კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დეტალები ვერ უძლებენ სიცხეს და რას უნდა მოვუფრთხილდეთ ავტომობილში

ქართული და, განსაკუთრებით თბილისური ზაფხულის სიცხეები, არცთუ ისე დადებითად მოქმედებს ჩვენს ავტომობილებზე, მით უმეტეს იმ დეტალებზე, რომლებსაც მუშაობისთვის სხვადასხვა სითხეები, ზეთები და წყალი სჭირდება. ასეთი კი საკმაოდ ბევრი დეტალია. როგორ მუშაობს ავტომობილი ზაფხულში და რას უნდა მოვუფრთხილდეთ სიცხეში განსაკუთრებულად, ამაზე მრბოლელი გიგა ლორთქიფანიძე ისაუბრებს: სიცხე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ავტომობილზე. განსაკუთრებით იმ დეტალებზე, რომელიც სითხით მუშაობს, იქნება ეს საწვავი, ზეთი, ავტომატური კოლოფის ზეთი, სამუხრუჭე სითხე და სხვა. დავიწყოთ ძრავით. სიცხეში ძრავა დაქოქვამდე უკვე გახურებულია. თუ, ვთქვათ, ზამთარში ის ცივია და დიდი დრო სჭირდება გახურებისთვის და ამის შემდეგ იწყებს გამართულად მუშაობას, სიცხეში დაქოქვამდეა ცხელი. აქედან გამომდინარე, მას შესაბამისი ზეთი სჭირდება. აქ არ იგულისხმება სინთეტიკური, ნახევრად სინთეტიკური თუ მინერალური ზეთი; ანუ, რომელსაც არ უნდა ასხამდეთ, ის შესაბამის ტემპერატურაზე უნდა მუშაობდეს. თუ ზამთარში ესა თუ ის ზეთი დაბალ ტემპერატურაზე კარგად მუშაობს, ზაფხულში ისეთი უნდა ჩავასხათ, რომელიც მაღალი ტემპერატურის დიდ დიაპაზონზე იმუშავებს, რადგან, თუ ჩვენს მანქანაში ჩასხმულია ისეთი ზეთი, რომელიც არ მუშაობს 40 გრადუსზე, შესაძლოა, ზეთი ადუღდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტომობილში გინდა საჭმლის ზეთი გსხმია, გინდა ავტომობილის, ანუ, საერთოდ არ მუშაობს. ასეთ შემთხვევაში, მან, შესაძლოა, დააზიანოს ძრავა. ზეთს პირდაპირ აწერია, რამდენ გრადუსზე მუშაობს ის, თან, ფასში არანაირი სხვაობა არ არის, ამიტომ ის სწორად შეარჩიეთ. სხვადასხვა ტიპის ძრავას აქვს ტემპერატურული განსხვავებები.

– გამიგია, რომ სიცხე ეკონომიურობაზეც მოქმედებს. მართალია ეს?

– ხშირად გამიგონია, როდესაც ამბობენ, ზაფხულში ჩემი ავტომობილი მეტ საწვავს მოიხმარსო. რითია ეს გამოწვეული?! – სითხე ავტომობილში, ძრავაში, გადაცემათა კოლოფში, კარგავს თავის თვისებებს და განსაკუთრებით ეს სიცხეში ხდება. შესაბამისად, თვისებებდაკარგული სითხე იწვევს ხახუნის ძალის მომატებას. ხახუნის ძალის გაზრდა კი ზედმეტი დატვირთვით მუშაობას იწვევს. მეტი დატვირთვით მუშაობა კი პირდაპირ იწვევს მეტი საწვავის მოხმარებას. ამიტომ, ეცადეთ, რომ ზეთი ზაფხულში დროულად გამოცვალოთ. ათი ათასი გარბენი ძალიან ბევრია. მართალია, როდესაც ზეთს ცვლით გეუბნებიან 10 000 კილომეტრს გაივლისო, მაგრამ ის 5 000-ზე მაინც უნდა შეიცვალოს. ძალიან ბევრს საუბრობენ წყლის ადუღებაზე. საწვავს რაც შეეხება, წვის მომატება, შესაძლოა, ცუდი ხარისხის ბენზინმაც გამოიწვიოს. ჩვეულებრივ, გრილ ამინდშიც კი, ზოგიერთი ფირმის ბენზინი ორთქლდება, ზაფხულში კი მისი აორთქლების ხარისხი იმატებს და, შესაბამისად, ჩვენ გვგონია, რომ ავტომობილი მეტ საწვავს მოიხმარს, სინამდვილეში კი ის, უბრალოდ, აორთქლდა. სტანდარტის მიხედვით ბენზინი არაეთილირებული უნდა იყოს, თუმცა, რამდენად იცავენ ამ სტანდარტს, რთული სათქმელია. გეტყვით, რომ, ისევე, როგორც ზამთარში, ავტომობილში აუცილებელია, ზაფხულშიც გესხათ ანტიფრიზი. ის არ ცხელდება და არ დუღდება. ანუ მაღალ ტემპერატურაზე ისევე კარგად მუშაობს, როგორც დაბალზე. ისევ თემას დავუბრუნდები: თუ იმავე სიჩქარეთა კოლოფში სითხემ თავისი თვისებები დაკარგა, მაშინ კოლოფის დეტალები ხახუნს იწყებენ ერთმანეთთან, მიმდინარეობს კბილანების ცვეთა და ძალიან მალე ფუჭდება.

რაც შეეხება სამუხრუჭე სითხეს: მუხრუჭის სითხე დიდ ტემპერატურებზე მუშაობს, დაახლოებით 300 გრადუსამდე დატვირთვას უძლებს. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ სითხე გამოსაცვლელია, მაშინ ის ოდნავ დატვირთვაზეც შეიძლება, ადუღდეს, მით უმეტეს, თუ ამ ყველაფერს სიცხე დაერთო, მუხრუჭის ეფექტურობა მკვეთრად დაეცემა. ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებიდან მუხრუჭი ყველაზე საშიშია, რადგან მისი ადუღება ნიშნავს, რომ, შესაძლოა, მან ძალიან ცუდ დროს გვიღალატოს და საერთოდ არ დაიჭიროს.

скачать dle 11.3