კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას უნდა დააკვირდეთ მობილურის ნომრის არჩევისას და რა გავლენას ახდენს ციფრები ადამიანის ბედზე


შემთხვევით არაფერი ხდება, ადამიანის თითოეულ ქცევასა თუ სიტყვას კოსმიურ ძალებთან აქვს კავშირი. ნუმეროლოგია სწორედ ის დარგია, რომელიც სწავლობს რიცხვების სამყაროსთან კავშირს და მათ ზეგავლენას ადამიანების ბედზე. არსებობს როგორც კარგი, ასევე, ადამიანის ბედისთვის ცუდი რიცხვები.

ნებისმიერი ციფრი კოლოსალურ ძალას ფლობს და ის ადამიანზეც ახდენს გავლენას. როდესაც თქვენი სახლის ტელეფონის, მობილურის, მანქანის ნომრისთვის იწყებთ რიცხვების შერჩევას, ალბათ არ აკვირდებით, რა გავლენას მოახდენს ისინი თქვენს მომავალზე. ბევრიც, ხშირად იცვლის მობილურის ნომერს. არადა, სწორედ თქვენი ტელეფონის ან მანქანის ნომერში არსებული ციფრები, შესაძლოა, რთული გადაწყვეტილებების მიღებაშიც დაგეხმაროთ. ამისთვის კი საჭიროა, იცოდეთ, რა ძალა გააჩნია თითოეულ ციფრს ასტროლოგიური კუთხით. მაგალითად:

0 – ნდობის სიმბოლოდ აღიქმება. ამ ციფრის მეშვეობით და კოსმიური ძალების დახმარებით შეგიძლიათ, თქვენი შანსები გააძლიეროთ. თუ ტელეფონის ან მანქანის ნომერზე ბევრი ნულია, ესე იგი, თქვენს თავზე დიდი პასუხისმგებლობა აგიღიათ.

1 – ინტელექტის, შემოქმედების, ძლიერი ხასიათის, თავდაჯერებულობისა და პატივმოყვარეობის ნიშანია. თუ ეს რიცხვი ჭარბობს თქვენს ნომერში, ესე იგი, თქვენ ენერგიული, შემოქმედი, თავდაჯერებული, პატივმოყვარე და ინტელექტუალი ადამიანი ბრძანდებით. ამ ციფრის წყალობით ადვილად მოიპოვებთ ვარსკვლავებისა და გარე სამყაროს კეთილგანწყობას.

2 – ეს რიცხვი ინტუიციური და რომანტიკული სიყვარულის ენერგიის მატარებელია. ის სიმშვიდისა და ჰარმონიისკენ გიბიძგებთ. ასევე, გეხმარებათ, დაძლიოთ შინაგანი წინააღმდეგობები და აღმოაჩინოთ საკუთარ თავში ძლიერი პიროვნება.

3 – ეს რიცხვი მამრობითი საწყისის სიმბოლოდ არის მიჩნეული და, ასტროლოგიური კუთხით, ეწინააღმდეგება ნეგატიურ საწყისს. ეს რიცხვი აფხიზლებს დამცველ ძალებს და გამარჯვების მიღწევაში გეხმარებათ.

4 – ეს რიცხვი ხშირად გაგახსენებთ თქვენს პრობლემებს. ის, ჩვეულებრივი მოვლენის დამთავრებას ადასტურებს.

5 – ეს რიცხვი ადამიანს სიკეთისკენ უბიძგებს, ასწავლის ცხოვრებით ტკბობას. ასევე, გიბიძგებთ შემოქმედებისკენ.

6 – სიმშვიდის რიცხვია. გეხმარებათ, დაიფაროთ ირგვლივ მყოფი საზოგადოება. თუ ის ჭარბობს თქვენს ნომერში, მაშინ თავს კოსმოსის სრულუფლებიან ნაწილად იგრძნობთ, ადვილად გაართმევთ თავს წინაღობებს და ცხოვრებისეულ პრობლემებზე აზრსაც ადვილად გამოიტანთ.

7 – ეს ციფრი გვეხმარება ბუნების კანონების ადვილად შეცნობაში, სიყვარულში გარკვევასა და გარშემო მყოფთა ამოცნობაში.

8 – ეს ციფრი ასტროლოგიურად მატერიალურ კეთილდღეობაზე აგებს პასუხს. თუ ფინანსური პრობლემები გაქვთ, მაშინ, ეცადეთ, ისეთი ნომერი შეიძინოთ, რომელშიც ეს ციფრი ჭარბობს.

9 – ერთგულებისა და მტკიცე ბუნების ციფრია. ის კარგია მათთვის, ვისაც ამ თვისებების გამომჟღავნების ერიდება.

ასე რომ, განსაზღვრეთ, რომელი ციფრია თქვენთვის ამ ეტაპზე მისაღები და აუცილებელი და ამის მიხედვით შეარჩიეთ ისინი.


скачать dle 11.3