ჩემპიონს ათი წლის შემდეგ აბრუნებენ
მომავალი ოლიმპიადა 2012 წელს ლონდონში გაიმართება და მთელი ბრიტანეთი ამისთვის ემზადება. გარდა იმისა, რომ შესაბამისი შენობები რემონტდება და ახლებიც შენდება, ბრიტანელები შედეგებზეც ფიქრობენ და აგერ, დიდ სპორტში დაბრუნება კორინა უგურიანუს შესთავაზეს. ეს ქალი რუმინელია და ამ ქვეყნის სახელით მსოფლიოს ჩემპიონი ორჯერ გახდა. ახლა კი ინგლისელები თავიანთ ნაკრებში გამოსვლას სთავაზობენ.
„ათი წელია, რაც კარიერა დავასრულე და მოდელად ვმუშაობ. აღარც კი ვიცი, ღირს ისევ ვარჯიშის დაწყება და ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება. წინადადება ძალიან მაცდურია და მასზე კარგად უნდა დავფიქრდე“, – განაცხადა კორინამ.
ოლიმპიადაში მონაწილეობის გარდა, ბრიტანელები ქალს უფასო ვარჯიშსა და ოლიმპიადის შემდეგ ხელფასად ასი ათას გირვანქასაც დაჰპირდნენ.