კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის უწყობს სიურპრიზებს ეკა ამირეჯიბი გამთენიისას და რატომ დადის ის სამსახურში ქვაბებით


თითქმის ერთი წელია, რაც ეკა ამირეჯიბი „რუსთავი 2-ის“ დილის გადაცემის ჟურნალისტია და თავისი აქტიური, ენერგიული და ხალისიანი ხასიათით მაყურებლის კარგ განწყობაზე ზრუნავს. ეკას სამოქმედო არეალი ძალიან მრავალფეროვანია – ის ხან რალიში იღებს მონაწილეობას, ხან ხაჭაპურს აცხობს დილის შვიდ საათზე, ხან კი ცნობილ მუსიკოსებთან ერთად უკრავს და მღერის. მუსიკა ეკას ყველაზე დიდი გატაცებაა. ამისთვის, იმის მიუხედავად, რომ ბოლო დროს დღე და ღამე აერია, მაინც ყოველთვის იცლის.


ეკა ამირეჯიბი: ჩემი პირველი სატელევიზიო სეზონი „რუსთავი 2-ის“ დილის ეთერში მალე დასრულდება და ჩემი ნანატრი შვებულებაც დაიწყება. თუ არ დავისვენე, ისეთი დაღლილი ვარ, სექტემბრიდან არც ერთი სამსახური აღარ მექნება, გარდავიცვლები (იცინის). ეს წელი საკმაოდ მძიმე და დატვირთული იყო ჩემთვის. ერთ წელში იმდენი წელი ჩავტიე, ვერც კი წარმოიდგენთ, მიუნჰაუზენს რომ გაუჭირდებოდა. როგორც იქნა, მივეჩვიე ღამეების გათენებას, ხუთ საათზე გაღვიძებას. ეს ისე რთული არ იყო, როგორც წინა საღამოს იმის გაგება, რომ დაგეგმილი დილის სიუჟეტი რადიკალურად იცვლებოდა. როცა მირეკავდა შეპირებული სტუმარი და მეუბნებოდა, რომ ვერ მოდიოდა. მაშინ უნდა გენახათ, ჩემი გაწამაწია, აბსოლუტურად, თავდაყირა დგებოდა ყველაფერი. ამის გამო შუაღამისას გავსულვარ სახლიდან, უგზო-უკვლოდ, რომ, როგორმე შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი მეპოვა, აბა?! არც ისეთი ნაზიბროლა გოგო ვარ, როგორც შეიძლება, ვინმეს ეგონოს (იცინის).

– გარეგნულად ასეთი ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებ.

– ეს ბევრჯერ უთქვამთ ჩემთვის, მაგრამ არაერთხელ დავუმტკიცე საკუთარ თავს, რომ სუსტი ნამდვილად არ ვარ. გამოცდებს ხშირად ვუწყობ ჩემს თავს. როცა საქმე მაქვს გასაკეთებელი, ვერ ვიტყვი, რომ ახლა უნდა დავიძინო და კანი უნდა დავასვენო-მეთქი (იცინის). ბოლო დროს საკუთარი თავი „გამოვიჭირე“, თუ რამდენიმე საათი მაქვს თავისუფალი, ვატყობ, ვერ ვისვენებ. რაღაცას გამოვიგონებ ხოლმე, რომ უსაქმოდ არ ვიყო. მაზოხიზმში გადავვარდი (იცინის). ისეთი დაქოქილი ვარ, ვერ ვჩერდები. ეს, ალბათ, იმის გამო ხდება, რომ 17 წლის ვიყავი, როცა მუშაობა დავიწყე, ჩემს ცხოვრებაში მარტივად და იოლად, ლანგრით არაფერი მოსულა. არ ვიცი რა არის საქმის ჩაწყობა და მსგავსი რამეები. მუდმივად ვიბრძვი და კუთვნილ შედეგებს ვიმკი. სატელევიზიო ეთერი საოცარ რეჟიმს მოითხოვს, სულ ზამბარასავით უნდა იყო მომართული, ვერ მოდუნდები. სამაგიეროდ, რადიოში ვარ სამოთხეში, თან ამ ცხელ ზაფხულში. ტელევიზიასთან შედარებით რადიოში არაა ისეთი დაძაბული გრაფიკი, თან მიყვარს ჩემი რადიო, 17 წლიდან ვმუშაობ იქ. თუმცა, ხანდახან ძალიან ვიღლები. აი, მაშინ ნამდვილად ვიწყებ წუწუნს, საკუთარ თავს შემოვუძახებ ხოლმე: აბა, ახლა აიყვანე თავი ხელში და მიდი ბოლომდე. მაგრამ, როცა ეს არ მშველის, ძალიან მშველიან დედა, და და ახლო მეგობრები. მართალია ისინი მე ვეღარ მხედავენ, მაგრამ მაინც.

– ასეთ რეჟიმს რომელი ქმარი გაუძლებდა.

– რთულია, ცოლს, რომ 48 საათი ვერ ნახავ, მაგრამ ხომ უძლებენ ამას ქმრები? ჩემებიც ხშირად წუწუნებენ ჩემი დაკარგულობის გამო, მაგრამ უძლებენ უჩემობას. დედაჩემი გასვლისას კარში მაწვდის ხოლმე საჭმელს, სადმე შეჭამე, გული არ წაგივიდესო. გზაში თუ არა, სადმე ვპოულობ ხოლმე ადგილს, მივიკუჭები ჩემთვის და უცებ ვჭამ, რომ მერე გადარბენა გავაგრძელო, სამსახურში ბუტერბროდებით და ქვაბებით დავდივარ.

– დილის ეთერში შენი საქმიანობა ძალიან ბევრ სხვადასხვა სფეროს მოიცავდა, ყველაზე დიდი სიამოვნებით რომელ თემებზე მუშაობდი?

– ეს ერთი წელი მრავალფეროვანი კი არა, ზედმეტად მრავალფეროვანი იყო, მეორე გადაცემაზე კარატისტის ფორმა ჩავიცვი და კარატეს ილეთებიც კი ვისწავლე. ჩემგან დიდი კარატისტი არ გამოვიდოდა, ეს დაგვიანებულია უკვე, მაგრამ ბლოკის გაკეთება გამომდის. ბლოკი თუ იცი, კარატეც იცი (იცინის). ერთხელ ცოტა ხანს ინდოელი ქალიც კი გავხდი, ჩართვისთვის სარი ჩამაცვეს, ხალიც კი მქონდა, ძალიან დიდხანს მიკეთებდნენ ვარცხნილობას. თუმცა, ეს როლი მომეწონა, მხოლოდ ის იყო, რომ მილიონერი ინდოელი რაჯა ვერ ვიპოვე (იცინის). საერთოდ, ძალიან ბევრ ექსტრემალურ ვითარებაში მოვხვდი დილის ეთერის წყალობით, რალიშიც მივიღე მონაწილეობა. დიდი სპორტული მონაცემებით არასდროს ვყოფილვარ გამორჩეული, მაგრამ ჩვენი პროფესიის ხიბლიც ისაა, რომ სწრაფად უნდა აუღო ალღო ყველაფერს და მოერგო ყველა სიტუაციას. ამიტომაც, მოვირგე ძალიან ბევრი როლი, თუმცა, ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო იყო მუსიკალური ჩართვები, ალბათ, ასე იქნება მომავალშიც... ეს თემა ჩემთვის ახლო და კარგად ნაცნობია, ალბათ, ამიტომაც იყო მუსიკა დილის ეთერში საკმაოდ ბევრი. ჩემი აზრით, ეს ძალიან სჭირდება დილის განწყობას. დილით შენ საყვარელ მუსიკას რომ მოუსმენ, უკვე ბედნიერი ხარ, მე ნამდვილად ასე ვარ... უნდა იცოდეთ, როგორ ვღიღინებ ჩემს რესპონდენტებთან ერთად, არა მარტო ვღიღინებ, ვცეკვავ კიდეც და ხაჭაპურსაც ვაცხობ. თქვენ რომ განახათ, დილის შვიდის ნახევარზე სადარბაზოდან რა ფორმაში გავდივარ, მიკვირს, როგორ არ გადაირივნენ ჩემი შემხედვარე ჩემი მეზობლები. ხან საქორწინო კაბა მაცვია და საქორწინო თაიგული მიჭირავს, ხანაც ღვეზელებით ვარ დატვირთული (იცინის). ზამთარში დილაობით ისეთი არაადეკვატური ჩაცმული ვარ ხოლმე, საოცარ სანახაობებს ვუწყობ მეზობლებს. საერთოდ, არ მიყვარს თბილად ჩაცმა, სულ მეჩხუბებიან: სეზონის გიჟივით დადიხარო. დღე და ღამე რომ მაქვს არეული, ამაზე აღარაფერს ვამბობ. რამდენიმე ათეული კვირა ისე გავიდა, ეთერის მერეც ვერ ვიძინებდი და სულ გამოუძინებელი დავდიოდი. ასე 7-8 თვე მაინც გადავაბი. ეს თუ ისევ გაგრძელდა, სად დავეცემი და სად ამენთება წითელი, არ ვიცი (იცინის).

– რა ხდება დილის ეთერში კადრს მიღმა, რასაც მაყურებელი ვერ ხედავს?

–კადრს მიღმა ძალიან ბევრი საინტერესო და სასაცილო რამ ხდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ „მასოვკა“ გვაქვს გადასაღები, მაინცდამაინც მაშინ შეიძლება, ჩაქრეს შუქი, დაეძინოს ყველას და ყველაფერს. 30 დეკემბერს, რა თქმა უნდა, წინასაახალწლო ეთერი გვქონდა, ძალიან საზეიმო და მხიარული განწყობა უნდა შეგვექმნა მაყურებლისთვის. მახსოვს, იმ დღეს მოსვლაზე ძლივს დავითანხმე სტუმრები, წვიმისა და თოვლის ნატამალი არ იყო. ჩართვა უნდა მქონოდა პარლამენტის წინ მდებარე მოედნიდან, უნდა მოსულიყვნენ სტუმრები და ტაში-ტუში გაგვემართა. მე მეცვა წითელი კაბა, ჰაეროვანი, ბუმბულებით და იმ დილას ისეთი წვიმა, თოვლი და უბედურება მოვიდა, ცა ჩამოიქცა. ისეთ დღეში ჩავვარდი, რამდენიმე დღე სახლში მალღობდნენ (იცინის).

– ბოლო პერიოდში თბილისს გასცდი და მთელი საქართველოს მასშტაბი აითვისე.

– ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად გვიწევს რეგიონებში გასვლა და ეს ძალიან მომწონს. წელს დანაკლისი ავინაზღაურე და საქართველოს ბევრი ლამაზი ადგილი ვნახე. ვაღიარებ, რომ უფრო ასფალტის გოგო ვიყავი, ახლა სადაც ჩავდივარ, იქაურ ქუდს ვიხურავ და საველე პირობებსაც თურმე მშვენივრად ვუძლებ. ადამიანს, დისკომფორტი არ უნდა შეუქმნა იმის გამო, რომ ის გარემო შენთვის უცხოა. ამიტომაც იყო, რომ ხევსურეთში ყოფნის დროს მათი სამოსიც ჩავიცვი და ხინკლის მოხვევაც კი ვცადე.

– ხევსურული ბალადაც ხომ არ შედგა, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

– არ დაგვცალდა, ხევსურული ბალადის და რომანის დრო არ იყო. ვერ ვიტყვი, რომ იქ ჩემს გამო ხანჯლაობა წავიდა (იცინის). პირად ცხოვრებაში განსაკუთრებული არაფერი ხდება. წუნია არ ვარ, უფრო დაკვირვებული გავხდი. თუმცა ვიცი, რომ ზომაზე მეტად დაკვირვებულობაც არაა კარგი. სამწუხაროდ, ისეთი პერიოდი მაქვს, როცა მხოლოდ საქმეში ვარ ჩაფლული, საკუთარი თავისთვის ნაკლები დრო მრჩება, მაგრამ იმის იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი კენწეროში გატკბილდება (იცინის). ყველას ცხოვრებაში დგება მომენტი, რაღაც თუ არ დათმე და მსხვერპლი არ გაიღე, ისე არაფერი გამოდის, ყველაფერი ერთად არაა, ამას არ უნდა გადაყვე. სამაგიეროდ, მყავს ძალიან კარგი მეგობრები, მათთან ერთად მშვენივრად ვატარებ დროს, დავდივარ კარგი მუსიკის მოსასმენად კლუბში, ბარში – გააჩნია როგორი განწყობა მაქვს. ყოველთვის არ ვარ ძიგძიგის და თუხთუხის ხასიათზე. თუმცა, ჩემი ემოციური მაჩვენებელი ამისთვის მუდმივად მზადაა, სულ მემღერება და მეცეკვება (იცინის). მაგრამ, სულ მახსოვს, რომ მეორე დილას ექვს საათზე ვარ ასადგომი. ამიტომაც, მეგობრულ შეკრებებს ხშირად ვაკლივარ, თუმცა როცა მეგობრებთან ერთად ვარ ღამენათევი, ეს მეორე დღეს არ მეტყობა, ყოველთვის ვიცი ბოლო ჭიქის დრო (იცინის).

– ნანატრი შვებულების გატარებას სად აპირებ?

– ეს მძიმე თემაა. 1 აგვისტოდან ჯიუტად ვაპირებდი დასვენებას, მაგრამ მგონი, რაღაცეები დაიგეგმა. შეიძლება, აჭარაში კონცერტების წაყვანა შემომთავაზონ... ვნახოთ, ვნახოთ. ეს მაინც მსუბუქი რეჟიმი იქნება, დასვენებას და მუშაობას ერთმანეთს შევუთავსებ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ათი აგვისტოდან ისე გავიპარები და ისე გავალ მომსახურების ზონიდან, რომ კაციშვილი ვეღარ მიპოვის. ძალიან მინდოდა, მეგობრებთან ერთად უცხოეთში დამესვენა, მაგრამ მგონი, ამას წელს ვერ მოვახერხებ. ამისთვის თადარიგი ვერ დავიჭირე. მე არ მყავს ადამიანი, ვინც ამას დამიგეგმავს (იცინის). შევეცდები, რომ გართობაც და თან, პენსიონერული დასვენებაც საქართველოში გამოვაცხო. ოღონდ, ისეთი ადგილი უნდა ვიპოვო, სადაც არც ტელევიზორია, არც ტელეფონი.

– სადმე, ტყის პირას სოფელში ჰამაკში ჩაწოლილი ვერ წარმომიდგენიხარ.

– წარმომიდგინე რა, მართლა პენსიონერულად მინდა, დავისვენო – სამი დღე მაინც, სანამ ჩემი ხასიათი იფეთქებს. მინდა, წამოვწვე ჰამაკში, წავიკითხო წიგნი და დავიძინო, რაც მთელი წელი ასე მაკლდა. არ მინდა რეჟიმი, უწესრიგო ცხოვრება მომინდა ამ ზაფხულს, ათი დღე მაინც (იცინის).


скачать dle 11.3