კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან ერთად ცხოვრობს შორენა ბეგაშვილი და ვინ გამოიყვანა ის „პახმელიაზე“ ცოცხით



შორენა ბეგაშვილი: შეიძლება ვინმეს მართლა ჰგონია, რომ მსახიობებს, ან ლამაზ ქალებს საყოფაცხოვრებო პრობლემები არ გვაწუხებს, მაგრამ ნამდვილად არ არის ასე. (იცინის) მეტსაც გეტყვი, მე ორმაგად მაწუხებს, იმიტომ, რომ, შვილთან ერთად მარტო ვცხოვრობ და ქალიც მე ვარ და კაციც. სხვა საქმეა რამდენად ვახერხებ მათ მოგვარებას. საკუთარი ხელით რამეს შევაკეთებ-მეთქი, რომ გითხრა, მოგატყუებ. არ ვარ ხელმარჯვე. ერთხელ გადავედი ნაქირავებ ბინაში და ისეთი საშინელი ბინა იყო, მოვინდომე შპალერის გამოცვლა. სხვანაირად იქ ვერ ვიცხოვრებდი. ჩემმა დაქალებმა მითხრეს, ხელოსნებს ფული რატომ უნდა გადავუხადოთ, მოდი, ჩვენ თვითონ გავაკრათო. დამითანხმეს. მაგრამ, დავიწყეთ თუ არა საქმე, დამირეკეს პირველი არხიდან და გავიქეცი. როცა დავბრუნდი, დამთავრებული ჰქონდათ გაკვრა. ასე რომ, მე მონაწილეობა არ მიმიღია. სამაგიეროდ ისინი დავხოცე. (იცინის) ისეთი დაღლილები იყვნენ, ფეხზე ვეღარ დგებოდნენ.

– რითი გადაუხადე პატივისცემა?

– ფულით არა. (იცინის) კაფეში წავიყვანე და კარგი დრო გავატარეთ, მაგრამ იმ დღეს ვერ შეძლეს. მართლა არაფრის თავი არ ჰქონდათ.

– საქმე თუ გამოუვიდათ?

– არა უშავდა. ყოველ შემთხვევაში, იმას სჯობდა, რაც დამხვდა. ალაგ-ალაგ რაღაც ლაფსუსები იყო, მაგრამ შპალერი გაიკრა, თანაც ახალი. ვერ წარმოიდგენ, რა საშინელება იყო. მერე მუშაობაც დავიწყე და ბევრად უკეთეს ბინაში გადავედი.

– იქაც დაქალებს გააკვრევინე შპალერი?

– არა. არ დამჭირდა. ამჯერად გადარჩნენ კატორღულ შრომას.

– არის თუ არა, მამაკაცის ნაკლი, როცა მას არ შეუძლია, საკუთარი ხელით შეაკეთოს რაღაც?

– არა. ნაკლად ვერ ჩავუთვლი ამას. ყველა ხელმარჯვე ოსტატი ვერ იქნება. მამაჩემი საკუთარი ხელით ვერაფერს აკეთებდა, არაფერი ეხერხებოდა, მაგრამ პრობლემას ისე მოაგვარებდა, შენ ვერაფერს გაიგებდი. ყოველთვის წესრიგი იყო სახლში. ჩემი აზრით, სწორედ ამის ნიჭი უნდა ჰქონდეს მამაკაცს – სწრაფად და ადვილად მოაგვაროს პრობლემები. ანუ, თუ საკუთარი ხელით ვერ შეაკეთებს, ხელოსანი გამოიძახოს ოპერატიულად. როგორც მე ვიქცევი ხოლმე. ვერ შევეგუები უწესრიგობას. კომფორტისთვის ვარ დაბადებული. იმიტომ ვმუშაობ ბევრს და თავდაუზოგავად, რომ კომფორტში ვიცხოვრო. მეც შემიძლია წავიზარმაცო. საღამოს დავჯდე სახლში რბილად და თბილად, ტელევიზორის წინ ყავის ფინჯნით ხელში, მაგრამ ამას არ ვაკეთებ. იმიტომ, რომ მე და ჩემს შვილს კომფორტში ცხოვრება შეგვეძლოს. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ქალებს, რომლებიც სულ პირობების გაუმჯობესებას ცდილობენ და ამისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ.

– იცი ფულის ყადრი?

– საერთოდ ვიცი, მაგრამ მაქვს პერიოდები, როცა ეგოისტურად და ქარაფშუტულად ვიქცევი. ამ დროს შემიძლია, მთელი თვის ნაშრომი, რაღაც სისულელეში მივფლანგო. (იცინის) მაქვს რაღაც-რაღაც სისუსტეები. მაგალითად, ჩანთა, ფეხსაცმელი. მერე ყოველთვის ვნანობ ხოლმე. როცა გყავს შვილი, საკუთარ თავს ამის უფლება არ უნდა მისცე.

– ელიავას ბაზრობაზე ყოფილხარ?

– ელიავას ბაზრობა? მგონი ვყოფილვარ, მაგრამ რა მინდოდა, რისთვის ვიყავი არ მახსენდება. მგონი, ჩემს დაქალს გავყევი საღებავის ასარჩევად. მართლა არ მახსოვს ზუსტად. (იცინის).

– შენ ალბათ ყოველთვის გიკლებენ ფასებს.

– არა, არა პირიქით. რატომ ჰგონიათ, რომ ბევრი ფული მაქვს, ვერ გავიგე. ჰოლივუდში ხომ არ მიღებენ. არც ტანსაცმელზე, არც საკვებზე და საერთოდ არაფერზე არასდროს არ დაუკლიათ ერთი ლარიც კი. ტაქსის მძღოლებიც კი მეუბნებიან, შენ შვილო, იმდენი ფული გაქვსო. (იცინის) რა ვქნა ეგონოთ... არა უშავს.

– სილამაზე მაინც არ ჭრის მათზე? ამ კაცებს საერთოდ აღარაფერი შერჩათ რაინდული...

– ტაქსის მძღოლებს რომ არ შერჩათ, ფაქტია. (იცინის).

– სამზარეულოში შეიშვები?

– შევიშვები, მაგრამ არ მინდა. ძალიან არ მიყვარს კერძების კეთება. სამზარეულოს დანახვაზე მაჟრიალებს. კიდევ კარგი, რომ ჩემს შვილსაც ჩემნაირი გემოვნება აქვს. არ უყვარს ხორცი, პური და სერიოზული კერძები. ვერ წარმომიდგენია, ჩახოხბილი და ტოლმა როგორ უნდა მომემზადებინა. მაშინ ალბათ დამხმარეს აყვანა მომიწევდა. საბედნიეროდ, გამიმართლა. მეც და ჩემი შვილიც ბოსტნეულზე და ხილზე გადავდივართ. მარტივად და სწრაფად.

– რას ერჩი ბავშვს?

– (იცინის) არაფერს არ ვერჩი. მართლა არ უყვარს. ორი გოგო ვცხოვრობთ ერთად და ჩვენს გემოზე ვიკვებებით. მენიუც შესაბამისი გვაქვს. რა აუცილებელია ხორცის ჭამა. თევზი გვიყვარს, კიდევ ჩინური კერძები. იქ ქათმის ხორცსაც კი სხვა გემო აქვს. სალათებს ვაკეთებ ხოლმე. მაგალითად, გემრიელია სოკო, მოხარშული კარტოფილი, მჟავე კიტრი, მაიონეზი, მწვანე ხახვი და კამა. შეგიძლიათ მოამზადოთ. ისე სალათებს ყოველთვის ექსპრომტად ვაკეთებ. რა ინგრედიენტებიც მაქვს იმით.

– „ცხელი ხაზით“ სარგებლობ?

– არა. ნამდვილად არ შევუწუხებივარ ჯერ უწყლობას და უშუქობას. არ მქონია შემთხვევა, მთელი დღე სახლში ვყოფილიყავი და წყალი, ან შუქი გამორთულიყო.

– „პახმელიას“ როგორ შველი?

– მე იმდენს არ ვსვამ, რომ „პახმელიამ“ შემაწუხოს. თოთხმეტი წლის ვიყავი, როცა ერთადერთხელ ჩემს ცხოვრებაში დავლიე და სახლში მისული, ჩემს დას თავგამოდებული ვუმტკიცებდი, მთვრალი არ ვარ-მეთქი. კარგიო და თუ მთვრალი არ ხარ, აი, ცოცხი და დაგავეო. დამაჭერინა ცოცხი და დამაგვევინა ოთახი. საცოდავი სანახავი ვიყავი, ცოცხით ხელში. ფაშისტივით მოიქცა. „პახმელიაზეც“ გამოვედი.


скачать dle 11.3