კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები


კითხვა: თუ შეიძლება, მითხარით, რა სიმპტომები აქვს ექინოკოკოზით დასნებოვნებულ ძაღლს?

პასუხი: თუ ძაღლი დასნებოვნებულია ექინოკოკოზით, აღენიშნება სიგამხდრე, შემდგომ – კანის ალერგიული რეაქციები, ფაღარათი ან შეკრულობა. დაავადების თავიდან აცილების მიზნით, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს აუცილებელია, ჩავუტაროთ პროფილაქტიკის დეპერმოფიზია ყოველ 3 თვეში ერთხელ.

კითხვა: ჩვენს ძაღლთან ერთად პირველად მივდივართ ოჯახი დასასვენებლად სოფელში. ყველაფერი მაინტერესებს და მინდა საქმის კურსში ვიყო. მაგალითად, თუ ძაღლმა შემთხვევით, მდინარეზე ან ეზოში, ბასრ საგანზე სხეულის რომელიმე ნაწილი დაიზიანა, ჭრილობისა და სისხლდენის შემთხვევაში რა უნდა გავაკეთო?

პასუხი: ჭრილობა შეიძლება იყოს ღრმა ან ზედაპირული, ასევე, ნაჩხვლეტი, ნაკვეთი, დაჟეჟილი, გაფლეთილი, ნაკაწრი ან ნაკბენი. სისხლდენა ახასიათებს ყველა ჭრილობას და ტრავმას, ხოლო მისი ინტენსივობა დამოკიდებულია, თუ რა ქსოვილია დაზიანებული. ნაკვეთი ჭრილობის ნაპირი სწორია და ხასიათდება ძლიერი სისხლდენით. ასეთ ჭრილობებს ძირითადად იწვევს ბასრი საგნები – თუნუქის, ლითონისა და მინის ნაჭრები. ნაკბენი, დაჟეჟილი და გაფლეთილი ჭრილობები ხასიათდება ნაკლები სისხლდენით, ძლიერი ტკივილით და ცუდად ხორცდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჭრილობის დროს ძაღლი კარგავს სისხლს და ჭრილობა იქცევა ინფექციის კერად. ამიტომ, ამ დროს, პატრონმა თავდაპირველად უნდა შეაჩეროს სისხლდენა, დაამუშაოს ჭრილობა და შეახვიოს შემდეგნაირად: თავდაპირველად უნდა გაიკრიჭოს ან გაიპარსოს ბეწვის საფარი ჭრილობის ირგვლივ, დამუშავდეს ჭრილობა ჯერ წყალბადის ზეჟანგით, შემდეგ – სპირტით, იოდით ან ბეტადინის ხსნარით. ბოლოს კი უნდა დაედოს ნახვევი სტერილური დოლბანდით, რომელიც ყველა აფთიაქში იყიდება.

კითხვა: ზაფხულში, როგორც წესი, ძალიან ბევრი მწერია, მით უმეტეს აგარაკებზე. საშიშია თუ არა მწერისგან ძაღლის დაკბენა და რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს?

პასუხი: მწერების, ფუტკრისა და კრაზანის ერთეული ნაკბენები ჯანმრთელი ძაღლისთვის განსაკუთრებულ საშიშროებას არ წარმოადგენს. სიფრთხილეა საჭირო იმ შემთხვევაში, როცა ნაკბენი მრავლობითია, განსაკუთრებით – პატარა ტანის და დეკორატიულ ძაღლებში. ისინი, როგორც წესი, იკბინებიან ცხვირისა და ზედა ტუჩის მიდამოში. ნაკბენი მტკივნეულია და სწრაფად სივდება. ძაღლი ცდილობს, მოიფხანოს ნაკბენი თათებით ან უხახუნებს საგნებს. პატარა ტანის ძაღლებში შეიმჩნევა მოწყენილობა და იშვიათად – ღებინება. გართულების თავიდან ასაცილებლად სასწრაფოდ უნდა მოვაშოროთ ნექტარი და ნაკბენ ადგილას დავადოთ ბამბის ტამპონი, რომელიც დასველებული იქნება არაყში, სპირტში, წყალბადის ზეჟანგში ან ბორის მჟავაში.


скачать dle 11.3