კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები


კითხვა: ჩავიტარე გამოკვლევები A, B, C ჰეპატიტზე და არც ერთი არ აღმომაჩნდა. მიუხედავად ამისა, ღვიძლი და ელენთა გადიდებული მაქვს, ნაღვლის ბუშტში მაქვს 2,6-მილიმეტრიანი ქვა. იქნებ გამარკვიოთ, რამ გამოიწვია ღვიძლის გადიდება და როგორ მოვიქცე?

პასუხი: ღვიძლისა და ელენთის გადიდება ყოველთვის მწვავე ვირუსული ჰეპატიტით არ გახლავთ გამოწვეული. ეს სინდრომი, შესაძლოა, გამოიწვიოს სხვა პათოლოგიებმაც: ქრონიკულმა ჰეპატიტმა, ღვიძლის გაცხიმოვნებამ, ციროზმა, ალკოჰოლურმა და წამლისმიერმა ჰეპატიტმა, სისხლის ზოგიერთმა დაავადებამ. დიაგნოზი უნდა დაზუსტდეს, რისთვისაც აუცილებელია სისხლის საერთო ანალიზისა და ღვიძლის ფუნქციური სინჯების ჩატარება.

კითხვა: ვარ 14 წლის გოგონა, მაქვს ჭარბთმიანობა, რომელიც დედაჩემისგან მერგო გენეტიკურად. თმა საკმაოდ მაქვს ტანზეც, რაც ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის. იქნებ, არსებობს საშუალება, რომლის წასმის შედეგადაც თმა თავისით დაიწყებს ცვენას?

პასუხი: თქვენ უნდა მიმართოთ გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგს, რადგან ასეთი თმიანობა ქალებში მამაკაცური ჰორმონების ჭარბ გამოყოფასა და ქალური ჰორმონების დეფიციტს უკავშირდება. ვიდრე ორგანიზმში ჰორმონული ბალანსი არ მოწესრიგდება, თმიანობა არ მოიკლებს.

კითხვა: ვარ 60 წლის ქალი. უკვე 5 თვეა, მაქვს საჯდომი ნერვის ანთება. დავლიე წამლები, გავიკეთე ფლექსენის 5 ნემსიც, მაგრამ ტკივილი არ ცხრება. მაინტერესებს, რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ამ დაავადებას, თუ ექიმთან ვერ მივედი და სათანადო მკურნალობა ვერ ჩავიტარე? 5 თვის განმავლობაში ტკივილი მხოლოდ ერთ კიდურში ვრცელდება და არ იმატებს.

პასუხი: გართულება შეიძლება გამოიწვიოს არა ნერვის ანთებამ, არამედ იმ მიზეზმა, რომელმაც ანთების პროვოცირება მოახდინა. თუ ასეთი მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ნერვზე ზეწოლას ახდენს ხერხემლის დისკი ან სხვა წარმონაქმნი. თუ ტკივილის მიზეზი დისკოზია, უნდა გაირკვეს, ხომ არ აქვს ადგილი ზურგის ტვინის კომპრესიას. მისი ნიშნებია: ქვედა კიდურების დაბუჟება და კუნთების სისუსტე. თუ ამ სიმპტომებსაც უჩივით, ნეიროქირურგის ჩარევა დაგჭირდებათ.

კითხვა: ვარ 53 წლის. ვატყობ, რომ ზოგჯერ მეხსიერება მღალატობს. გთხოვთ, მირჩიოთ, რომელი პროდუქტები და ხილი გამოვიყენო საკვებად?

პასუხი: მეხსიერების გაუმჯობესების მიზნით გირჩევთ, მიიღოთ თაფლი და ნიგოზი, რომლებიც აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, არეგულირებს ტვინის სისხლმომარაგებას, აფერხებს ნერვული სისტემის დაბერებას. თქვენს ასაკში სასარგებლოა ხილი და ბოსტნეული.

კითხვა: მაქვს მშფოთვარე სიზმრები, გაღვიძებული ვნერვიულობ და შიში მიპყრობს. რა შეიძლება მეშველოს?

პასუხი: ნერვული სისტემის დამშვიდება მოგიხსნით ამ პრობლემებს. გირჩევთ, მიმართოთ ნევროლოგს, რომელიც დაგინიშნავთ მკურნალობის კურსს.

კითხვა: პრეპარატ ტრავისილის აბების წუწნისას მეწყება ცემინება. ვარ ალერგიული. მაინტერესებს, რომელი კომპონენტი შეიძლება იყოს ალერგენი და ნიშნავს თუ არა ეს მედიკამენტურ ალერგიას?

პასუხი: ტრავისილი გახლავთ მცენარეული პრეპარატი და მასში შემავალი ყველა კომპონენტი ბუნებრივი წარმოშობისაა. ასე რომ, თუ ამ პრეპარატზე ალერგიული რეაქცია გაქვთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ გაქვთ პოლინოზი. რომელი კომპონენტი იწვევს ალერგიას, ამის დადგენა სპეციალური სინჯებით შეიძლება. გირჩევთ, უარი თქვათ იმ წამლებზე, რომლებზეც ასეთი რეაქცია გაქვთ.

კითხვა: 4 თვეა, 9 წლის გოგონას, პერიოდული სურდო აწუხებს. ერთი დღის განმავლობაში გაგუდულია და ცხვირიდან გამონადენი აქვს, მერე კი 3-4 დღე თავს კარგად გრძნობს. გთხოვთ, ამიხსნათ, ეს რეაქციაა თუ სასუნთქი გზების ანთებითი პროცესი?

პასუხი: ასეთი პერიოდული, ხანმოკლე სურდო ზაფხულში ალერგიული ხასიათისაა. ალერგენი შეიძლება იყოს საკვები, ყვავილები, მატყლი, ბუმბული. გირჩევთ, ეწვიოთ ალერგოლოგს, რათა დაადგინოთ ალერგიის კონკრეტული მიზეზი, შემდეგ კი მოარიდოთ ბავშვი გამაღიზიანებელ ფაქტორებს.

კითხვა: რა იწვევს ხელების კანკალს და როგორ ვუმკურნალოთ მას?

პასუხი: ხელების კანკალის მიზეზი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ნევროზიც, თირეოტოქსიკოზიც, ალკოჰოლური ინტოქსიკაციაც. გარდა ამისა, ხელების კანკალი საკმაოდ გახშირებული პარკინსონის დაავადებისა და სინდრომის ერთ-ერთი სიმპტომიც გახლავთ. პირველ ყოვლისა, უნდა ჩაიტაროთ სამედიცინო გამოკვლევა.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

კახა ჯანაშია


скачать dle 11.3