კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როცა გაწვალებენ


საუბარი იმ ურთიერთობაზე იქნება, რომელსაც უსიამოვნებების მეტი არაფერი მოაქვს. როცა სულ გაწვალებენ და ვითომდა, ხუმრობით განერვიულებენ. ვერ ხვდებით, რას ვგულისხმობთ?! – ურთიერთობას, რომელიც გართობა უფროა, ვიდრე ურთიერთპატივისცემასა და სიმპათიაზე დაფუძნებული სიახლოვე. თუ ხედავთ, რომ თქვენს გრძნობას სერიოზულად არ უყურებენ, გაღიზიანებთ თქვენი პარტნიორის უადგილო და უხეში ირონია, გრძნობთ, რომ ეს ცუდ თამაშს ჰგავს და თუ დაგცინიან, არავის მისცეთ თქვენით მანიპულაციის საშუალება. შეგიძლიათ, ზუსტად იგივეთი უპასუხოთ. უკანვე შეუბრუნოთ ირონია. ნურასოდეს შეგეშინდებათ ცვლილებების. ხვალ ყველაფერი უკეთესად გამოგივათ. ისწავლეთ ნებისმიერი სიტუაციიდან „სარგებლის მიღება” – ეს სიყვარული არ არის? – მერე რა, სამაგიეროდ, ახლა აღარ შეგეშლებათ ღირებული უბრალო, ერთჯერადი შეხვედრისგან გაარჩიოთ. არ იაროთ ჩაკეტილ წრეზე. თუ ვინმე გაწვალებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ აძლევთ მას ამის საშუალებას. თუ მოინდომებთ, არ გაგიჭირდებათ კატის როლი თავად მოირგოთ, მას კი თაგუნიასავით მოექცეთ.

კიდევ ერთი საკითხია გასარკვევი – გააჩნია, თქვენ თავად რა მიგაჩნიათ წვალებად. იქნებ, გეშლებათ და მას სულ სხვა განზრახვა აქვს. იქნებ უნდა, გაგართოთ და გაგახალისოთ, მაგრამ ისე არ გამოსდის, როგორც ჩაფიქრებული აქვს. ერთი სიტყვით, სანამ დასკვნებს გააკეთებდეთ, დაფიქრდით, ზოგჯერ სწორედ სიყვარულია ადამიანის ასეთი საქციელის მიზეზი.


скачать dle 11.3