როგორ მოვარჯულოთ
ხშირად ქალები ფიქრობენ, რომ თუ კაცს აეჭვიანებენ, მისით მანიპულირებას შეძლებენ. ეჭვიანობის გამოწვევა კაცში, ეს მართლაც არის ერთ-ერთი მეთოდი, მაგრამ მის სიყვარულში დასარწმუნებლად მაინც არ გამოგადგებათ. ზოგი ადამიანი ბუნებით არის ეჭვიანი და ის განურჩევლად ყველაზე ეჭვიანობს. ანუ, ყველა იმ ადამიანზე, რომლებიც გვერდით ჰყავს.
ახლა წარმოიდგინეთ, რას მოიმოქმედებს ეჭვით შეპყრობილი მამაკაცი, ან რა შეიძლება, მოიმოქმედოს. რატომ არ ფიქრობთ იმაზე, რომ ის ყველაფერს სერიოზულად აღიქვამს და ცხოვრებას კოშმარად გიქცევთ. საერთოდაც, ადამიანებით მანიპულირება არ არის საუკეთესო ვარიანტი. ამას გაცილებით ჯობია, თქვენს შორის სიყვარული და ურთიერთპატივისცემა იყოს. „მორჯულება” იმით, რომ გამუდმებით თქვენზე იეჭვიანებს, ანუ მცდელობა, ამ საშუალებით ატაროთ ის თქვენს ჭკუაზე, ძალიან ბევრ პრობლემას შეგიქმნით. შეიძლება, ურთიერთობა ისეთ ჩიხში შეიყვანოთ, ვეღარც გამოხვიდეთ იქიდან.
თანაც, სანამ გადაწყვეტდეთ, გადააკეთოთ თქვენი რჩეული, კარგად დააკვირდით საკუთარ თავს. იქნებ, მარტო ის არ არის დამნაშავე იმაში, რომ რაღაც ვერ გამოგდით, იქნებ, ჯერ თქვენ უნდა შეიცვალოთ უკეთესობისკენ... უხეშად რომ ვთქვათ, „მორჯულება” ორმხრივი უნდა იყოს. სხვანაირად, ეს მასავით სადავეების ხელში აღების მცდელობა იქნება და არა, ჰარმონიული თანაცხოვრების სურვილი. თუ თქვენი პარტნიორი მართლა გიყვართ, მაშინ მისით მანიპულაციის სურვილი არ გაგიჩნდებათ.