კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ცხოვრობდა კოკოითის ქართველი ცოლი თბილისში და როგორ ზრუნავს მის შვილზე სეპარატისტების ლიდერი



მანანა ოთანაშვილი იმ ადამიანთა შორისაა, ვინც სამაჩაბლოსთან პირადი, ისეთი მძიმე ტრაგედიით არის დაკავშირებული, რასაც შვილის სიკვდილი ჰქვია. გახმაურებულმა ისტორიამ, რომელიც სოფელ ქურთაში სამი წლის წინ დატრიალდა, ქალბატონი მანანას 35 წლის შვილის, ჰამლეტ ხაჭაპურიძის სიცოცხლე შეიწირა.



მანანა ოთანაშვილი: იმ ტრაგიკულმა ამბავმა, რაც გასული წლის ზაფხულში მოხდა, ჩემი შვილის ტკივილიანი ისტორია ლამის დამავიწყა. დედისთვის შვილის სიკვდილზე მძიმე ამქვეყნად არაფერია, მაგრამ როცა შენს სამშობლოს, მშობლიურ მიწა-წყალს კარგავ, ამაზე მტკივნეული, მერწმუნეთ, არაფერია. ჩვენ ქურთაში ვცხოვრობდით, კარგი ოჯახი გვქონდა. 25 წელი სკოლაში მასწავლებლად ვმუშაობდი, რუსულ სექტორზე ვასწავლიდი ქართულს. ოთხი შვილი მყავდა. უფროსი შვილი, ლევანი, აფხაზეთში იბრძოდა. როცა იქ ომი დაიწყო, ლევანმა მეგობრებს უთხრა: უნდა წავიდეთ აფხაზეთში, სამშობლო გვაქვს დასაცავიო. 60 ბიჭს მოუყარა თავი და აფხაზეთში წავიდა, მასთან შეზრდილი ბიჭი – ზვიად ხაჭაპურიძე დაიღუპა აფხაზეთში. მერე ჩვენთანაც აირია სიტუაცია, ჩემს შვილებს ერთი წუთით არ დაუხევიათ უკან. ომის შემდგომი წლები როგორღაც გადავიტანეთ. ბევრი უბედურება გადაგვხდა თავს, არეულობა სულ იყო, მაგრამ მაინც ვახერხებდით მშვიდობის შენარჩუნებას. ჩემი მეორე ბიჭი, ჰამლეტი 2005 წლის 6 ივნისს დაიკარგა, ბიძაშვილებთან და მეგობართან ერთად ცხინვალში იყო წასული. ვერ ვიტყვი, რომ ოსები ჩემს შვილს გადაეკიდნენ-მეთქი, პირიქით, ბევრი ოსი მეგობარი ჰყავდა. ერთმანეთს ეხმარებოდნენ. სანამ ჩემს შვილს გაიტაცებდნენ, მოხდა ერთი შემთხვევა: ჯავაში ოსები ქეიფობდნენ, ერთმანეთთან შელაპარაკება მოუვიდათ და ერთი კაცი შემოაკვდათ. სახლში ხომ უნდა დაებრუნებინათ მიცვალებული და გზად რომ წამოვიდნენ, ჩვენს ტერიტორიაზე სროლა ატეხეს. ჩვენი პოლიცია მათ პროვოკაციაზე წამოეგო და მანქანა გააჩერეს. მანქანაში მჯდომმა ოსმა თავისი მეგობრებიც მოკლა. სროლის დროს ჩვენი პოლიციელიც დაიღუპა. ერთ-ერთი გარდაცვლილი იყო გვარად ყოჩიევი. ეს ამბავი ისე გახმაურდა, რომ თითქოს ქართველებმა დახოცეს ოთხივე ოსი. სწორედ ამის შემდეგ გაიტაცეს ჩემი შვილი და მისი მეგობრები. თავიდან მიზეზი ეს გვეგონა, მაგრამ მერე გავიგე, რომ თურმე, 7 ივნისს ჩემს შვილს ერთ-ერთი „ჩამშვები” უნდა გაეშიფრა, ვინც ოსებსა და ქართველებს შორის სიტუაციას ძაბავდა. ეს რომ არ მომხდარიყო და მისი ვინაობა არ გამჟღავნებულიყო, ამიტომ გაიტაცეს ჰამლეტი.

– როგორ დაიბრუნეთ მისი ცხედარი?

– ცხედარი კი არ იყო, ძვლებს ჩავაცვით სამოსი... თავიდან მოხერხილი ფეხი გამოგვიგზავნეს, მე ვერ შევძელი ჩემი შვილის ფეხის ნახვა... უფროსმა შვილმა ამოიცნო თითებით, ფეხსაცმელიც იცნო. ბავშვობაში ვაშლის ხიდან იყო ჩამოვარდნილი და ფეხებში რკინის ხამუტები ჰქონდა ჩადგმული... ექვსი თვე ვეძებდით ჩემი შვილის ცხედარს, კულახმეტოვმა ჩემი უფროსი შვილი მიიყვანა იმ ადამიანის საფლავზე, ვინც ოსებმა მოკლეს. მისი შვილი ემუქრებოდა ქართველებს შურისძიებით. ლევანმა იმ კაცს სანთელი დაუნთო საფლავზე, მერე, როცა მის შვილს შეხვდა, მას უკითხავს: შენ აანთე სანთელი მამაჩემის საფლავზეო. ლევანი დასთანხმებია: მკვდარი ყველა თანაბარია და მე, როგორც ქრისტიანს, სხვანაირად მოქცევა არ შემეძლოო. ამან აბსოლუტურად შეცვალა ის კაცი და გვითხრა: ჰამლეტი არ მომიკლავს, ცოცხალი გავუშვით აქედანო. ეს რომ გავიგე, ვთქვი: რადგან ის სამი ბიჭი მოკლეს, არც ჩემი შვილი მინდა-მეთქი ცოცხალი, თურმე ისიც მკვდარი ყოფილა. როგორც მერე გავიგე, ჰამლეტს თურმე ცოცხლად უშვებდნენ. ოსებს უცვნიათ, ერთ-ერთს უთქვამს: ეს ბიჭი რომ მოვკლათ, ოსები არ გვაპატიებენ ამასო. მერე ჰამლეტს უთქვამს: მეც მომკალით, უკან როგორ დავბრუნდე, ამათ პატრონებს რა ვუთხრაო? ერთ-ერთ ოსს, თურმე ავტომატში ეცა, ამ ძიძგილაობაში დაცხრილეს ჰამლეტი. მერე მისი ცხედარი იქ მიუტანიათ, სადაც მისი მეგობრები დამარხეს. ერთ-ერთი მათგანი ოსის საფლავზე მიუყვანიათ და იქ საფლავზე დაუკლავთ.

– ცნობილია, რომ შვილის ცხედრის დაბრუნებაში კოკოითი დაგეხმარათ, მართალია ეს?

– მართლაც ასე იყო, დიდხანს ვდიე ჩვენს ხელისუფლებას, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე მათთან. მერე გზებიც გადავკეტეთ, ვერც ამან გვიშველა. იმ პერიოდში დააბრუნებინა კოკოითმა პეტრიაშვილების ბავშვი ოსებს. ბოლოს მეც გადავწყვიტე კოკოითთან შეხვედრა. ჩვენ ნათესაური კავშირი გვაქვს და ვიფიქრე: იქნებ, დამეხმაროს მეთქი. რამდენიმე ადამიანი ჩავედით კოკოითთან, მასთან რომ შევედით, მან კარგად მიგვიღო. მე ვუთხარი: ჩვენს შვილებს საერთო სისხლი აქვთ. რაც მოხდა, მოხდა, დაე, ჩემი შვილი იყოს ბოლო მსხვერპლი ამ ომში, მაგრამ იმაში მაინც დაგვეხმარეთ, რომ შვილის საფლავი გვქონდეს-მეთქი. როცა ჰამლეტის მოკვეთილი ფეხი გამოგვიგზავნეს, ჩემს შვილს შესთავაზეს, გადავუღოთ ფოტოები და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რას აკეთებენ ეს ბარბაროსებიო. ლევანმა უარი თქვა ამაზე. რაც იყო იყო, რაღა საჭიროა, სიტუაციის დაძაბვა და არევაო. იმ შეხვედრაზე ისიც გვითხრა კოკოითმა: თქვენი უშიშროება თანამშრომლობს ჩემს ოპოზიციასთან და ისინი ერთად მიწყობენ ყველაფერსო. კოკოითი დაგვპირდა, სამი დღე მომეცით, მოვძებნი თქვენი შვილის გვამსო. სიტყვა შეასრულა კიდეც. თავისი ომონიც ჩართო. როგორც ვიცი, ჩვენი ბიჭების ცხედრების ძებნის დროს, მისი რამდენიმე ადამიანიც დაიჭრა. თუმცა, მისი საფლავი გასულ წელს ისევ დავკარგეთ.

– კოკოითთან როგორი ნათესაური კავშირი გაქვთ?

– ჩემი ბიძაშვილი მარინა ოთანაშვილი იყო მისი პირველი ცოლი. მე ცხინვალში დავიბადე, პაპაჩემს იქ მამულები ჰქონდა. ოსების ჩამოსახლება რომ დაიწყო, ძალიან შეგვავიწროვეს ქართველები. ცხინვალის პირველი სკოლა დავამთავრე, ლენინის ქუჩაზე ვცხოვრობდით. ჩვენი სახლის უკან იყო ჩვენი ბიძაშვილების სახლი. ჩემი ბიძა, მარინას მამა, სამხედრო მოსამსახურე იყო. ლენინგრადში მუშაობდა. იქ გაიცნო მარინას დედა. ოთხი წლის იყო ბავშვი, როცა ცოლ-ქმარი ვეღარ მორიგდნენ, დედამ ბავშვი ცხინვალში ჩამოიყვანა და ბიძაჩემის ოჯახს მიუგდო გასაზრდელად. მარინა მამამ და ბებია-პაპამ გაზარდეს. შავტუხა გოგო იყო, დაბალი ტანის, მაგრამ ძალიან ლამაზი. მე მასზე უფროსი ვიყავი, ჩემი ძმა და მარინა კი სულ ერთად იზრდებოდნენ, ერთად თამაშობდნენ ხოლმე. მარინა ნიჭიერი გოგო იყო, კარგად სწავლობდა, რუსულ სკოლაში დადიოდა, ბებია სომეხი ჰყავდა, მაგრამ სახლში სულ ქართულად ლაპარაკობდნენ. მერე უმაღლესში ჩააბარა. როცა კოკოითზე გათხოვდა, მაშინ ის სპორტსმენი იყო. 20-25 წლისანი იყვნენ. ერთხანს თბილისშიც ცხოვრობდნენ, როცა კოკოითი აქ სპორტს მისდევდა.

– რატომ დაცილდა ცოლ-ქმარი ერთმანეთს?

– როგორც ამბობენ, ერთმანეთს ვერ შეეწყვნენ. ამ ქორწინებიდან ერთი შვილი დარჩათ. როგორც ვიცი, კოკოითი მას მამობას უწევს. ასწავლა კიდეც, თავისთანაც ამუშავებდა. 17 წლის არის ის ბიჭი. როცა ერთმანეთს დაშორდნენ, მარინა მამის სახლში გადავიდა, რამდენიმე წლის მერე კი სანკტ-პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად და დღემდე იქ ცხოვრობს. კოკოითმა მეორე ცოლი მოიყვანა და მასთანაც ორი ბიჭი ჰყავს. უფროსი შვილი ხან დედასთანაა, ხან კი – მამასთან. ყოფილ ცოლ-ქმარს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს, მაგრამ კოკოითი ბიჭს მამობას უწევს. სხვათა შორის, ცხინვალში მარინას ბინას კოკოითის მამა ეპატრონება, მაგრამ როგორც ვიცი, ის სახლიც გაძარცვეს ოსებმა და ბევრი რამე მოიპარეს კიდეც. კოკოითმა ყოფილი ცოლის სახლის ბოლომდე დაცვა ვერ შეძლო.



თამუნა ნიჟარაძე


скачать dle 11.3