კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ვერ აკეთებენ თავის გემოზე ანუკა არეშიძე და კახა კალაძე და როდის გრძნობენ ისინი თავს შეზღუდულად


ალბათ, დამეთანხმება მკითხველი, რომ ანუკა არეშიძე და კახა კალაძე ერთ-ერთი საუკეთესო წყვილია საქართველოში და ისინი ერთმანეთს ძალიან უხდებიან. რაც მთავარია, მათ ერთმანეთი ძალიან უყვართ და ეს ორივეს თვალებში იკითხება.


ანუკა არეშიძე: იმის გამო, რომ საქართველოში წელიწადში ორჯერ ჩამოვდივართ, გადავწყვიტეთ სხვადასხვა მოწვევაზე უარი არ გვეთქვა, მით უმეტეს, იქ ბევრი ჩემი მეგობარი და ძალიან მონატრებული ხალხი იყო. შესაბამისად, თავი კომფორტულად ვიგრძენი, როდესაც მე და კახა ერთად გამოვჩნდით თბილისის, საზოგადოების წინაშე. მართალია, ამას ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, მაგრამ ყველაფერი სასიამოვნოდ მივიღე. როდესაც იტალიაში ვარ, თბილისი ძალიან მენატრება, პოდიუმზე გამოსვლა კიდევ უფრო მეტად, მაგრამ იმდენად კარგად ავეწყვე მილანური ცხოვრების სტილს, რომ თბილისურს, ალბათ, ვეღარ შევეგუები. ძალიან მიყვარს თბილისი, თუმცა, ვაღიარებ, რომ აქ, დასვენების ნაცვლად, დავიღალე, მაგრამ, ეს იტალიაში სასიამოვნოდ გამყვება.

– შენ და კახა ყოველთვის განსაკუთრებულად, გამორჩეულად იცვამთ. განსაკუთრებული ინტერესი ბიჭოლას ჩვენებაზე კახას ფეხსაცმელმა გამოიწვია, რომელზეც მისი ინიციალები იყო ამოტვიფრული, ვინ შეუკერა კახას ეს ფეხსაცმელი?

– ეს ფეხსაცმელი ცნობილმა დიზაინერმა რალფ ლოურენმა შეკერა კახას დაკვეთით, რომელიც ძალიან მოსწონთ იტალიაში. როდესაც თბილისში ჩამოვედი, დეტალურად გამომკითხეს, რომელი მარკის ტანისამოსი მეცვა – თურმე, თბილისში ასეთი მოდა ყოფილა – ტანსაცმლით გაფასებენ. ცოტა გაგვეცინა, რადგან, საერთოდ, ადამიანების გემოვნებას ძვირფასი ტანსაცმლით არ ზომავენ. მე და კახას გვიყვარს საყიდლებზე სიარული. ძირითადად პარიზსა და მილანში ვიმოსებით, ასევე ინტერნეტითაც ხშირად ვყიდულობთ სამოსს. ვარჩევთ უცნაურსა და ლამაზ ტანსაცმელს. სნობები ნამდვილად არ ვართ, რაც, სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევრ ქართველს ახასიათებს.

– თბილისში როგორც ჟურნალისტები, ასევე ნებისმიერი ადამიანი, თქვენი წყვილის გამოჩენას ყოველთვის ინტერესით ადევნებენ თვალს. ხშირად თუ გამოუწვევიათ ადამიანებს თავიანთი ქცევით თქვენი გაღიზიანება?

– საქართველოში ადამიანებს უყვართ სხვისი ცხოვრებით ცხოვრება, ვერ იწყობენ პირად ცხოვრებას და კარიერას. კომპლექსებს სხვისი ლანძღვითა და გაჭორვით ფარავენ. ამას უკვე შევეჩვიე და ყურადღებას ნამდვილად აღარ ვაქცევ. ადამიანების მიმართ უფრო დამთმობი გავხდი, ჟურნალისტებისგანაც კი აღარ მწყინს ბევრი რამ. ბევრ ადამიანს უნდოდა ჩვენ შორის ჩადგომა, თუმცა, ვერ მოახერხეს. იყო ბევრი ბოროტი ენა, ბოროტი საუბრები, მაგრამ, ისევ კახამ ივაჟკაცა და ეს ადამიანები საერთოდ ამოშალა ჩვენი ცხოვრებიდან. უმჯობესია, მარტოები ვიყოთ, ვიდრე სიცარიელე ნაგვით ავივსოთ.

– კახა ავტომობილების მოყვარულია, შენ? კახა თუ გასწავლის ავტომობილის მართვას და როგორი მასწავლებელია?

– ავტომობილები მეც ძალიან მიყვარს. ტარება გათხოვებამდე ვიცოდი, რაღაც დონეზე, მაგრამ მილანში უფრო დავხვეწე. კახა მკაცრი მასწავლებელი არ არის, პირიქით, მამაჩემმა რამდენჯერაც სთხოვა, არ დასვაო, ყოველთვის მე დამიჭირა მხარი – საშიში არ არის, ანუკას რომ დაჰყავს ავტომობილიო. საერთოდ, წესრიგი ძალიან მიყვარს, კიევშიც ვიჯექი რამდენჯერმე საჭესთან, თბილისში კი, სიმართლე გითხრათ, მეშინია, რადგან აქ ყველას პირველი უნდა რომ იყოს, შუქნიშანზე მწვანე ანთებული არ არის და მაინც მიდიან, ხან წითელზეც დადიან, ამიტომ, მირჩევნია იქ ვიარო ავტომობილით, სადაც წესრიგს უმაღლეს დონეზე იცავენ, უფრო უსაფრთხოდ და მშვიდად ვიგრძნობ თავს.

– 1 ივლისს დაბადების დღე გქონდა, როგორ აღნიშნე?

– სახლში გადავიხადე და, ვფიქრობ, ყველა ძალიან კარგად გავერთეთ. მეორე დღეს მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ძალიან ლამაზი და სასიამოვნო საღამო იყო. ეს იმანაც განაპირობა, რომ დიჯეი სწორად შევარჩიეთ და საუკეთესო მუსიკებს უკრავდა. სტუმრები, ანუ, ჩემი და კახას მეგობრები, ძალიან კარგად გაერთნენ, მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მაინც დიდმა და ძალიან ლამაზმა ფოიერვერკმა მოახდინა. ფოიერვერკი ჩემთვისაც სიუპრიზი იყო და ძალიან გამიხარდა. კახამ რა მაჩუქა, ამას საიდუმლოდ დავტოვებ – ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი და პირადული საკითხია. ორივეს ძალიან გვიყვარს საჩუქრების გაკეთება, შეიძლება, ძვირფასი არ იყოს, მაგრამ, ერთმანეთის გახარება გვსიამოვნებს. ჩვენ არასდროს გვავიწყდება ერთმანეთი და არც ის დღეები, რომლებმაც ჩვენს ცხოვრებაში დიდი გარდატეხა მოახდინა.

– კახას თუ დაჰყვები საქმიან შეხვედრებზე, ვახშამზე, ფეხბურთელებთან ერთად გასართობად?

– საქმიან შეხვედრებზე ხშირად გვნახავთ ერთად. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ვახშმის მერე სულ ვსეირნობთ და ეს უკვე ტრადიციად გვექცა. როდესაც ფეხბურთელები მარტო იკრიბებიან ვახშამზე ან გუნდი სადილობს, მაშინ ნამდვილად არ მივყვები, სხვა შემთხვევაში კი ერთად ვართ და ძალიან კარგად ვატარებთ დროს. ყველას ერთად, ანუ ფეხბურთელებსა და მათ ცოლებს, ძირითადად გუნდთან დაკავშირებულ რაიმე ღონისძიებაზე გვნახავთ, ან მილანელოზე, სადაც ფეხბურთელები ვარჯიშობენ. იქ ბავშვებიც მიგვყავს და მერე ყველა ერთად ვსადილობთ. კლუბებში ერთად ვერ გვნახავთ, იქ ფეხბურთელებს გუნდის ხელმძღვანელობა ხშირად არ უშვებს, მით უმეტეს ჩემპიონატის დროს.

– როგორც ვიცი, შენ და კახა ძალიან ბევრ ქვეყანაში მოგზაურობთ.

– იმის გამო, რომ კახა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გუნდში თამაშობს, ხშირად ისე ვერ ვერთობით, როგორც ჩვენ გვინდა, რადგან ყველგან სცნობენ და ამიტომ, რაღაც დონეზე, შეზღუდულებიც კი ვართ. თუმცა, თუ მეგობრებთან ერთად ვმოგზაურობთ, ყველაზე კარგად ვერთობით. ეს განსაკუთრებით კიევს ეხება. იქაურობა ძალიან მიყვარს, ალბათ, იმიტომ, რომ იქ ჩვენც ვუყვარვართ.

– როგორი მშობლები ხართ შენ და კახა, ალბათ, სულ ანებივრებთ ლევანიკოს.

– ლევანიკოს დაბადების შემდეგ, უფრო ყურადღებიანი გავხდი, მაგრამ, ხანდახან მგონია, რომ ჩემი ძმაა, ჯერ კიდევ კარგად ვერ გავაცნობიერე, რომ ჩემი შვილია. ალბათ, ეს ასაკის ბრალია, მაგრამ, მიხარია, რომ 30 წლის ასაკში გვერდს უკვე 11 წლის ანგელოზი დამიმშვენებს. კახაც და მეც, ალბათ, კარგი მშობლები ვართ, მაგრამ, დრო დაგვანახვებს, ბუბუკა როგორი წესიერი და კარგი ადამიანი იქნება.

– უკვე რამდენიმე წელია, ერთად ხართ და, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთ საუკეთესო წყვილად ითვლებით. რა არის საჭირო იმისთვის, რომ წყვილმა ოჯახური სიმყუდროვე და სიყვარული შეინარჩუნოს?

– ვფიქრობ, წყვილი აუცილებლად უნდა გაუფრთხილდეს ყველაზე ძვირფასს – სიყვარულს. ხშირად ბევრ სიგიჟეს აკეთებ ამის გამო, მაგრამ, ესეც კარგია, რადგან სიყვარული თვითონ არის გიჟი, თავქარიანი, ერთგული. ჩვენ ორივე ერთნაირი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ვართ დაბადებული და ბევრი რამე ერთნაირი მოგვწონს, ერთნაირი აზრი გვაქვს გარკვეულ საკითხებზე. თანაც, კახა ჩემზე უფროსია და უფრო მიგებს, ვიდრე სხვა, ჩემი ასაკის ადამიანი გამიგებდა. ვიცი, რომ გვერდით მყავს საყვარელი მეუღლე, რომელიც დიდ სტიმულს, ძალას მმატებს და, რაც მთავარია, ყველაფერში მისი იმედი მაქვს.

ჩვენ მთელი წლის განმავლობაში თითქმის სულ მარტოები ვართ, რაც წყვილს ძალიან ეხმარება საკუთარი თავის, თუნდაც მეუღლის წინაშე, უკეთ წარმოჩენაში, ერთმანეთის უკეთ გაცნობაში და, საერთოდ, ყველაფრისთვის კარგია, მარტოები რომ ვცხოვრობთ. უკვე სამი წელი ხდება, რაც ერთად ძალიან კარგად ვართ და ვფიქრობ, ეს იმანაც განაპირობა, რომ საქართველოდან შორს ვართ და ამიტომ ძალიან წყნარად ვცხოვრობთ. ხანდახან მე და კახას ცალ-ცალკე გვიწევს ყოფნა, ანუ, მაშინ ვარ მარტო, როცა კახა ბაზაზეა ან – პარასკევს და შაბათს, კვირის დანარჩენ დღეებში სულ ერთად ვართ. კახა დადის ვარჯიშებზე, თავის საქმეებზე და ეს მომწონს. სახლში რომ იჯდეს, უფრო არ მომეწონებოდა. თანაც, მეც დავკავდი ჩემი საქმეებით, ამიტომ, ხან კახა მელოდება, ხან მე ველოდები, ყველაფერი კარგად ავაწყეთ. თავიდან არ მიყვარდა, მარტო რომ ვრჩებოდი, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ ეს კარგია და მომწონს. ხანდახან, მინდა, რომ მომენატროს, მასაც მოვენატრო და მერე რომ ვნახავთ ერთმანეთს, უფრო მაგრად ჩავეხუტოთ.

– როგორც ვიცი, ბათუმში ისვენებთ. შემდეგ სად აპირებთ წასვლას, არ აპირებთ ჯვრის დაწერას?

– ზღვაზე უკვე ვიყავით იტალიასა და საფრანგეთში. ახლა აჭარაში ვართ და თვის ბოლომდე აქ ვიქნები, უფრო ბავშვის გამო ვრჩები – ბებიებს და ბაბუებს ძალიან ჰყავთ მონატრებული. თან, მილანში ძალიან ცხელა, კახა კი ბაზაზე იქნება. ამიტომ, მე ჩემს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დავისვენებ. რაც შეეხება ჯვრისწერას, ძალიან მალე გვექნება. მე მინდოდა, რომ ჩემი საქორწინო კაბა ყოფილიყო ძალიან უცნაური და ლამაზი. ერთი წელი ამ კაბის შერჩევაში გაიპარა, მეორე წელი – კახას საქმეებსა და ომის შემდგომი პერიოდის დალაგებაში დავკარგეთ, ასე რომ, მალე ძალიან ლამაზი ჯვრისწერა და ქორწილი გვექნება.


скачать dle 11.3