კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი მცენარე „იზაგრება“ ზაფხულში და სჭირდება თუ არა პატარძალას ხშირი მორწყვა


ბიოლოგი, „ფლორა ინტერნაციონალის“ მეცნიერ-მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე, რომლის მოვალეობაც ბაღების დიზაინის შექმნაა, მოგვცემს საუკეთესო რჩევებს, იმის შესახებ, თუ რომელი მცენარეები უნდა გავახაროთ ამ წელს ბაღში და რომელი – ბინაში. ჩვენ, ასევე, დავინტერესდით, როგორ მოქმედებს მცენარეებზე კონდიციონერი და ამ ყველაფერს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.


– როგორი მცენარეა კორდილინა რედსტარი?

– ეს არის აფრიკული მცენარე. მისი სიმაღლე არ აღემატება ორ მეტრს და საკმაოდ გავრცელებულია საქართველოს პირობებში.

– პრეტენზიული მცენარეა?

– არანაირად არ არის პრეტენზიული. ის ყველანაირად ექვემდებარება საქართველოს ბუნებრივ კლიმატს, მშვენივრად ხარობს ოთახის პირობებში. ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი მცენარეა და, ამიტომ, ყველას ვურჩევ, გაახაროს ან მცენარე შეიძინოს და ბინები გაილამაზონ.

– რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ კორდილინა რედსტარი?

– ის კარგად ემორჩილება საქართველოს კლიმატს. ზაფხულში, რაც უფრო მეტი იქნება ტემპერატურა, მისთვის უკეთესია. მცენარე ასეთ ტემპერატურაზე მალე იზრდება და ფოთლებიც უკაშკაშდება. რაც შეეხება ზამთარს, ამ დროს უნდა დადგათ 25 გრადუსამდე სითბოში.

– როგორ ადგილას გვირჩევთ კორდილინა რედსტარის დადგმას?

– ზამთარში კორდილინა რედსტარი უნდა დაიდგას ჩვეულებრივ, ნათელ ადგილას, ანუ ფანჯრის რაფებზე, სადაც ქვემოდან ექნება სითბო. ზაფხულში კი, შეგიძლიათ, გაიტანოთ ბაღში, აივანზე. ამ ადგილას მცენარე კარგადაც იგრძნობს თავს და გარემოსაც გაალამაზებს. მასზე ცუდად არ მოქმედებს მზის მწველი სხივები.

– ჩრდილში უნდა დავდგათ ამ დროს თუ მზიან ადგილას?

– უმჯობესია, მოხვდეს გაფანტული მზის სხივები. შესაძლებელია, სამი-ოთხი საათი მზის სხივებიც აიტანოს. მისი დაღუპვის ნუ შეგეშინდებათ: რაც მეტად „იზაგრება“ მცენარე, მით უფრო მალე მწიფდება.

– რა სიხშირით სჭირდება მცენარეს მორწყვა?

– ზაფხულში პალმების, ორქიდეებისა და ნახევრად ბუჩქოვანი მცენარეების ოჯახებს ყოველ მესამე დღეს სჭირდება წყალი, ხოლო ზამთარში მცენარეს წყალი უნდა დაასხათ 10-15 დღეში ერთხელ. გახსოვდეთ, მცენარეს კლავს ბევრი სინესტე, აყრევინებს საყვავილე ღეროებს, ფოთლებს და აფუჭებს მას. ამიტომ, ეცადეთ, განსაკუთრებით ზამთარში, ყურადღება მიაქციოთ მორწყვის რეჟიმს.

– მორწყვა რომ დავაგვიანოთ რა მოუვა ამ დროს კორდილინა რედსტარს?

– ასეთ შემთხვევაში მცენარე დაიღუპება. თუ გამოუშრება ნიადაგი და ფესვთა სისტემა, ის ვეღარ იცოცხლებს. გაზაფხულსა და შემოდგომაზე უნდა მისცეთ დამატებითი საკვები ნივთიერებები. გირჩევთ, მცენარე გამოკვებოთ აზოტით, კალციუმითა და კალიუმით.

– შესაძლებელია თუ არა ამ მცენარის ყვავილობა ოთახის პირობებში?

– ეს მცენარე ყვავის მხოლოდ თავის სამშობლოში. საქართველოს პირობებში ჩვენ ვერ ვაყვავილებთ, თუმცა, იმდენად ლამაზი აქვს ფოთლები და ტანი, რომ მისი ყვავილობა აღარც კი მოგინდებათ.

– ეს მცენარე გასხვლას თუ საჭიროებს?

– მისი გასხვლა არ შეიძლება. ერთადერთი რაც შეგიძლიათ, არის ის, რომ გადააჭრათ თავი და უფრო მეტ ფოთოლს ამოიყრის. ამ პროცესის ჩატარება შეგიძლიათ შემოდგომაზე. ამ სეზონზევე შეგიძლიათ გადარგვაც. მისი ნიადაგი უნდა იყოს მჟავე – მის შემცველობაში უნდა შედიოდეს: ტორფი, ქვიშნარი, თიხნარი და ნაკელიანი მიწა.

– როგორ გავამრავლოთ ეს მცენარე?

– ის მრავლდება თესლითა და ამონაყარით, თუმცა, მისი თესლის შეძენა, შეიძლება, გაგიჭირდეთ. ამიტომ, უმჯობესია, თუ კარდილინა რედსტარს ამონაყარით გაამრავლებთ.

– როდის ემტერებიან ამ მცენარეს მავნებლები?

– ამ მცენარეს მავნებლები ესევა მხოლოდ შემოდგომის პერიოდში, როდესაც უკვე გაღვიძებას იწყებს. ამ დროს მას გამოაქვს დამატებითი ფოთლები და, შეიძლება, მასში ჩაიბუდოს ცრუფარიანამ, ტკიპამ. ყველა ეს მავნებელი შორდება დეცისით და სხვადასხვა ქიმიური პრეპარატებით, რომლის შეძენაც „სამთო ქიმიის“ შენობაშია შესაძლებელი.

– როგორ მოქმედებს კარდილინა რედსტარზე გამათბობელი და კონდიციონერი?

– ზამთარში გამათბობელი არ მოქმედებს, რადგან მას უყვარს სითბო, ოღონდ, გაითვალისწინეთ, ძალიან ახლოს არ დადგათ მცენარე. რაც შეეხება კონდიციონერს, ის ნამდვილად ვნებს მცენარეებს. ამიტომ, იმ ოთახში, სადაც კონდიციონერი გიდგათ, არავითარ შემთხვევაში არ ამყოფოთ მცენარეები.

– რას გვეტყვით პატარძალას შესახებ?

– ეს სწორედ რომ ზაფხულის მცენარეა. ის მშვენივრად ხარობს როგორც ბაღში, ასევე ოთახის პირობებშიც. ძალიან ლამაზია, ყვავილობს არაჩვეულებრივი ფერადი ყვავილებით და ამ სეზონზე გირჩევთ, რომ სწორედ ეს მცენარე გაახაროთ. მისი ყვავილობა იწყება ზაფხულში და გრძელდება შემოდგომამდე. თუ თქვენ კარგ სინათლესა და ნორმალურ ტემპერატურაზე ამყოფებთ, შესაძლებელია, ზამთარშიც იყვავილოს.

– სად დავდგათ პატარძალა?

– ზაფხულში, შეგიძლიათ, გარეთ გაიტანოთ, დადგით ფანჯრის რაფაზე, გრილ ოთახში ან ოდნავ მოჩრდილულ ადგილას. მცენარეს არ მოაკლოთ კაშკაშა სინათლე, მაგრამ შუადღის მწველ მზეს მოარიდეთ. უყვარს სიგრილე, თუმცა ოთახის ტემპერატურაზეც ძლებს.

– რა სიხშირით მოვრწყათ ეს მცენარე?

– ზრდის პერიოდში მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს, ამიტომ, ხშირად მორწყეთ. ზამთარში კი ორ კვირაში ერთხელ.

– კიდევ რას გვირჩევთ ამ მცენარის კარგად მოვლის თვალსაზრისით?

– ბუჩქის ფორმის შესანარჩუნებლად ღეროები რეგულარულად დაამოკლეთ, დამჭკნარი ყვავილები კი მოაშორეთ. გაზაფხულზე, შეგიძლიათ, ყლორტებით გაამრავლოთ. ზამთარში ყვავილობისთვის კარგი სინათლე და სითბო არ მოაკლოთ. სხვა დამატებითი მოვლა მას არ სჭირდება.


скачать dle 11.3