კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენ კატეგორიად იყოფიან მოღალატე კაცები და ვინ უფრო ებმება სიყვარულის მახეში


ღალატი ცოლქმრულ ურთიერთობაში, დღეს უკვე იშვიათობა აღარაა. საზოგადოება თითქოს შეეჩვია კიდეც ამას და ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. როცა გიყვარს, შენი პარტნიორი მთელი სამყაროა შენთვის. მაგრამ, ხშირად აღფრთოვანება ნელ-ნელა ქრება. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როცა წყვილი ერთ ჭერქვეშ იწყებს ცხოვრებას. ვნება ცხრება, გრძნობები „მშვიდდება“ და ერთბაშად აღმოაჩენ, რომ ის, ვინც იდეალური გეგონა, სულაც არ ყოფილა ასეთი. რას ეძებს მამაკაცი სხვა ქალის მკლავებში?! – სიყვარულს, გაგებას, მის ისეთად მიღებას, როგორიც არის, თუ ეს, უბრალოდ, მამაკაცების „ჰობია“ – უღალატონ მეუღლეს. საერთოდ, გავრცელებული მოსაზრებით, მამაკაცები უფრო ხშირად ღალატობენ ცოლებს, ვიდრე ცოლები – ქმრებს. მაგრამ, ბოლო დროის სტატისტიკას თუ ვენდობით, ამ მიმართულებით ძალიან გააქტიურდა მშვენიერი სქესიც და ლამის, მამაკაცები უკან ჩამოიტოვონ.

რა თქმა უნდა, არსებობენ მამაკაცები, რომლებიც მთლიანად საკუთარ ფიზიოლოგიაზე არიან კონცენტრირებულები, ეროტიკული იმპულსები მათზე ისეთ ძლიერ ზეგავლენას ახდენს, ვეღარ უფიქრდებიან, უფრო სწორად, ვეღარ აკონტროლებენ საკუთარ საქციელს. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, მამაკაცებს შორის გამოარჩიო სწორედ ეს ტიპაჟი და მისგან შორს დაიჭირო თავი. მით უმეტეს, როცა შეყვარებული ხარ.



მარიკა (28 წლის): ალბათ, მე არ ვარ გამონაკლისი და ბევრი ქალია ჩემს მდგომარეობაში. მათგან იმით განვსხვავდები, რომ გავბედე, ხმამაღლა მელაპარაკა ამაზე. ხშირად გამიგია, უთქვამთ, ქალს თუ არ უნდა, არ მოტყუვდებაო. ისე კარგად მოტყუვდები, უკან რომ მოიხედავ, გვიანია, უკვე – გიყვარს, მის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოგიდგენია, არავინ და აღარაფერი გინდა და მარტო მას ხედავ... ერთი სიტყვით, სიყვარულს პრობლემების მეტი არაფერი მოაქვს.

– სიყვარულის გარეშეც ხომ არ არის ბედნიერება?!

– გააჩნია, ვისთვის რა არის ბედნიერება. ჩემთვის ბედნიერება ასოცირდება სტაბილურ ოჯახთან, ერთგულ, საყვარელ ქმართან და მისგან შეძენილ შვილებთან. სიყვარულმა კი მსგავსი ვერაფერი მომიტანა. სამაგიეროდ, ცრემლი და ტკივილი გამოულევლად მაქვს იმ დღის შემდეგ, რაც შევიყვარე. შეიძლება ითქვას, რომ ორივე ფეხით გავები სასიყვარულო მახეში. სამწუხაროა, რომ არ არსებობს თავდაცვის მექანიზმი, რომელიც შეცდომებისგან დაგვიცავდა. მაშინ უფრო ადვილი იქნებოდა ცხოვრება. ყოველ შემთხვევაში, ასე ძალიან არ დავზარალდებოდი სიყვარულისგან. სულ ვფიქრობ, ეს რატომ დამემართა-მეთქი და პასუხს ვერ ვპოულობ. იქნებ, ყველაფერში დამნაშავე ჩემი არასრულფასოვნების კომპლექსია. ახლავე გეტყვით, რას ვგულისხმობ ამ „არასრულფასოვნების კომპლექსში“. რაც გავიზარდე, სულ იმას ვფიქრობდი, არ მქონდა ისეთი გარეგნობა, კაცებს რომ მოვწონებოდი.

– ეს მხოლოდ თქვენი სუბიექტური აზრი იყო თუ ვინმესგან გრძნობდით ამას?

– რა არის, იცით? შემიძლია, ვთქვა, რომ ვგრძნობდი კიდეც. არ ვიყავი მამაკაცების ყურადღებით განებივრებული. როცა მეგობრებთან ერთად ვიყავი სადმე, იმათ ყოველთვის გამოუჩნდებოდათ ხოლმე ვიღაც, თაყვანისმცემელს ვგულისხმობ. მე ვრჩებოდი გარიყული, განდეგილივით, ძალიან მტკიოდა გული ამის გამო. ვფიქრობდი, განა, რა მჭირს ამისთანა, ერთ კაცს რომ არ გაუჩნდა ჩემი სახლში გაცილებისა და კოცნის სურვილი-მეთქი. ვერ ვიტყვი, რომ არ მშურდა ჩემი მეგობრების. გინდ „თეთრი შური“ დაარქვით ამას, გინდ – „შავი შური“. ნებისმიერი ქალი ჩემს ადგილას სწორედ ამასვე იგრძნობდა. საშინელებაა, როცა ხედავ, როგორ ევლებიან თავს და ანებივრებენ შენს მეგობრებს, შენ კი ხარ საწყლად, თითქოს სხვა სქესის იყო. არადა, ხომ მიყურებთ, რაც ვარ... ბედი უნდა ყველაფერს, თორემ მახინჯები უყვარდებათ. იმედი მქონდა გადაწურული, რომ საერთოდ სიყვარული მეღირსებოდა.

– ძალიან რთული სიტუაცია გქონიათ.

– დიახ. თქვენ, ალბათ, ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც გულისხმობთ. სერიოზული პრობლემები მქონდა. ეს იყო იმის მიზეზი, რომ თვალები დამიბრმავდა და სმენა დამეხშო. ჯერ ისედაც ძალიან ძნელია, გაიცნო მამაკაცი. შეიძლება, მე არ მაქვს ამისი ნიჭი, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ თუ ნაძირალას გადააწყდი, როგორი ჭკვიანი და დაკვირვებულიც უნდა იყო, მაინც მოტყუვდები.

– ანუ, უნდა გაგიმართლოს?

– რა თქმა უნდა. იღბალი უნდა გქონდეს, აუცილებლად. ისე არაფერი გამოვა და ნუ დაარქმევთ ამას ცრურწმენას. მიმოიხედეთ გარშემო და მიხვდებით, რომ სიმართლეს ვამბობ. ხომ გინახავთ, არაფრით გამორჩეული ქალები, ქმრები ხელისგულზე რომ ატარებენ. ხომ გიკითხავთ საკუთარი თავისთვის, ამისთანა რა აქვს ამ ქალს, რომ ირევა ეს კაცი მისთვისო... იღბლიანია და ეს არის სულ. რამდენი მართლა არაჩვეულებრივი ქალია, საკუთარ თავს არ ვგულისხმობ, რომელსაც ცხოვრება კოშმარად აქვს გადაქცეული. რატომ ხდება ასე? – იმიტომ, რომ ერთს აქვს ბედი, მეორეს – არა. თითქოს მარტივია ეს ყველაფერი, მაგრამ არავის ვუსურვებ, ბედმა ზურგი შეაქციოს. იღბალი უნდა დაგყვეს და ის დაგანახვებს მამაკაცის ჭეშმარიტ სახეს. ისე, პრაქტიკულად, შეუძლებელია, გეუბნებით, მთავარია, კაცმა არ მოინდომოს შენი მოტყუება, თორემ ნამდვილად არ გაუჭირდება.

– ქალსაც ხომ შეუძლია, სწორედ ასეთივე წარმატებით მოატყუოს კაცი?

– შეუძლია. მე არ ვამტკიცებ, რომ ქალს არ შეუძლია კაცის მოტყუება. იმდენი მოტყუებული კაცი მინახავს, რამდენიც გინდა. ჩემს ახლობლებშიც საკმარისზე მეტნი არიან. არ ტყუვდება ქალი, რომელსაც არ უყვარს – „ცივი“ გონებით არჩევს პარტნიორს და ისიც ზუსტად იცის, მისგან რა უნდა. მე კი „დავხამდი“ და გავები კიდეც. გული მისკდება, როცა მახსენდება, რა ხანმოკლე გამოდგა ჩემი ბედნიერება. ცაში ავფრინდი და მერე ისე მწარედ დავენარცხე მიწაზე, კიდევ დიდხანს ვერ გამოვალ ამ შოკიდან. არადა, არასოდეს ვყოფილვარ ილუზიებს აყოლილი. ყოველთვის რეალურად ვაფასებდი სიტუაციასაც და საკუთარ შესაძლებლობებსაც. იქამდე ვიყავი მისული, რომ ვფიქრობდი, როცა იქნება, გამირიგებენ ვინმეს, ჩემსავით შეუმჩნეველს და ყველასგან დაწუნებულს, ვიცხოვრებ მასთან მშვიდად-მეთქი.

– ძალიან ადრე გადაგიწურავთ იმედი, რომ ერთ დღეს თქვენს კარზეც მოაკაკუნებდა სიყვარული.

– ხომ გითხარით, ჩემს შესაძლებლობებს რეალურად ვაფასებდი-მეთქი. ის „ტიპი“ რომ გავიცანი, არ მინდა საერთოდ სახელი ვუწოდო, თუნდაც მოგონილი, იმიტომ რომ მას უკვე აღარ მივიჩნევ ადამიანად, ის „ტიპი“ რომ გავიცანი, თავიდანვე წარმოუდგენლად მომეჩვენა ჩვენი სიახლოვე.

– რატომ?

– მისი გარეგნობის გამო. მართლა ძალიან მიმზიდველი და ეფექტური მამაკაცი იყო. გულში წამითაც არ გამივლია, რომ რამე შანსი მქონდა მასთან. შარშან ზაფხულს დაიწყო ეს ყველაფერი და ჭრილობა ჯერ კიდევ არ მაქვს მოშუშებული. ორ დაქალთან ერთად ზღვაზე ვისვენებდი. ერთი გათხოვილია. არავის განვიკითხავ, მით უმეტეს საკუთარ დაქალს, მაგრამ უნდა გენახათ, როგორ აქტიურად ფლირტაობდა ახალგაზრდა ბიჭებთან. რომ ვკითხე, ამას რატომ აკეთებ-მეთქი, ვერთობიო. ამ „გართობით“ გაიცნო „ისიც“.

– ანუ კაცი, რომელიც თქვენ შეგიყვარდათ.

– დიახ. კაცი, რომელიც მე თავდავიწყებით შემიყვარდა. ჯერ მეცინებოდა, როცა ჩემ მიმართ ყურადღებას იჩენდა. სერიოზულად არ აღვიქვამდი. ასეთ მაგარ „ტიპს“ მე რატომ მოვეწონები, როცა ორი „კრასავიცა“ აგერ ჰყავს-მეთქი. ჩემი ორივე დაქალი მართლა მაგარი „ნაშაა“, მაგრამ „ჩაიციკლა“ ჩემზე. გასაქანი აღარ მომცა. იმათ ზედ არ უყურებდა. სულ მე დამტრიალებდა. ჰოდა, მეც ვეღარ გავუძელი. იცით, რას ნიშნავს ოცდაშვიდ წლამდე ერთი თაყვანისმცემელიც რომ არასოდეს გყოლია და მერე უცებ, ასეთი მამაკაცი გეუბნება, ჩემი ოცნების ქალი ხარო?

– ასე მარტივად დაუჯერეთ?

– არა. „ასე მარტივად“ არ დავუჯერე. ძალიან დიდხანს ვუყურებდი ეჭვით, ისე დიდხანს, რომ დავიღალე კიდეც ამდენი დაძაბულობით. ჩემი დაქალები მეუბნებოდნენ, აფრენო.

– რადგან მისი სიყვარულის არ გჯეროდათ?

– დიახ. მოეშვი და მიენდე ბედს. შენ იმდენი ღირსებები გაქვს, ისეთი ქალური ხარ, სულ არ გვიკვირს, თუ მართლა მოეწონეო. ნუ ფიქრობ იმაზე, რომ აქამდე არავისთან არაფერი გქონია. მამაკაცებს ყოველთვის ლამაზები არ ხიბლავთ. ეტყობა, დაინახა შენში რაღაც განსაკუთრებული და მიზიდულობის კანონიც ამოქმედდაო. მე მაინც ვყოყმანობდი, მაგრამ „იმას“ ვხვდებოდი. სანაპიროზე დიდხანს ვსეირნობდით და ბევრ რამეზე ვლაპარაკობდით. იმის ნიჭი ნამდვილად ჰქონდა, ლაპარაკით გავებრუებინე ისეთ რაღაცეებს მიყვებოდა თავის ცხოვრებაზე.

– მაგალითად...

– მაგალითად, როგორ არ გაუმართლა, როგორ არავინ შეხვდა ისეთი, ვინც მას გაუგებდა. ცოტა მძიმე ხასიათი მაქვს, როცა ვინმე მიყვარს, მისგანაც დიდ სიყვარულსა და ერთგულებას ვითხოვ. ყველა ქალს არ შეუძლია ამის მოცემა. ვერც ჭირვეულებს და საჩუქრებზე დახამებულებს ვიტან. ძუნწი კი არ ვარ, უბრალოდ, ვერ ვიტან, როცა „ნაგლად“ ითხოვენ ჩემგან რამესო. ანუ, შენში ვიპოვე ის, ვისაც ვეძებდიო... ქვის და რკინის არ ვიყავი და ვეღარ გავუძელი. სამი თვე ვხვდებოდით ერთმანეთს. ჩვენი რომანი შვებულების შემდეგაც გაგრძელდა. მასზე თითქმის არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რომ რაიონიდან იყო და ბინას ქირაობდა. არ ულხინდა ცხოვრება. მე არ მეწუწუნებოდა, მაგრამ ძალიან მოხერხებულად მაგრძნობინებდა იმას, რომ ფული არ ჰქონდა.

– მოხერხებულად, როგორ?

– მაგალითად, ასეთი ფრაზებით: იმდენი რამე მინდა გიყიდო, როდის შევძლებ ამას. ნერვები მეშლება, როცა კინოშიც ვერ გპატიჟებო. ან მაგალითად: „მიტყდება“ შენთან ერთად შენს მეგობრებთან წამოსვლა, ჩემი ჩაცმულობის მრცხვენიაო.

– შეძლებული მეგობრები გყავთ?

– მოდი, ასე ვთქვათ: არ უჭირთ. კარგი ტანსაცმელი მათთვის პრობლემა არ არის. ეს რომ მითხრა, მე რა გავაკეთე? – დავიწყე მისთვის ტანსაცმლის და ხარისხიანი ნივთების, ძვირფასი აქსესუარების ყიდვა. როგორ მასულელებდა, კიდევ სახვეწად რომ მიხდიდა საქმეს... ვითომ რცხვენოდა, ვითომ არ უნდოდა ამ საჩუქრების აღება. მე სულელიც ვემუდარებოდი, უარი არ ეთქვა. საკმაოდ კარგად შევუვსე გარდერობი. მერე ჩემი ოჯახის წევრებიც გავაცანი. ვგიჟდები, როცა ვფიქრობ, როგორ უსინდისოდ მოვიდა ჩემებთან გამზადებული სასიძოსავით. საერთოდ არ შერცხვა. მოღალატე კაცი როგორ არ მინახავს და ღალატის შესახებაც როგორ არ გამიგია, მაგრამ ახლა უკვე ვიცი, რომ მოღალატე მამაკაცებიც იყოფიან კატეგორიებად. მათ შორის დიდი სხვაობაა. მაგალითად, ზოგიერთი კაცი „პო პრივიჩკე“ ღალატობს ცოლს, მის მიტოვებას საერთოდ არ ფიქრობს და სხვა ქალი სერიოზულად არასდროს დააინტერესებს, იმიტომ რომ რეალურად ცოლი უყვარს; მეორე ტიპის მოღალატე კაცები თავს კომფორტულად გრძნობენ, როცა ცოლებიც ჰყავთ და საყვარლებიც. მე მაინცდამაინც მესამე ტიპი შემხვდა.

– მესამე ტიპი როგორია?

– ნაძირალა! სხვას ვერაფერს ვუწოდებ კაცს, რომელსაც ცოლიც მიტოვებული ჰყავს, შვილიც და ცოლის მეგობრებისგან გამოცინცლულ-გამოძალული თანხებით ცხოვრობს. მერე სხვა ქალთან აბამს ურთიერთობას, რომ იმისგანაც სარგებელი ნახოს. რაები იკადრა, რომ ვიხსენებ, მისი მოკვლა მინდა. შვიდი თვე იყო ჩემი „ქმარი“. ქმარს ბრჭყალებში იმიტომ ვამბობ, რომ ოფიციალური ცოლი ჰყავდა და ჩვენი ურთიერთობა გულისამრევი ფარსი უფრო იყო. სამწუხაროდ, ეს ძალიან გვიან გავიგე... რამდენიმე თვე კი დავფრინავდი ცაში მე სულელი და ჩერჩეტი, თავი მოვიჭერი. მასთან გადავედი საცხოვრებლად და ბინის ქირას ჩემი ძმა გვიხდიდა. ორი თვის შემდეგ კი, საერთოდ დაგვიგირავეს ბინა და სიძედაც მიიღეს. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, როცა ერთ დღეს დამირეკა ქალმა და მითხრა, რომ მის ქმართან ვცხოვრობდი. მეგონა, ვიღაც ბოროტად მეხუმრებოდა.

– ერთად რომ ცხოვრობდით, თვითონ ხარჯავდა ფულს? ანუ, გრძნობდით, რომ გვერდით მამაკაცი გყავდათ?

– რა არის, იცით? მე იმდენად ვიყავი შეყვარებული, რომ რეალობას ძალიან მოვწყდი. ვერ შევაფასე ობიექტურად მისი პიროვნება. იმიტომ გითხარით, სიყვარულმა მაგარ მახეში გამაბა-მეთქი. მე რომ ასეთი შეყვარებული არ ვყოფილიყავი, ხომ არ დავიბრმავებდი თვალებს და ცოტა გამოვფხიზლდებოდი. „იმას“ რომ ვუთხარი, ამ ზარის შესახებ, ისე გაიცინა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. მყავდა ცოლი და დავშორდი. მერე რა მოხდა. მასთან აღარაფერი მაკავშირებს. ახლა შენთან მინდა ცხოვრებაო. უცებ, თითქოს სახიდან ნიღაბი ჩამოეხსნა. რაღაც არ მომეწონა მის სიტყვებში, მის კილოში. თითქოს შემეშინდა კიდეც და მეორე დღეს ჩუმად დავურეკე იმ ქალს. მერე შევხვდი. ისეთი ამბავი მომიყვა, ლამის გავგიჟდი. მითხრა, შენ მერამდენე ხარ, სათვალავი ამერია. ასე ცხოვრობს ქალებთან, სანამ არ მოსწყინდება, ან უკეთესი ვარიანტი არ გამოუჩნდება. მის „ცოლს“ აუცილებლად შეძლებული სამეგობრო უნდა ჰყავდეს და ძლიერი ოჯახიც ჰქონდეს, რომ არაფერი გაუჭირვონო. მაშინ დავფიქრდი, რომ ფაქტობრივად, ჩემს ხარჯზე ცხოვრობდა. უმნიშვნელო ხარჯი ჰქონდა და იმაშიც იმ ფულს ხარჯავდა, ზოგჯერ მე რომ ვაძლევდი.

– რისთვის აძლევდით?

– საყოფაცხოვრებო ნივთების ან პროდუქტის საყიდლად, მაგრამ ზოგჯერ არ მოჰქონდა, მეუბნებოდა, დამავიწყდაო. უკან ხომ არ გამოვართმევდი ფულს. ისიც იტოვებდა. ჩემი მანქანით დადიოდა. ალბათ, სხვა ქალებშიც კარგად ერთობოდა. როგორც კი მე ეს ყველაფერი გავიგე და ჩვენ შორის, რბილად რომ ვთქვათ, უსიამოვნო საუბარი შედგა, მაშინვე წავიდა. დილით უკვე წასული იყო.

– სად წავიდა?

– ეყოლებოდა ვინმე „რეზერვში“. რომ დავურეკე, მითხრა, შენ ჩემი ღირსი არ ხარ. ვერ შემიფერე და ახლა ტყუილად ნუღარ მირეკავ, სულერთია, მაინც ვეღარ მომაბრუნებო. აი, ასე დასრულდა ჩემი სიყვარული. ცოტათი მაინც რომ მყვარებოდა საკუთარი თავი, ამ დღეში არ ჩავვარდებოდი.


скачать dle 11.3