რომელი უცხოელი ლამაზმანების მეუღლეები ითვლებიან ყველაზე არასასიამოვნო და არასიმპათიურ მამაკაცებად და რატომ აკეთებენ ისინი არჩევანს ყველაზე სექსუალურ კაცებზე
„მზეთუნახავი და ურჩხული“ – ვარსკვლავურ წყვილებს ხშირად ასეთი თიკუნით მოიხსენიებენ და, უმეტეს შემთხვევაში, მართლაც რომ საოცარი მოვლენის მომსწრეები ვხდებით, როდესაც სექსუალური და სასურველი „სელებრითები“ თავიანთ ცხოვრებისეულ პარტნიორებად შეუხედავ და შეუფერებელ მამაკაცებს ანიჭებენ უპირატესობას. ამერიკულმა ტელეარხმა „სფაიქ ტევემ” სწორედ მსგავსი წყვილების რეიტინგი გამოაქვეყნა თავის ვებგვერდზე, რომელსაც ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე გთავაზობთ:
ანა ფერისი და კრის პრატი
კომედიური ფილმების მსახიობმა ანა ფერისმა 2009 წლის ზაფხულში შოკში ჩააგდო ამერიკული საზოგადოება, როდესაც ყველასთვის მოულოდნელად ცოლად გაჰყვა ნაკლებად ცნობილ მსახიობს – კრის პრატს. სექსუალური, ქერათმიანი მსახიობი და „ყველაზე საშიში კინოს” ვარსკვლავი, საკმაოდ არასიმპათიური, არასასიამოვნო და ნაკლებად მიმზიდველი მამაკაცის ცოლი გახდა.
მალინ აკერმანი და რობერტო ცინკონე
სექსუალური, კანადურ-შვედური ფესვების მქონე მოდელი და მსახიობი მალინ აკერმანი ბედნიერ ქორწინებაში ცხოვრობს არასიმპათიურ იტალიელ მუსიკოსთან – რობერტო ცინკონესთან. მალინის ქორწინებას იმ ფაქტმაც არ შეუშალა ხელი, რომ ის საერთოდ ვერ ლაპარაკობს იტალიურად, ხოლო რობერტოს ინგლისურ ენაზე გადაბმულად ორი წინადადების წარმოთქმაც კი უჭირს. მსახიობის თქმით, სახლში ისინი სიყვარულის ენით საუბრობენ.
პაულინა პორიჟკოვა
და რიკოკასეკი
სექსუალური ჩეხი მოდელისა და გრძელთმიანი მუსიკოსის ქორწინებაზე უამრავი ჭორი ვრცელდებოდა. დღემდე უცნობია, თუ რით შეძლო გამხდარმა და ნაკლებად მიმზიდველმა, ერთ დროს პოპულარული როკ-ჯგუფ „ზი ქარსის” ლიდერმა რიკ ოკასეკმა „ფლეიბოისა” და „სპორტს ილუსთრეითედის” ვარსკვლავი მოდელის გულის მონადირება. მათი წყვილი სრულად ამართლებს ცნებას, რომ სიყვარული ბრმაა.
კრისტი ჰინზი და ჯეიმს კლარკი
რამდენიმე წლის წინ, მოდის სამყარო შოკში ჩავარდა, როდესაც რაც „ვიქტორია სიქრეთის“ იმედის მომცემმა ავსტრალიელმა მოდელმა, კრისტი ჰინზმა, თანხმობა განაცხადა მილიარდერ ჯეიმს კლარკის ცოლობაზე. ასაკით ბაბუის ტოლ მამაკაცზე დაქორწინების შემდეგ მოდის სამყარომ ჰინზის „სარფიანად გაყიდული ანგელოზი” უწოდა.
მეგან ფოქსი და
ბრაიან ოსტინ გრინი
ჰოლივუდის ყველაზე სექსუალურ მსახიობად წოდებული მეგან ფოქსი დღემდე აკვირვებს მთელ მსოფლიოს იმით, რომ ვერაფრით ვერ შორდება თავის დიდი ხნის მეგობარ მამაკაცს, სატელევიზიო მსახიობს, ბრაიან ოსტინ გრინს. მიუხედავად იმისა, რომ გრინზე ვერ იტყვი „მახინჯიაო“ მაგრამ, ჟურნალისტების აზრით ის მაინც არ ითვლება სექსუალური მეგანის შესაფერის წყვილად, რადგან მეგანის გრაციოზულობა და სექსუალურობა ჩრდილავს ბრაიანის პროვინციულ იმიჯს.
ჰაიდი კლუმი და სილი
თუკი რომელიმე ვარსკვლავურ წყვილს შეესაბამება ტერმინი „მზეთუნახავი და ურჩხული”, ეს ნამდვილად კლუმისა და სილის კავშირზე ითქმის. უკვე მერამდენე წელია, რაც გრძელფეხება, ქერათმიანი სუპერმოდელი ჰაიდი კლუმი თავის მეუღლეს, ბრიტანელ მომღერალ სილს ეტრფის. სხვა ვარსკვლავური წყვილებისგან ისინი ჭეშმარიტი სიყვარულითა და ერთმანეთის პატივისცემით გამოირჩევიან.
კეტი პერი და ტრევის მაკკოი
2008 წლიდან მსოფლიო საზოგადოება შოკშია, როგორ შეძლო ახალგაზრდა, სექსუალურმა და მიმზიდველმა პოპ-მომღერალმა კეტი პერიმ ჯგუფ „გიმ ქლას ჰიროუსის” სოლისტის, ტრევის მაკკოის შეყვარება. ტრევისი ცნობილია იმით, რომ არ უყვარს შხაპის მიღება, მუდამ ბინძური ტანსაცმელი აცვია და გარეგნობითაც არ არის იდეალური მამაკაცის ტიპაჟი. თუმცა, პერისთვის იგი სავსებით იდეალურია.
მარისა მილერი და გრიფინ ჰესი
კიდევ ერთი არასტანდარტული წყვილი – პოდიუმის დედოფალი და ყველასთვის უცნობი პროდიუსერი და რეჟისორი. როდესაც პრესამ შეიტყო პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მოდელისა და იროკეზიანი უცნობი მამაკაცის ქორწინების შესახებ, თავიდან ყველა ამ ფაქტს ჭორს უწოდებდა, თუმცა, უკვე არაერთი წელია, მარისა და გრიფინი საკმაოდ ბედნიერად ცხოვრობენ და თავის პირად ცხოვრებაში არაფრის შეცვლას არ აპირებენ.
კრისტინა აგილერა და ჯორდან ბრეტმენი
პოპულარული მომღერლის თაყვანისმცემლებს დღემდე არ სჯერათ, რომ მათი სათაყვანებელი შემსრულებლისა და სექსუალური ლამაზმანის მეორე ნახევარი ნაკლებად მიმზიდველი და სრულიად არასექსუალური პიროვნებაა. აგილერას ფანები ჯორდანს „მაიმუნს” უწოდებენ და აცხადებენ, რომ ის არ არის ღირსი იწვეს ლოგინში ლამაზ და ნიჭიერ მომღერალთან. თუმცა კრისტინას ნაკლებად ადარდებს თაყვანისმცემლების აზრი თავის მეუღლეზე და ის ბედნიერად ცხოვრობს მასთან. თანაც, ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს.