კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დასეტყვილები


პოლიტმიზანსცენა


გასულ კვირას, შეიძლება, ითქვას, რომ აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგებით დავისეტყვეთ. აქედან გამომდინარე, ამ ცხელსა და მოსაწყენ აგვისტოში სალაპარაკო ხელისუფლებასაც მიეცა (რომელსაც ისედაც ვერ დავაბრალებთ სიტყვაძუნწობას) და მათ ოპონენტებსაც. კვლევებით, სხვა რამეებთან ერთად, აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ძლიერ საპრეზიდენტო ინსტიტუტს უჭერს მხარს და, ეს მაშინ, როდესაც სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა „შერეულად“ წოდებულ მოდელზე თითქმის დაასრულა, ევროპელი ექსპერტებიც შეაწუხა და ახლა უკვე ცვლილებების საჯარო განხილვითაა დაკავებული (იმის გარდა, რომ, ერთი წელია, ვარჩენთ). აქედან გამომდინარე კი, გამოკითხულები სულაც რომ ყურებზე დადგნენ, შერეულად წოდებული ვერ აგვცდება. შესაბამისად, უმრავლესოელი დავით დარჩიაშვილის აზრით, კვლევის შედეგებით (თუნდაც, ეს NDI იყოს!) უკვე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ უნდა შეიცვალოს: „მოსახლეობის დიდ ნაწილში, ტრადიციულად, ხელისუფლება ასოცირდება პირთან, რომელიც ძლიერია, ქარიზმატული და ნება და ენერგია გააჩნია. მაგრამ, მეორეა, რაც საზოგადოებასა და სახელმწიფო განვითარებას სჭირდება.“

თუ გავიხსენებთ, რომ შერეულ მოდელზე გადასვლა, თავის დროზე, სწორედ მოსახლეობის ნებას დაუკავშირდა, პათოსით: ჩვენ ვუსმენთ ჩვენს ხალხსო, ბ-ნი დარჩიაშვილის მოსაზრება, ცოტა არ იყოს, გაუგებარია (თუმცა, რაკი უმრავლესობა მონოლითურია, ეჭვგარეშეა, რომ ბ-ნი დარჩიაშვილის ბაგეებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, თვით მმართველი პარტია უბნობს). შესაბამისად, მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხის ნება სცენაზე მაშინ ჩნდება, როდესაც ამას კონკრეტული პოლიტიკური მიზანსცენა მოითხოვს.


скачать dle 11.3