კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენ ათას დოლარად გაიყიდა ბილ ქლინთონის საქსოფონი საქველმოქმედო აუქციონზე და რომელი ლესბოსელი ქალები მოაბრუნა მან ჰეტეროსექსუალიზმისკენ



ბილ ქლინთონის ხსენებისას 100-დან 99 შემთხვევაში, პირველი, რაც გახსენდება, არის მონიკა ლევინსკისთან დაკავშირებული გახმაურებული ისტორია, რომელმაც მისი პრეზიდენტობა თითქმის იმპიჩმენტამდე მიიყვანა. ბილ ქლინთონი 2 ვადის განმავლობაში მეთაურობდა პლანეტის ზესახელმწიფოდ წოდებულ ამერიკის შეერთებულ შტატებს. მრავალი ექსპერტი მის პრეზიდენტობას ჯონ კენედის მმართველობის ხანას ადარებდა, რადგან არც ერთი პრეზიდენტი, არც მანამდე და არც მას შემდეგ არ იყო მსგავსი სიხშირით გახვეული სექსუალურ სკანდალებში. რუბრიკაში სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების ექს-პრეზიდენტი ბილ ქლინთონია.

* უილიამ ჯეფერსონ ბლაით მესამე 19 აგვისტოს 1946 წელს დაიბადა არკანზასის შტატში, ქალაქ ჰოუფში. მამამისი კომივოიაჟერად მუშაობდა და ის ბილის დაბადებამდე სამი თვით ადრე, 17 მაისს ავტოავარიაში დაიღუპა. დედა ანესთეზიოლოგი იყო და შვილის დაბადების შემდეგ, ის მშობლებთან, ლუიზიანის შტატში, შრივპორტში გადავიდა საცხოვრებლად. აღსანიშნავია, რომ ვირჯინია კესიდი, უილიამ ბლაითის მეოთხე ცოლი იყო, ხოლო მამის წინა სამი ქორწინებებიდან ბილს და და ძმა ჰყავდა. ბილის აღზრდაზე ვირჯინიას მშობლები აგებდნენ პასუხს, რომელთაც სურსათის მაღაზია ჰქონდათ შრივპორტში. როდესაც ბილი ოთხი წლის გახდა, დედამისი ცოლად გაჰყვა ავტომობილებით მოვაჭრე როჯერ ქლინთონს. 15 წლის ასაკში ბილმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა და ბილ ქლინთონი გახდა.

* ბილ ქლინთონი სექსუალური სკანდალის მონაწილე, მონიკა ლევინსკიმდე გაცილებით ადრე რომ იყო, ამას შემდეგი ფაქტი მოწმობს. 2003 წელს ტელეარხ „ფოქსნიუსის“ პირდაპირ ეთერში ყოფილმა მედდამ, ჯუანიტა ბროადრიკმა განაცხადა, რომ 1978 წელს, მაშინ ჯერ კიდევ არკანზასის შტატის ახალგაზრდა პროკურორმა ბილ ქლინთონმა ის სასტუმროს ნომერში გააუპატიურა. ამის თაობაზე პირველი განცხადება ბროადრიკმა 1999 წელს გააკეთა, როდესაც ქლინთონის იმპიჩმენტის საქმე მიმდინარეობდა. გარდა ბროადრიკისა, გაუპატიურებაზე ქლინთონს ხელს ადებდა პაულა ჯონსი, რომლის თქმით, 1994 წელს ქლინთონი მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდა. არც ერთი ეს ბრალდება ამერიკის კონგრესმა არ ჩათვალა მნიშვნელოვნად იმპიჩმენტის საქმეში.

* ბილ ქლინთონი ერთადერთია ცოცხალი ექს-პრეზიდენტებს შორის, რომელსაც ჯერ არ გადაუგზავნია შესაბამის სამსახურში თავისი დასაფლავების ორგანიზების გეგმა. მისგან განსხვავებით, მსგავსი სცენარი უკვე დაწერილი აქვთ ჯიმი კარტერს, ჯორჯ ბუშ-უმცროსს და ჯორჯ ბუშ-უფროსს. საინტერესოა, რომ დასაფლავების ცერემონიალის სცენარები ეფუძნება ჯონ კენედის დასაფლავების ცერემონიალს მცირე შესწორებებით. მაგალითად, ბუშ-უფროსის დაკრძალვის სცენარი 211-გვერდიანია, კარტერის – 411, ხოლო აწ განსვენებულ ჯერალდ ფორდს 500-გვერდიანი სცენარი ჰქონდა დაწერილი. სცენარების უმეტესობაში აღნიშნულია, თუ რამდენი ადამიანი უნდა დაესწროს დაკრძალვის ცერემონიალს, სად უნდა განათავსონ გარდაცვლილის პირადი ნივთები, რომელ საათებში უნდა ისადილონ დაკრძალვის ცერემონიის მომსახურე პერსონალის წევრებმა და სხვა.

* ამერიკის შეერთებული შტატების ექს-პრეზიდენტმა ბილ ქლინთონმა კულინარიული წიგნი დაწერა. წიგნში ყოფილმა პრეზიდენტმა თავისი ოჯახის და მეგობრების საყვარელი კერძების რეცეპტები შეიტანა. აქვეა მისი საყვარელი კერძის, მექსიკური წიწილის მომზადების მისეული რეცეპტიც. რეცეპტების გარდა ქლინთონის წიგნში უამრავი ანეკდოტი და პრეზიდენტობის პერიოდში მომხდარი სახალისო ფაქტებია შესული. წიგნის ფასი 35 დოლარია და არკანზასის შტატში ის ბესთსელერად ითვლება.

* ბილ ქლინთონის საქსოფონი ექს-პრეზიდენტის ავტოგრაფით აუქციონზე 180 ათას დოლარად გაიყიდა. მიღებული ფული შიდსთან ბრძოლას მოხმარდა. ქლინთონის საქსოფონის გარდა, აუქციონზე, რომლის სახელწოდება, „სინემა შიდსის წინააღმდეგ“ და რომელიც კანის კინოფესტივალის პარალელურად იმართება ყოველწლიურად, კარლ ლაგერფილდის დიზაინით შექმნილი გიტარის შალითა, „ბინდის“ ვარსკვლავის რობერტ პატინსონის 2 კოცნა და მონიკა სელეშის ჩოგბურთის ერთსაათიანი გაკვეთილი იყიდებოდა.

* გაზეთ „ნიუ-იორკ პოსტის“ მტკიცებით ბილ ქლინთონს ადამიანების სექსუალური ორიენტაციის შეცვლა შეუძლია. გაზეთი იუწყება, რომ ბილ ქლინთონს ლესბოსელების ჩვეულებრივ ჰეტეროსექსუალებად გადაქცევის ნიჭი აღმოაჩნდა. მაგალითად, ცნობილმა ლესბოსურმა წყვილმა ელენ დე ჯენერისმა და ენ ჰეჩმა, ქლინთონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ მათ მამაკაცები უფრო იზიდავთ, ვიდრე ქალები. კიდევ ერთმა ცნობილმა ამერიკელმა ლესბოსელმა ჯულია საიფერმა აღიარა, რომ ის თავის თავს არ მიიჩნევს ლესბოსელად. აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ მან ქლინთონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

* ცნობილი ფაქტია, რომ ბილ და ჰილარი ქლინთონების ქალიშვილი, ჩელსი თხოვდება. თუმცა, რამდენიმე წლის წინ ქლინთონების ოჯახს საკმაოდ მიმზიდველ წინადადებაზე მოუწიათ უარის თქმა. საქმე ისაა, რომ მავანმა კენიელმა გლეხმა გოდვინ კიპკემოი შეპკურგორმა, კენიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, ქლინთონებს წერილი მისწერა, სადაც მათი ქალიშვილის, ჩელსის ხელს თხოვდა. ამის სანაცვლოდ, კენიური ტრადიციების თანახმად გოდვინი მზად იყო ბილ ქლინთონისთვის გაეგზავნა 20 ძროხა და 40 ცხვარი, რაც კენიური საზომებით სიძის შეძლებულობაზე მეტყველებს. წერილში გოდვინი ჰპირდებოდა ბილს, რომ ბილის თანხმობის შემთხვევაში, ის გრანდიოზულ ქორწილს გადაიხდიდა ორივე კონტინენტზე. გოდვინ შეპკურგორს მთელი კენია უჭერდა მხარს, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.

* ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ ქლინთონმა გაზეთ „ზი ნიუ-იორკ თაიმსისთვის“ კროსვორდი შეადგინა. გაზეთის 2007 წლის 8 მაისის ნომერში დაბეჭდილი კროსვორდი, რომელიც მხოლოდ ინტერნეტგამოცემაში გამოქვეყნდა, მთლიანად პოპ-კულტურის სამყაროს ეხებოდა და საკმაოდ რთულად ამოსახსნელი იყო. კროსვორდების ამოხსნა, რომ ქლინთონის გართობის საუკეთესო საშუალებაა, ამის შესახებ ცნობილი 2006 წელს გახდა, როდესაც ექს-პრეზიდენტი ინტელექტუალურ თამაშებზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმ „უორლდფლეიში“ გამოჩნდა.

* მას შემდეგ, რაც ბარაკ ობამამ აღიარა, რომ ახალგაზრდობაში ეწეოდა მარიხუანას და გასინჯული ჰქონდა კოკაინი, ყველას გაახსენდა, ბილ ქლინთონთან დაკავშირებული ძველი ისტორია. ბილმა თავის დროზე, პირველმა პრეზიდენტებს შორის, აღიარა, რომ შეხება ჰქონდა ნარკოტიკებთან. ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პირველი ვადის პერიოდში, ჟურნალისტებმა ქლინთონს მარიხუანის მოწევაში დასდეს ბრალი, რაზეც პრეზიდენტმა შემდეგნაირად უპასუხა: „მე ვეწეოდი მარიხუანას, თუმცა ნაფაზს არ ვარტყამდი“ – ცნობილია, რომ ქლინთონი მარიხუანის მცირე დოზით მიღების ლეგალიზებას უჭერს მხარს და მიიჩნევს, რომ მარიხუანა არ უქმნის საშიშროებას საზოგადოებას.

* პრეზიდენტობის პერიოდში ბილ ქლინთონს, რომელიც ლონდონური საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ ქომაგია, სულ ორი ელექტრონული წერილი ჰქონდა გაგზავნილი საკუთარი მეილიდან. საინტერესოა, რომ პირველი წერილი, ტესტურ რეჟიმში იყო გაგზავნილი და ამით ქლინთონმა შეამოწმა, თავისი ვებმისამართი, ხოლო მეორე წერილის ადრესატის ვინაობა დღემდე გასაიდუმლოებულია. ვარაუდობენ, რომ მეორე წერილი ბილმა მონიკა ლევინსკის გაუგზავნა, თუმცა ამის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს.


скачать dle 11.3