ნინი შერმადინმა და მარკომეტრეველმა დუეტი ჩაწერეს
მომღერალი ნინი შერმადინი ზაფხულის გატარებას საქართველოში გეგმავს, ხოლო სექტემბრიდან საბერძნეთში გაემგზავრება, სადაც ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ნინი თბილისში დროს ტყუილად არ კარგავს და ნოდიკო ტატიშვილთან შესრულებული დუეტის შემდეგ კიდევ ერთი სიურპრიზი შესთავაზა მსმენელს – მან მორიგი დუეტი მარკო მეტრეველთან ჩაწერა, რომელიც რამდენიმე წელი საბერძნეთში მოღვაწეობდა და ამჯერად ქართული შოუ-ბიზნესის დაპყრობას გეგმავს. ნინისა და მარკოს სიმღერის პრემიერა რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში შედგა. სიმღერის „მოხვალ როდის“ მუსიკა მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის, ხოლო ტექსტი – ნანა ცინცაძეს. ჩაწერა შედგა „სანო სტუდიაში,“ არანჟირება კი ბორიკო შხიანმა გაუკეთა. სიმღერის გაჰიტების შემთხვევაში, ალბათ, მომღერლები კლიპის გადაღებაზეც იფიქრებენ და თავიანთ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ გაახარებენ.