კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას გეგმავს დიანა ღურწკაია ბრეგოვიჩთან ერთად და ვის წაართვა მან ბავშვობა


მომღერალი დიანა ღურწკაია, უკვე 15 წელია, მოსკოვში ცხოვრობს და აქტიურად არის ჩართული რუსულ შოუ-ბიზნესში. მალე მეუღლესთან და 3 წლის კონსტანტინესთან ერთად, საქართველოში გეგმავს ჩამოსვლას, რაც ძალიან უხარია. მის საზაფხულო და საქმიან გეგმებთან დაკავშირებით, უფრო დაწვრილებით ინტერვიუდან შეიტყობთ.


დიანა ღურწკაია: ზაფხულია და ახლა ძირითადად, ყველა ისვენებს, მეც მათ შორის. მალე საქართველოში ვგეგმავთ ჩამოსვლას. რაც ყველაზე ძალიან მინდა, ეს საქართველოში ჩამოსვლა და დასვენებაა. თან, მოსკოვში ისე ცხელა, იწვის აქაურობა. 15 წელია, უკვე აქ ვცხოვრობ და ასეთი ცხელი ზაფხული მართლა არ მახსოვს. ანომალიაა. ბავშვები სადაც არ უნდა გაიყვანო, ჰაერი არსად არის. ამიტომ, მინდა, რაც შეიძლება, მალე თბილისში ჩამოვიდეთ. საქართველოდან მონტე-კარლოში ვგეგმავთ წასვლას, სადაც ჩემი კარგი მეგობრები გვეპატიჟებიან.

– მონტე-კარლოში კონცერტსაც ხომ არ გეგმავთ?

– მოლაპარაკებები კი არის ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერჯერობით ზუსტად ვერაფერს ვიტყვი. ისე, იქ ძირითადად, დასასვენებლად მივემგზავრებით.

– კიდევ რა სიახლეა თქვენს შემოქმედებაში?

– სერიოზული მოლაპარაკებები გვაქვს ბრეგოვიჩთან. ჩვენი ერთობლივი მუშაობა უკვე დიდი ხანია, იგეგმება და იმედი მაქვს საბოლოოდ, საინტერესო პროექტს გავაკეთებთ. პარალელურად, ვმუშაობ ალბომზე. მაია კაჭკაჭიშვილმა გადმომიგზავნა ფანტასტიკური სიმღერა, რომელიც ასევე, დაემატება ჩემს ქართულ სიმღერებს. ალბომზე ჩემს საუკეთესო მეგობართან, პეკესთან ერთად ვმუშაობდი, მაგრამ ცოტა წავბორძიკდით – ხან მე არ მეცალა, ხან – მას. ამიტომ თბილისში რომ ჩამოვალ, ბოლოს და ბოლოს დავასრულებთ მუშაობას. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ქართული ალბომის გამოშვებაა.

– მახსოვს ბოლოს, წინასაახალწლო ინტერვიუ რომ ჩავწერეთ, მითხარით, რომ რამდენიმე კონცერტში მონაწილეობისთვის სხვადასხვა მიზეზების გამო არ დაგირეკეს. ცოტა ნაწყენიც იყავით. ამჟამად რა ხდება, კიდევ შეზღუდულად ხომ არ გრძნობთ თავს?

– როგორც წესი, ყველა ტელევიზიის არხს თავისი მომღერლები ჰყავს. სიტუაცია ამჟამად ზოგისთვის გამოსწორდა, ზოგისთვის – არა. პრინციპში, მე არ ვუჩივი მდგომარეობას. ადრე იმდენი გასვლითი კონცერტი მქონდა, რომ მთელი ზაფხული სახლში არ ვიყავი. ახლა მარტო ჩემთან კი არა, მთლიანად შოუ-ბიზნესში შეიცვალა სიტუაცია. დრო მოვიდა ასეთი. მომღერალი დღეს თუ გაუმკლავდა ამ ყველაფერს, გაცილებით კარგად იგრძნობს მერე თავს. რა ვიცი, მგონი მე ვუმკლავდები.

– პატარა რამდენი წლის არის უკვე?

– კონსტანტინე 29 ივნისს 3 წლის გახდა. უკვე დიდი ბიჭია. მის დაბადების დღეს პარკში ვსეირნობდით. ძალიან უყვარს მანქანები და სხვა გასართობი საშუალებები. მგონი, ის დღე ძალიან ლამაზად და კარგად გავატარეთ. ყოველთვის ამჯობინებენ პატარებს გრანდიოზული დაბადების დღე გადაუხადონ. მერწმუნეთ, 2-3 წლის ბავშვისთვის, ეს არაფერს ნიშნავს. მისთვის გაცილებით კარგი და სასიხარულოა, როცა თვითონ არის სიტუაციით გახარებული. ამიტომ, მე და ჩემმა მეუღლემ ბავშვი იქ წავიყვანეთ, სადაც თვითონ უნდოდა. ბევრი „იკატავა“, ითამაშა და გაიხარა. სახლში, რა თქმა უნდა, ვიწრო წრეში აღვნიშნეთ საღამოს დაბადების დღე. ასე რომ, ამით ისიც კმაყოფილი დარჩა და ჩვენც.

– ბავშვი მონათლეთ?

– არა, კონსტანტინეს ნათლობა ჯერ არ გვქონია და ეს ჩემი აზრით ძალიან დიდი შეცდომაა. უფალს მთელი გულით და სულით ვთხოვ, მაპატიოს. მინდოდა, ბავშვი იმ ასაკში მოგვენათლა, თავადაც შეეგრძნო ყველაფერი. ახლა კი გვინდა, მაგრამ კონსტანტინეს მომავალი ნათლიები არ არიან მოსკოვში – ხან რომელ ქვეყანაში არიან, ხან – რომელში.

– კონსტანტინეს ნათლიები ვინ არიან?

– ჩვენი ძალიან ახლო მეგობრები – ჩვენი მეჯვარეები. წარმოშობით ბერძნები არიან. ახლახან კი იყვნენ მოსკოვში, მაგრამ მაშინ მე არ ვიყავი და კიდევ გადაიდო. როცა ბავშვი ავად გამიხდება ხოლმე, ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებ, სულ მგონია, მოუნათლავი რომ არის, ეს იმიტომ ხდება-მეთქი.

– კონსტანტინე დედიკოსთან ერთად თუ მღერის?

– კონსტანტინეს სიმღერას ფანატიზმით არ ვუყურებ. თუ უნდა სიმღერა – იმღერებს, თუ არა და არ იმღერებს. მთავარია, კარგი ადამიანი გაიზარდოს და ნასწავლი იყოს. მინდა, ის ისე იყოს დაკავებული, არაფრისთვის დრო არ რჩებოდეს. კი მეუბნებიან, ბავშვობას ნუ ართმევო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ის ბავშვობა არსად წავა. მთავარია, ნორმალური ადამიანი გაიზარდოს. მინდა, ქართულ ცეკვებზე შევიყვანო.

– მოსკოვში?

– კი, აქ არის ჯგუფი „ოქროს საწმისი“ და იქ აუცილებლად მივიყვან. 3 წლის ბავშვი თუ შეიძლება, მივიყვანო, სექტემბრიდან დავიწყებთ სიარულს. იქ არა მხოლოდ ცეკვას ისწავლის, არამედ ქართულ ხელოვნებას, კულტურას, ისტორიას და ასე შემდეგ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კონსტანტინემ ყველაფერი იცოდეს, დედის სამშობლოს შესახებ. თუ ამას ბავშვობიდან შეაჩვევ, სიყვარულიც უფრო ძლიერი იქნება. სხვათა შორის, ჩემს შვილს საქართველო უკვე ძალიან უყვარს. გუშინ თავისი ტანსაცმელი გადმოყარა და საქართველოში წავედითო, მითხრა. რაც შეეხება ჩემს ძმისშვილს, სანდროს, ფანტასტიკურად მღერის. ბავშვმა ჯერ ნორმალურად ლაპარაკი არ იცის და უკვე ძალიან კარგად მღერის.

– მამიდის გენები გამოჰყვა?

– ალბათ.

– თქვენი შვილი ორ ენაზე თანაბრად მეტყველებს?

– კონსტანტინე ქართულადაც კარგად ლაპარაკობს, რუსულადაც და მეგრულადაც. ძალიან უყვარს ღომი. კონსტანტინე ფიზიკურად მამას ჰგავს, მაგრამ ჩემი ხასიათი აქვს. ძალიან ფრთხილია, რაც ალბათ, ჩემი ბრალიც არის, რადგან სიფრთხილეს თავიდანვე შევაჩვიე. ძალიან მოსიყვარულე ბავშვია, განსაკუთრებულად ვუყვარვარ. გრძნობს, რომ დედას უფრო სხვანაირი მიხედვა სჭირდება, რაღაც უფრო სხვანაირი პრობლემა აქვს. ეს ყველაფერი ისე აღიქვა, როგორც დიდმა ადამიანმა. ყოველთვის ცდილობს, გვერდით ვყავდე. ზოგჯერ, ძიძასთან ერთად რომ სეირნობს, ჩემთან დაარეკვინებს და მომიკითხავს. შარშან ჩემს დასთან ერთად იყო საქართველოში, მაგრამ წელს მარტო ვეღარ გამოვუშვებ, ძალიან არის ჩემზე შეჩვეული. ასე რომ, მალე ყველა ერთად ჩამოვალთ ჩვენს საყვარელ საქართველოში.


скачать dle 11.3