როცა მსოფლიოს თრიაქი გატოვებინებს
28 აგვისტოს თურქეთში საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება და ეროვნულ ნაკრებებს ბანაკები ამ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში უკვე დაცემული აქვთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა ახალი ზელანდიის ნაკრების ლიდერს, კორი უებსტერსაც უნდა მიეღო და გუნდის შემადგენლობაშიც იყო, მაგრამ გასულ კვირას თრიაქის მოწევისას გამოიჭირეს და სამშობლოში გააბუნძულეს.
„უებსტერს თურქეთში ჩამოსვლა 23 აგვისტომდე აეკრძალა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი სრულფასოვან შეკრებას ვერ გაივლის და იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი 28-ში იწყება, კორი ნაკრებში ვერ მოხვდება“, – განაცხადა ახალი ზელანდიის თავკაცმა ნენად ვუჩინიჩმა.