კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოპერაცია „კარდინალი” და ვატიკანიდან მოტაცებული ჰომოსექსუალი ფაშისტი გენერალი


მოტაცება ვატიკანში

1957 წლის დასაწყისში საბჭოთა დაზვერვისთვის ცნობილი გახდა, რომ პირსისხლიანი ფაშისტი ჯალათი, „ესესის” ყოფილი გენერალი პაულ შვარცკოპფი ვატიკანს აფარებდა თავს და აბატ პაოლო მიკოლეტის სახელით ინიღბებოდა.

– შვარცკოპფი უნდა გასამართლდეს! – თქვა გენერალმა სმირნოვმა, რომელიც ჯალათი ფაშისტების მოძიებას კურირებდა, – ასეთია ჩვენი ხელმძღვანელობის პოზიცია და ის ვატიკანიდან უნდა მოვიტაცოთ!

ამ ოპერაციის შესრულება მაიორ ლევან გორდელს დაევალა, რომელსაც შვარცკოპფზე შეკრებილი ცნობები მიაწოდეს და ისიც, თავისი სპეცაგენტების ჯგუფთან ერთად, მომავალი სპეცოპერაციის გეგმის დამუშავებას შეუდგა.

– მომავალი სპეცოპერაცია, – უთხრა გორდელმა ჯგუფის წევრებს, – უნდა იყოს უხმაურო, უსისხლო და ელვისებური. შვარცკოპფი ცხვირწინ უნდა ავაცალოთ ვატიკანის სასულიერო მოღვაწეებს. როგორც დოსიედან ჩანს, ეს ნაძირალა 50 წლისაა და ბევრად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მის სექსუალურ მიდრეკილებებს.

სპეცოპერაციას „კარდინალი” დაარქვეს და კოორდინატორად 30 წლის სემიონ კარპოვი დანიშნეს. სპეცოპერაციაში, მეოთხე წევრად ჩართეს 20 წლის ვიტალი ამოსოვიც. ის ლეიტენანტი იყო და სხვებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ 15-16 წლის ჭაბუკს ჰგავდა. სპეცოპერაციაში მისი ჩართვა კი განსაკუთრებული მოსაზრებებით იყო განპირობებული. ოპერაცია „კარდინალში” აგრეთვე მონაწილეობდენ 26 წლის ანტონ სახაროვი და 29 წლის იური მალცევი.

1957 წლის 24 იანვარს საბჭოთა სპეცაგენტები იტალიაში ჩავიდნენ და, სანამ რომში გაემგზავრებოდნენ, ერთი სპეცოპერაცია ჩაატარეს ქალაქ უდინეს მახლობლად მდებარე მონასტერში, რომელიც იუგოსლავიის საზღვართან მდებარეობდა: საბჭოთა სპეცაგენტებმა სამი სასულიერო პირი გაიტაცეს და კონსპირაციულ ბინაში გადამალეს. გატაცებული იტალიელები ვატიკანში მიემგზავრებოდნენ, ეგრეთ წოდებული სასულიერო პრაქტიკის მისაღებად და მათ ნაცვლად, მაგრამ, სულ სხვა მისიით, ვატიკანში საბჭოთა სპეცაგენტები გაემგზავრნენ. კარპოვი და მალცევი აბატების რანგში მიევლინენ ვატიკანს, 20 წლის ვიტალი ამოსოვი კი 16 წლის სტიქაროსნად გააცნეს ვატიკანის მამებს და „უცოდველი ჭაბუკი” სტიქაროსნებისთვის განკუთვნილ ოთახში გაამწესეს, რომელთა კურატორი პაოლო მიკელოტი, იგივე პაულ შვარცკოპფი იყო. მან უმალვე მიაპყრო ყურადღება 16 წლის სტიქაროსანს.

პაულ შვარცკოპფი ჰომოსექსუალი იყო და თავის სადისტურ-სექსუალურ მიდრეკილებებს ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს ამჟღავნებდა: საკონცენტრაციო ბანაკის მამათმავალი გენერალი ჯერ ძალადობდა ტყვეებზე, შემდეგ კი მათ ხოცავდა. ვატიკანში შეხიზვნის შემდეგ შვარცკოპფი უკვე ვერავის კლავდა, მაგრამ ახალგაზრდა სტიქაროსნების გახრწნას განაგრძობდა და მათ შორის უამრავი საყვარელი ჰყავდა. გამოცდილი ნაძირალა თავის მომავალ მსხვერპლს მომავალი კარიერით ხიბლავდა და ყოველმხრივ ხელშეწყობას ჰპირდებოდა, ან, უბრალოდ, აბრუებდა და ისე ძალადობდა მათზე. ამის შემდეგ ის შანტაჟს მიმართავდა და, ყველაფრის გამჟღავნების შიშით, ახალგაზრდა სტიქაროსნებს მუდმივ პარტნიორობაზე ითანხმებდა.

შვარცკოპფი მალე დაუახლოვდა ახალ სტიქაროსანსაც და რამდენიმე გამაბრუებელი წინადადების შემდეგ ის თავის ოთახში მიიწვია. „სტიქაროსანი” აბატის ნებას დაემორჩილა, თუმცა, მალევე დატოვა მისი ოთახი, მაგრამ, შეჰპირდა, რომ ისევ ეწვეოდა. მართლაც, მეორე დღეს, ანასტასი (იგივე ვიტალი ამოსოვი) აბატს ეწვია და ათწუთიანი, საკმაოდ ინტიმური საუბრის შემდეგ პირდაპირ განუცხადა მას:

– აბატო, მე თქვენმა ცეცხლოვანმა სიტყვებმა სულის სიღრმემდე შემძრა და ამაძაგძაგა. ერთი სული მაქვს, ბოლომდე ჩაგხედოთ სულში.

გამოცდილი მამათმავალი ამ სიტყვებმა აღაგზნო და ჭაბუკს ინტიმური კავშირის დამყარება შესთავაზა, თუმცა, უარი მიიღო იმ მოტივით, რომ „სტიქაროსანს“ ამის გაკეთება ვატიკანში არ შეეძლო.

– მაშინ, მიბრძანე, ჩემო კრავო, სად ჩავეფსკვნათ ერთმანეთს, – ჩურჩულებდა ვნებამორეული შვარცკოპფი.

„შეყვარებულები” შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს ორი საათის შემდეგ, რომის სასტუმრო „ციბარში” შეხვდებოდნენ. მართლაც, ორი საათის შემდეგ, სასტუმროში მისული შვარცკოპფი საბჭოთა აგენტებმა ჯერ დააძინეს, შემდეგ გაკოჭეს და იმავე საღამოს მოსკოვში გადააფრინეს.


скачать dle 11.3