შაკირა პიკეს დასდევს
კატალონიური „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების მცველი, ხერარდ პიკე მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალური ჰიმნის შემსრულებელ შაკირას რომ მოეწონა, კარგად მოგეხსენებათ. ქალმა ფინალის წინ თქვა, ყველაზე მეტად ესპანეთს ვგულშემატკივრობ, ხოლო ფეხბურთელთაგან პიკე მომწონს და მისი გაცნობა მინდაო.
ამის მიუხედავად, პიკემ სამხრეთ აფრიკა ისე დატოვა, შაკირა ერთხელაც არ ნახა. როგორც ჩანს, ამან ქალი ძალიან შეაწუხა და გადაწყვიტა, თავად იმოქმედოს.
გასულ კვირას შაკირამ ბარგი ჩაალაგა და გეზი მალიორკისკენ აიღო. სწორედ მალიორკაზე ასვენებს დაღლილ კუნთებს პიკე და შაკირამაც პლაჟზე ფოტოსესია მოაწყო. ვერ გეტყვით, რა აზრის არის ამ ფოტოსესიაზე თავად პიკე, მაგრამ ამბობენ, შაკირა აშკარად კარგად გამოიყურებაო.