მარიკამ, ინძაგი იბრალებსო...
მარიკა ფრუშო იმით არის ცნობილი, რომ იტალიაში მოქმედ თუ უმოქმედო მოდელებს შორის, ყველაზე დიდი მკერდი აქვს. ჰოდა, ამ მკერდის ერთ-ერთი მოტრფიალე „მილანის“ ფორვარდი, ფილიპო ინძაგი ყოფილა და სუპერპიპოს მეგობრებთან „უბლატავია“, მე და მარიკას ამბები გვქონდა, ნუ მომაყოლებთო. რა თქმა უნდა, მეგობრებმა ეს თავის მეგობრებს უთხრეს, იმათ კიდევ – თავისას და საბოლოოდ, ეს ამბავი გახმაურდა. ჰოდა, ერთ-ერთი შოუს დროს ფრუშოს პირდაპირ ჰკითხეს, ინძაგი ლოგინში როგორიაო.
„ფილიპოს ვიცნობ, მაგრამ მასთან ლოგინში არასდროს ვყოფილვარ. ვიცი, რომ ჩემზე ბევრი ოცნებობს, მაგრამ არ მეგონა, თუ მათ შორის ინძაგიც იქნებოდა. ის ამას უბრალოდ, იბრალებს და არ გამიკვირდება, ჩემი სურათები ოთახში რომ ჰქონდეს გაკრული“, – განაცხადა მარიკამ.
ჟურნალისტები მაშინვე ფეხბურთელისკენ გაქანდნენ, იმან კიდევ თავი შორს დაიჭირა, რა მარიკა, შეყვარებული მყავს და მისი ერთგული ვარო.