კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საფრთხეს უქმნის ძაღლს უხეშ ხის მასალაზე და ცემენტზე წოლა და რატომ უნდა ვათვალიეროთ სისტემატურად პირუტყვის კანის საფარველი


ძაღლებში ძალიან ხშირად გვხვდება კანის კოჟრისებური დაზიანებები. კოჟრები, ძირითადად, დიდი ტანის ცხოველებს იდაყვისა და მუხლის სახსრის მიდამოებში აღენიშნებათ, რაც პატრონის შეშფოთებას იწვევს. თუ რისი ბრალია ეს ან რა არის აღნიშნული პათოლოგია, ამის შესახებ დაწვრილებით მოგითხრობთ ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი.


ზაქრო ბაჯიაშვილი: კანის კოჟრისებური დაზიანება ცხოველებს უვითარდებათ ისეთ ადგილებში, სადაც ძვალი პირდაპირ კანს აწვება. ასეთი ადგილებია იდაყვისა და მუხლის სახსრის მიდამოები. ისინი იცავენ აღნიშნულ მიდამოებს დაწოლისგან, რაც პროვოცირებას უკეთებს კანის იშემიის (სისხლის მიმოქცევის მოშლა) და ანთებითი პროცესების განვითარებას.

– უფრო ხშირად რომელი ჯიშის ძაღლებში გვხვდება მსგავსი პათოლოგია?

– უფრო ხშირად აღნიშნული პათოლოგია გვხვდება მსხვილი და გიგანტური ჯიშის ძაღლებში, მაგრამ, როგორც გამონაკლისი, იშვიათად პატარა ჯიშის ძაღლებშიც ფიქსირდება.

– რა განაპირობებს მის განვითარებას?

– აღნიშნული პათოლოგიის განვითარებას განაპირობებს ცხოველის შენახვა უხეშზედაპირიან ქვეშაგებზე ან იატაკზე (უხეში ხის მასალა, ცემენტი).

კოჟრი არის ოვალური ფორმის კანის შესქელებული წარმონაქმნი, რომელზეც აღინიშნება ჰიპერკერატოზი და მიმდინარეობს სხვადასხვა ხარისხის ალოპეცია. კოჟრი აუცილებლად უნდა განვასხვავოთ დემოდეკოზისა და დერმატოფიტოზისგან.

– როგორ ხდება კოჟრების მკურნალობა?

– კოჟრების მკურნალობა ძირითადად კოსმეტიკური მოვლის საშუალებებით ხდება, მაგალითად, შამპუნებით, ანტისეპტიკური საშუალებებითა და მალამოებით. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორების მოშორებას, ანუ კანზე ნაწოლების მოხსნას. შემდგომში ძაღლს აუცილებლად უნდა დაუგოთ რბილი ქვეშაგები.

– ანუ, ქირურგიული ჩარევა საჭირო არ არის?

– აღნიშნული სახის კოჟრების ქირურგიული მეთოდით მოშორება არაა რეკომენდებული, რადგან ამ დროს ხშირია ჭრილობის ცუდად შეხორცების შემთხვევა და, ასევე, არსებობს მისი თავიდან განვითარების ძალიან დიდი ალბათობა.

კოჟრისმიერი დერმატიტი შეიძლება, განვითარდეს კანის იმ დაზიანებულ ნაწილზე, სადაც კოჟრია, რომელიც ტრავმირდება. შედეგად ხდება კოჟრის დაინფიცირება, დაინფიცირების შედეგად კი მიმდინარე ჩირქოვანი პროცესები იწვევს ღრმად მდებარე ქსოვილების დაზიანებას. ამ ყველაფერმა, შეიძლება, გამოიწვიოს ართრიტიც კი. ასევე, დაზიანებული კანიდან შეიძლება შეიჭრას ისეთი ძლიერი პათოგენური მიკროორგანიზმები, როგორიცაა სტაფილოკოკები, რომლებიც იწვევენ მეტად მძიმე და რთულ ინფექციებს, იღებს გენერალიზებულ ფორმას, რაც, შეიძლება, სეფსისით გართულდეს. კოჟრისმიერი დერმატიტის განვითარების რისკის ქვეშ დგანან ის ძაღლები, რომლებიც ადვილად ავადდებიან კოჟრებით. ესენია დიდი ჯიშის ძაღლები, რომლებიც ხშირად იმყოფებიან მაგარ იატაკსა თუ უხეში ქვეშაგების ზედაპირზე.

კოჟრისმიერი დერმატიტის დროს ხშირად ვითარდება ფისტულები, გრანულომები, ბეწვის ჩაბრუნება. დერმატიტი უნდა განვასხვავოთ დერმატოფიტოზებისგან (კანის სოკოვანი დაავადებებისგან), დემოდეკოზისგან, ვასკულიტისა და სხვა სახის დერმატიტისგან.

– დერმატიტების მკურნალობა როგორ ხდება?

– კოჟრისმიერი დერმატიტების მკურნალობა ისეთივეა, როგორც მაზოლების დროს, მაგრამ, აქ პროცესი გაცილებით სერიოზულად და რთულად მიმდინარეობს. ამიტომ ხშირად საჭიროებს ლაბორატორიულ გამოკვლევებს, რის შედეგადაც დგინდება დერმატიტის გამომწვევი მიკროორგანიზმების სახეობა და მათი მგრძნობელობა ანტიბიოტიკების მიმართ.

აღნიშნული სახის დერმატიტები საკმაოდ დიდ ყურადღებას მოითხოვენ და დროულ მკურნალობას საჭიროებენ, რადგან ამ მეტად მძიმე პრობლემის დროს პროცესი ხშირად შეუქცევადი ხდება და, შეიძლება, არასასურველი შედეგით დასრულდეს. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, ზემოთ ჩამოთვლილი კლინიკური ნიშნების გამოჩენისთანავე, დროულად უნდა მივმართოთ ვეტერინარს, რომელიც დაგვეხმარება პრობლემის სწორ მოგვარებაში.

– თვითნებურ მკურნალობაზე რას გვეტყვით? ხშირ შემთხვევაში, ძაღლის პატრონი საკუთარ თავზე იღებს ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებას.

– თვითნებური მკურნალობების ჩატარება დაუშვებელია. ამან, შეიძლება, პროცესი გაართულოს და საკმაოდ მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს.

– თუ არის რაიმე გზა ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად?

– ამ პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა, ცხოველი გვყავდეს სწორი მოვლა-შენახვის პირობებში – უზრუნველვყოთ ის კარგი და რბილი ქვეშაგებით, სისტემატურად დავათვალიეროთ კანის საფარველი და, დაზიანების შემთხვევაში, დროულად მივაქციოთ ყურადღება და მივიღოთ საჭირო ზომები.


скачать dle 11.3