მწვანე კუთხე
კითხვა: როგორ ვაყვავილო ჩინური ვარდი?
პასუხი: ჩინური ვარდი ყვავილობს ზაფხულის პერიოდში, ივლისსა და აგვისტოში. ამ მცენარისთვის შესაძლებელია სასუქის მიწოდება, რათა უკეთ და უხვად იყვავილოს. სასუქის შემცველობაში აუცილებლად უნდა შედიოდეს აზოტი, რომელიც მცენარეს ხანგრძლივ ყვავილობაში დაეხმარება.
კითხვა: რა ადგილას დავდგა ზამთარსა და ზაფხულს ანთურიუმი, რომ კარგად იყვავილოს და გაიხაროს?
პასუხი: ანთურიუმი დადგით დასავლეთის მხარეს, რათა არ მოხვდეს მწველი მზის სხივები. მცენარე თავს კარგად იგრძნობს, თუკი მას ხშირად გადარგავთ. გირჩევთ, ანთურიუმს არ მოაკლოთ სინათლე, ზაფხულში ხშირად მორწყეთ და თქვენი მცენარე მშვენივრად იგრძნობს თავს.
კითხვა: როგორ განათებაზე ვამყოფო ია?
პასუხი: იას არ უყვარს მზის ბუნებრივი სხივები. სინათლის შესანარჩუნებლად დააყენეთ ელექტროენერგიის ნათურები, მოარიდეთ, ასევე, მწველ სხივებს – ასეთ ადგილას, შეიძლება, საერთოდ გახმეს. ამიტომ, გირჩევთ, მცენარეს შეუქმნათ სინათლისთვის შესაფერისი პირობები და ადგილი.
კითხვა: რა სიხშირით უნდა მოვრწყა ზაფხულში ფიკუსი?
პასუხი: ზაფხულის პერიოდში მცენარე უნდა მორწყათ ორ დღეში ერთხელ. ამ დროს ტემპერატურა მაღალია და, სხვა სეზონებისგან განსხვავებით, ფიკუსს ხშირად სჭირდება წყლის დასხმა. ზამთარში ეს მცენარე ძალიან არ დაატენიანოთ, თორემ, შეიძლება, დაიღუპოს.
კითხვა: როგორ მოვუარო ასპარაგუსს?
პასუხი: ამ მცენარეს უყვარს სინათლე, მაგრამ მზისგულზე არ დადგათ – ეს ცუდად იმოქმედებს მის ზრდაზე. ზამთრობით ის იტანს პლუს 7 გრადუსს. იდეალური კი მისთვის 16-22 გრადუსია. ზაფხულობით ასპარაგუსის ყველა სახეობას სჭირდება რეგულარულად მორწყვა, რათა მიწა მუდამ ტენიანი ჰქონდეს. ზამთრობით კი შედარებით იშვიათად მორწყეთ, მაგრამ მიწას ნუ გამოაშრობთ, თორემ მცენარის ფოთლები გაყავისფრდება და დაზიანდება. ამ სეზონზე რეგულარულად მიაწოდეთ თხევადი სასუქი. მის გასამრავლებლად აირჩიეთ გაზაფხული – მცენარის ფესვები დაშალეთ და ქოთნებში გაანაწილეთ. ის ცუდ პირობებში ფერს კარგავს, ამიტომ, ეცადეთ, ზემოთ აღნიშნული მითითებები გაითვალისწინოთ. ასპარაგუსი საკმაოდ გამძლე მცენარეა, იტანს სიცხესაც და უწყლობასაც. თუ თქვენ საშუალება გაქვთ, მცენარე სააბაზანოში მოათავსეთ – ასეთ ადგილას ის უკეთ გაიხარებს. ამ მცენარის ჯუჯა სახეობებიც არსებობს და, სივიწროვის შემთხვევაში, შეგიძლიათ, ის გააახაროთ.