კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ბიჭები ხიბლავს ნინუცა გოგიჩაიშვილს და რას არ აკლებს მას გოგიჩა


ძნელია, ისეთი დაკავებული მშობლების შვილი იყო, როგორებიც გოგიჩა და ნათია ბანძელაძე არიან. სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, იშვიათად ახერხებენ ოჯახისთვის მოცლას. მათ პირველ შვილს, ნანუკას, ყველა იცნობს. მან 2010 წელს „ვიცე-მის საქართველოს“ ტიტული მოიპოვა. გოგიჩას და ნათიას მეორე შვილიც ჰყავთ – ნინუცა გოგიჩაიშვილი, რომელიც ჯერჯერობით საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. იგი მე-11 კლასის მოსწავლეა და იმდენად არის მოწადინებული, ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოს, ალბათ, აისრულებს კიდეც ამ სურვილს და თავისი ოჯახის წევრების მსგავსად, პოპულარული ადამიანი გახდება.


– მოდი, მომიყევი, რამდენი წლის ხარ, რას საქმიანობ?

– ვსწავლობ მე-6 გიმნაზიაში, ახლანდელ 21-ე საჯარო სკოლაში, ვარ 16 წლის. ამ ეტაპზე, ძირითადად, ჩემი საქმიანობა სწავლაა. საკმაოდ მიზანდასახული ადამიანი ვარ, მაგრამ, რომ გითხრათ, რომ მხოლოდ ვსწავლობ და დრო არ მაქვს გართობისთვის – ტყუილი იქნება. ორივეს მშვენივრად ვუთავსებ ერთმანეთს. ძალიან მხიარული ადამიანი ვარ. შემიძლია, ნებისმიერ სიტუაციაში გავერთო. მარტო რომ გამომკეტონ ოთხ კედელში, იქაც ვიპოვი გასართობს და ნამდვილად არ მოვიწყენ. ჩემს შესახებ კიდევ იმას ვიტყოდი, რომ ძალიან ერთგული ადამიანი ვარ და ვაფასებ ისეთ ადამიანს, რომელიც გაჭირვების დროს მხარში ამომიდგება.

– ალბათ, ბევრი მეგობარი გყავს. როგორ ერთობით, სად დადიხართ?

– ჩემი ყველაზე დიდი გასართობი არის ცეკვა და თავისუფალ დროს დავდივარ საცეკვაოდ. სამოყვარულო ჯგუფშიც კი ვიყავი. ძალიან ლამაზია ქართული ცეკვა და გოგო რომ ცეკვავს, ძალიან მიყვარს. ვცეკვავ თანამედროვე ცეკვებსაც. ძირითადად, ჩვენი გართობა ჯერჯერობით ეს არის. ასევე, დავდივართ კინოში, „ანტრეში“ იყო ისეთი შემთხვევაც, რომ მე და ჩემმა მეგობრებმა მარწყვის ტორტი გამოვაცხვეთ და საკმაოდ სახელგანთქმული გახდა. ახლა ძალიან ცხელა და ნაყინის საჭმელად დავდივართ ხშირად. არც კლუბებში სიარულს ვიკლებთ, მოკლედ, ყველგან დავდივართ, სადაც შესაძლებელია.

– უცხოეთში თუ დადიხარ, ან დასასვენებლად ან სასწავლებლად?

– დიახ, ოთხი თვე ვიყავი გერმანიაში სასწავლებლად, სადაც დაბრუნებას ვგეგმავ და ძალიან მინდა, სწავლის გაგრძელება, მაგრამ ჯერ საბოლოოდ არ გადამიწყვეტია. გერმანიაში ცხოვრება საკმაოდ საინტერესო იყო. ბევრი რამ ვისწავლე და ეს ძალიან დამეხმარა, რომ დამოუკიდებელი გავმხდარიყავი. როცა ადამიანი მარტო ცხოვრობ, დამოუკიდებლად იღებ გადაწყვეტილებებს, რაც ძალიან გეხმარება საკუთარი თავის პოვნაში და ჩამოყალიბებაში. ამ ყველაფერმა უფრო სწორ გზაზე დამაყენა.

– თუ გაქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას აირჩევ? მშობლების კვალს ხომ არ გაჰყვები?

– ბავშვობიდან მინდოდა ჟურნალისტობა. როგორც ყველა ბავშვი, მშობლების საქმიანობას რომ ხედავს, სურვილი უჩნდება, მის კვალს გაჰყვეს. ყოველთვის მიყვარდა თემების წერა, თან, ძალიან მეხერხება. ჯერჯერობით, ვორჭოფობ ჟურნალისტიკასა და დიპლომატიას შორის. ორივე პროფესია ძალიან მიზიდავს. ახლა მეთერთმეტე კლასში გადავდივარ. ასე რომ, ცოტა დრო მრჩება და უნდა მოვიფიქრო, რას ავირჩევ. სანამ ამას გადაწყვეტ, კარგად უნდა გააანალიზო, რომ ეს ნამდვილად გინდა, რადგან, პროფესია ისეთი რაღაცაა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში თან გდევს, ამიტომ, კარგად უნდა აწონ-დაწონო. დაუფიქრებლად ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ უნდა გადადგა.

– შენი ოჯახიდან გამომდინარე, ალბათ, ხშირად ექცევი ყურადღების ცენტრში. ეს მოსაბეზრებელია თუ სასიამოვნო?

– ადამიანი არ მეგულება, რომელსაც არ ესიამოვნება ყურადღების ცენტრში ყოფნა და მეც ძალიან მსიამოვნებს, მაგრამ, ზომიერებას ვანიჭებ უპირატესობას. გადამეტებული არაფერი არ ვარგა, ყველაფერი ზომიერების ფარგლებში უნდა იყოს, მით უმეტეს, ჩემს ასაკში არც არის საჭირო, რომ გადამეტებული ყურადღების ცენტრში ვიყო, რადგან ამან, შეიძლება, ცუდად იმოქმედოს ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაზე.

– ისეთი გარეგნობა გაქვს, ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავს.

– იცით, როგორ არის? თუ მე ადამიანი არ მომწონს, იმედს არ ვუტოვებ, კონკრეტულ პასუხს ვცემ. ჩემს თაყვანისმცემლებზე უმეტესად სხვებისგან ვიგებ, პირადად მე არ მაგებინებენ. ეს, გარკვეულწილად, სასიამოვნო ფაქტია. არ მესმის მათი, ვინც ამაზე ბრაზდება. რა არის იმაში ცუდი, როცა ბევრ ადამიანს მოსწონხარ? ამაში გასაბრაზებელი ნამდვილად არაფერია. სამწუხაროდ, ხშირად მიწევს უარის თქმა, რადგან მე მომწონს არაპროგნოზირებადი ხასიათის ბიჭები, ასეთები კი საქართველოში იშვიათად გვხვდებიან. თუმცა, ჩემს თაყვანისმცემელთა შორის ასეთებიც ყოფილან.

– როგორი უნდა იყოს ბიჭი, შენი სიმპათია რომ დაიმსახუროს?

– პირველ ყოვლისა, უნდა ჰქონდეს ინტელექტი. ეს, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, არც იმის მტკიცებას დავიწყებ, გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს-მეთქი. თუ ფიზიკურად არ მოგეწონება, მასთან არც შეხვალ კონტაქტში, შესაბამისად, ვერც მის ინტელექტს გაიგებ და ვერც ვერაფერს. შეიძლება, ცუდი საქციელია ჩემგან, ადამიანს გარეგნობის მიხედვით რომ ვაფასებ, მაგრამ, რა ვქნა, პირველ ადგილზე ამას ვაყენებ და მეორე ადგილზეა ინტელექტი. თუ ჭკვიანი არ არის, იმ დონეზე მაინც, რომ არ იცის, სად რა თქვას და, ელემენტარულად, წესიერად ვერ დაელაპარაკები, რა აზრი აქვს ამ ადამიანთან ურთიერთობას. შეიძლება, განსხვავებული ინტერესები ჰქონდეს, მაგრამ მაინც საინტერესო იყოს ამ ადამიანთან ურთიერთობა.

– ამ ეტაპზე თუ გყავს მოწონების ობიექტი?

– არა, ჯერჯერობით არავინ არ არის ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ, ძირითადად მოტივირებული ვარ გართობაზე, რადგან ზაფხულია, უამრავი თავისუფალი დრო მაქვს. თან, ახლახან ჩამოვიდა ჩემი მეგობარი, რომელიც ერთი წელია, არ მინახავს, ძალიან მიხარია და ძირითადად ამაზე ვარ გადართული. ამ ეტაპზე, ვფიქრობ მხოლოდ ჩემს მეგობრებზე – სად გავერთო მათთან ერთად. მომავალში, ალბათ, გამოჩნდება ვინმე, ვინც ჩემს მოწონებას დაიმსახურებს. ეს დროც მოვა, მაგრამ, ჯერჯერობით ამაზე არ ვფიქრობ.

– შენი ოჯახის წევრები ყოველთვის დაკავებულები არიან თავიანთი საქმეებით და ნაკლები დრო რჩებათ. შენ ხომ არ ბრაზდები ამაზე?

– არა, რა თქმა უნდა, ამაზე გაბრაზება როგორ შეიძლება. პირიქით, ვამაყობ, რომ ასეთი მშობლების შვილი ვარ. ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. თან ბავშვობიდან შეჩვეული ვარ სახლში მარტო ყოფნას. ნანუკაც ძალიან დატვირთულია. ყოველდღე გადაღებები აქვს. მეც ვცდილობ, მეგობრებთან წავიდე ხოლმე, იმიტომ, რომ სახლიდან გასვლა უფრო მიყვარს, ვიდრე სახლში ყოფნა. როცა სახლში ვარ, კომპიუტერთან ვზივარ, ხან ვკითხულობ, მაგრამ, სახლში იშვიათად ვარ. ნანუკასაც ხშირად დავყავარ სხვადასხვა შეკრება-გადაღებებზე, ფაქტობრივად, ყველგან დავყავარ, სადაც მიდის და ძალიან მიხარია.

– როგორი ბავშვი იყავი, აბრაზებდი მშობლებს თუ დამჯერი იყავი?

– ყოველთვის ძალიან მშვიდი ვიყავი. მე ვიყავი ბავშვი, რომელიც არასდროს არ აწვალებდა მშობლებს. ნანუკა იყო საოცრად ცელქი. ყველა იმას იხსენებს, როგორ ძნელად აძინებდნენ და რა ძნელი იყო მისი დაწყნარება. ამ მხრივ, მე ვიყავი განსაკუთრებით დამჯერი. მე და ჩემი მამიდაშვილი ტოლები ვართ და ერთად გავიზარდეთ, ერთად ვგიჟობდით.

– ამ ზაფხულს სად აპირებ წასვლას დასასვენებლად?

– საერთოდ, აქტიურ დასვენებაზე ვგიჟდები, ძალიან მიყვარს მზე, ზღვა, გარუჯვა. სამწუხაროდ, მე ძნელად ვირუჯები, ნანუკა კი ერთი დაწოლით უკვე შავია, ჩვენ გვაქვს აგარაკი, სადაც ყოველ ზაფხულს დავდივართ და წელსაც აუცილებლად წავალთ. იქ აუზი გვაქვს და ძალიან ბევრი ხალხია ხოლმე – ღამეებს ვათენებთ, ვერთობით. მერე, ალბათ, წავალთ ზღვაზე. ვგიჟდები ცეკვაზე და ზღვაც იმით გამოირჩევა, რომ სულ კარგ ხასიათზე ხარ, სულ გინდა, რომ კარგად გამოიყურებოდე, სულ ცეკვის ხასიათზე ვარ.

– გოგიჩას ისეთი დატვირთული გრაფიკი აქვს, თუ ახერხებს თქვენთან ერთად დასასვენებლად წამოსვლას?

– დიახ, ნამდვილად ძალიან დაღლილი მოდის ხოლმე, მაგრამ მოსაფერებელი და სალაპარაკო დრო ყოველთვის რჩება. დასასვენებლად იშვიათად ახერხებს ჩვენთან ერთად წამოსვლას – ხან შვებულება არ ემთხვევა, ხან რაღაც პრობლემა აქვს ხოლმე, მაგრამ, იმას მაინც ვახერხებთ, რომ ერთი დღე გამოვნახოთ და მთელმა ოჯახმა ერთად ვივახშმოთ. ბავშვობიდან გათვითცნობიერებული მაქვს ჩემი ოჯახური მდგომარეობა და შეგუებული ვარ ამ ყველაფერს, მაგრამ, სახლში მყავს ორი ადამიანი – ბებია და ბაბუა, რომლებიც დედობასაც მიწევენ და მამობასაც. არაფერს მაკლებენ. თან, იმაზე კარგი რა არის, ისეთი მშობლები რომ გყავს, ყველას რომ უყვარს და საზოგადოება დადებითად რომ არის მათ მიმართ განწყობილი. ასე რომ, ეს სასიამოვნო გრძნობაა.


скачать dle 11.3