კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პანკრეატიტის მკურნალობის დროს მინერალური წყალი სვით



ნონა დათეშიძე



ალკოჰოლური სასმელების დიდი რაოდენობით მოხმარება და გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედება პანკრეატიტის დაავადების განვითარებას უწყობს ხელს. ყოველდღიურად ორასი გრამი ალკოჰოლის ან ორი ლიტრი ლუდის დალევაც კუჭქვეშა ჯირკვლის ჰისტოლოგიურ ცვლილებებს იწვევს.

ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ ფაქტორსაც.

მწვავე პანკრეატიტი მწვავე ანთებითი პროცესია, რომელიც ჯირკვლის ქსოვილის თვითმონელებითაა განპირობებული. ის ვლინდება ჯირკვლის და ირგვლივ მდებარე ქსოვილის შეშუპებით, მძიმე ფორმის დროს კი პარენქიმის ნეკროზით, სისხლჩაქცევებითა და პერიპანკრეასული ქსოვილის ნეკროზით.

მწვავე პანკრეატიტს მკვეთრი, უეცარი ტკივილი ახასიათებს, რასაც ღებინებაც ახლავს თან. ტკივილი შეიძლება, იყოს შეტევითი ან მუდმივი ხასიათის. ამ დროს არ არის გამორიცხული, გამოვლინდეს სიყვითლე და ციანოზი.

პანკრეასი საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯირკვალია, რომელიც პანკრეასის წვენს გამოიმუშავებს და იმავდროულად, ენდოკრინულ ფუნქციასაც ასრულებს. კუჭქვეშა ჯირკვლის პარენქიმის დიდი ნაწილი საკვების მონელებისთვის აუცილებელ ფერმენტებს გამოიმუშავებს.

პანკრეატიტი კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებად-დისტროფიული დაავადებაა. ის პანკრეასის სადინარების გამავლობის დარღვევით, პარენქიმის სკლეროზით, ჯირკვლის და ენდოკრინული ფუნქციის დარღვევით ხასიათდება.

ქრონიკული პანკრეატიტი ანთებითი დაავადებაა. ის სხვადასხვა სახის ფუნქციური უკმარისობით ვლინდება და შემდეგ ხანგრძლივად პროგრესირებს. ახასიათებს მარცხენა ფერდქვეშ ტკივილი. ეს ტკივილი ხშირ შემთხვევაში ბეჭებისკენ გადაეცემა. ხშირად კი, ეს ტკივილი ჭარბი რაოდენობით ცხიმიანი საკვების, ზედმეტი დოზით ალკოჰოლის მიღების დროს ვლინდება ან მშიერ კუჭზე საჭმლის მიღებიდან რამდენიმე საათში იჩენს თავს.

პანკრეატიტის მკურნალობისთვის და პროფილაქტიკისთვის კარგია „ნაბეღლავის“ ან „ბორჯომის“ სმა. აუცილებელია, ასევე, სწორი რეჟიმის დაცვა, კვების მოწესრიგება, ალკოჰოლისგან თავის შეკავება.


скачать dle 11.3