თუთა ჩხეიძე მეორე შვილის დედა გახდა
რადიოსივრცეში ცნობილი ხმა, თუთა ჩხეიძე, მეორე შვილის დედა გახდა. მისი პირველი ქალიშვილი, ქეთო, ჯერ ორი წლისაც არ არის, ნენე კი სულ რამდენიმე დღისაა. თუთამ ჩაჩავას კლინიკაში იმშობიარა. პატარა ნენე 3 კილოგრამი და 51 სანტიმეტრი დაიბადა. თუთა ამჯერად ბავშვების გარემოცვაში ატარებს დროს, მალე კი რადიო „ფორტუნას“ ეთერში დაბრუნდება და თავის მსმენელს უკვე იქიდან შეეხმიანება. ჟურნალი „თბილისელები“ ულოცავს მას ნენეს დაბადებას და ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს.