიმღერით ვარ დაკავებული და მერე ვნახოთ.



ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3