კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ კეტავს ადამიანი საკუთარი ქცევით ფინანსებისა და იღბლის კოდს და რატომ უნდა იყოთ განსაკუთრებულად ფრთხილი შვილის სახელის შერჩევისას


სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვერდით ბევრი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს. ამ მდგომარეობას ზოგი უიღბლობას, ზოგი უიმედობას, ზოგიც – შრომისუუნარობას ან ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას აბრალებს. როგორც პარაფსიქოლოგი ქალბატონი ლილი ამბობს, არსებობს წესები, რომლებიც უფულობისგან დაგიცავთ და ფინანსური პრობლემები აღარასოდეს შეგაწუხებთ.


ლილი: ადამიანები დიდი სიფრთხილითა და სიყვარულით ინახავენ და უფრთხილდებიან ახლობელთა ნაჩუქარ ან მათ ნაქონ ნივთებს. ალბათ, ზოგი არ დაკვირვებია, რომ მათ მიმართ, გარკვეული დროის შემდეგ, უცნაური ლტოლვა ჩნდება. ასეთ ნივთებს კი, როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ადამიანის დაცვა შეუძლიათ. ეს, შეიძლება იყოს ტანსაცმელი ან სამკაული, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვატარებთ. გული მტკივა, როცა ჩემ ირგვლივ ამდენ გაჭირვებულ ადამიანს ვხედავ. არ შემიძლია ამას გულგრილად ვუყურო და ღამე მშვიდად მეძინოს. ხშირად ვყიდულობ ლატარიის ბილეთებს და გათამაშება რომ იწყება, გონებაში ვიმეორებ, მომაგებინე ღმერთო, რომ გაჭირვებულ ახლობლებს ხელი მოვუმართო-მეთქი. რა ვიცი, ჯერჯერობით ვერაფერი მოვიგე (იცინის). მე გაჭირვებაც გამოვლილი მაქვს და დალხენილი ცხოვრებაც მინახავს. ამიტომ, მინდა ისეთი რჩევები მოგცეთ, რომლებიც უსახსრობისგან დაგიცავთ. ასე რომ, ფინანსური პრობლემები შეგვიძლია, თავადვე გადავჭრათ, სხვების დახმარების გარეშე. უფულობისა და უიღბლობის კოდს, ადამიანი ხშირად, გაუაზრებლად, საკუთარი ქცევითა და მოქმედებით თავად კეტავს.

– როგორ უნდა შეძლოს ადამიანმა ჩაკეტილი უიღბლობის და უფულობის კოდის გახსნა, რომ ბედნიერად ცხოვრების საშუალება მიეცეს?

– ახლავე მოგახსენებთ. იმისთვის, რომ არასდროს დადგეთ მატერიალური გაჭირვებისა და უიღბლობის წინაშე, აუცილებელია, გარშემო კარგად მიმოიხედოთ და დააკვირდეთ ფხიზელი თვალით, რა მოქმედებს თქვენზე უარყოფითად. თუ ვალი გაქვთ და ის უნდა დააბრუნოთ, სანამ ფულს მევალეს ჩაუთვლით, თავზე შემოიტარეთ და ისე მიეცით. ასეთი მეთოდით ფულს გადასცემთ თქვენს ენერგეტიკას და ეს მეტი სახსრების მოპოვებაში დაგეხმარებათ, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ასე თუ მოიქცევით, მომავალში იმდენი გექნებათ ფული, რომ აღარ დაგჭირდებათ სესხება. თუ ხელფასი აიღეთ ან მცირეოდენი შემოსავალი მოიტანეთ სახლში, ეს ფული მომავალში რომ გაორმაგდეს და მალევე არ დაგეხარჯოთ, შინ მისვლისთანავე, დადეთ მაგიდაზე და ზემოდან დაადეთ ოქროს სამკაული და შაქრის ნატეხი.

– შაქრის ნატეხი და ოქროს სამკაული რა საჭიროა?

– რა საჭიროა და, ფულზე დადებული შაქრის ნატეხი და ოქროს სამკაული იმაში გვეხმარება, რომ უფრო მეტი ფული მოვიზიდოთ სახლში. კერძოდ, მაგიდაზე დაწყობილ ფულზე დადებული ოქროს სამკაული იმაზე აგებს პასუხს, რომ ეს ფული დიდხანს გაგყვეთ და კიდევ ბევრი სახსრები მოიზიდოს, მასზე დადებული შაქრის ნატეხი კი იმაზე იზრუნებს, რომ ეს ფული კარგ, ტკბილ, გემრიელ და სასიხარულო ამბებში დახარჯოთ. იმასაც გეტყვით, რომ ნურასდროს ისესხებთ სხვისთვის თანხას, თორემ, თავადაც ამ დღეში ჩავარდებით, არც ისეთ ადგილას დადოთ ფული, რომ მას სხვისი თვალი მოხვდეს, თორემ, მალევე დაგეხარჯებათ. კარგია, თუ სახლში მუდამ გექნებათ გამჭვირვალე ჭურჭელში ჩასხმული წყალი, რომელშიც შაქარია გაზავებული და ის ხურდა ფული ყრია, რომელიც ახალმთვარეობაზე აიღეთ, ან მაღაზიაში რამის ყიდვის შემდეგ დაგიბრუნეს. ასევე, კარგია კარის წინ ფეხის საწმენდის ქვეშ ვერცხლისფერი მონეტების დაყრა – ესეც ფულს მოიზიდავს სახლში. შეგიძლიათ ეს ფული ხშირად ცვალოთ და, რაც მეტს დახარჯავთ, მით მეტი შემოგივათ. მაგრამ, გაფრთხილებთ: ამ ფულით არ უნდა შეიძინოთ ასანთი, სიგარეტი, სანთებელა ან ცეცხლთან დაკავშირებული სხვა ნივთები. რაც შეეხება ტანსაცმელსა და სამკაულებს, ესენიც ერთგვარად აგებენ პასუხს ადამიანის შემოსავლებზე. მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კარგია, თუ ხშირად ატარებთ შავ, ვარდისფერ ან წითელ მძივებს, ჰალსტუხებს, ფეხსაცმელს ან თავსაბურავს. მეგობრები მეუბნებიან ხოლმე, შენ რომ გვარიგებ, ზოგჯერ არ ამართლებსო. მე კი ვპასუხობ: თუ გულით გააკეთებთ ყველაფერს, რასაც გირჩევთ და ზედაპირულად არ მიუდგებით, თუ გულით მიუდგებით ყველა საქმეს და, მათ შორის, ძველისძველ მინიშნებებსაც ყველაფერი გამოგივათ და საწუწუნო აღარაფერი გექნებათ-მეთქი. მარტო ის კი არ არის, მოვალეობა მოიხადო და მერე ფეხი-ფეხზე გადადებული დაელოდო, როდის შემოფრინდება ლანგრით ფულები ფანჯრიდან. ხელიც უნდა გაანძრიო და ცოტა გონებაც ამოძრაო, თუ ამას ჩემ მიერ ნასწავლ რჩევებსაც მიაყოლებთ, აუცილებლად ამოისუნთქებთ და გეშველებათ კიდეც. ისე, თუ არ სცადე ადამიანმა, ხომ არაფერი გამოვა?!

თუ გინდათ, ოჯახში ფული შემოვიდეს, დიასახლისმა ცოცხი თავდაყირა უნდა შეინახოს. ქუჩაში ნაპოვნ ფულსა და საფულეს კი ჭკვიანურად მოეპყარით და მხოლოდ კეთილ საქმეებში დახარჯეთ. მაგალითად, ამ ფულით დაეხმარეთ გაჭირვებულს, ობოლს ან ავადმყოფს და მისი დალოცვა აუცილებლად მოგეწევათ, ბედიც უფრო მეტი სახსრებითა და შემოსავლებით დაგაჯილდოებთ. ეგრეთ წოდებულ „იტალიურ ეზოში“ ვცხოვრობ. ერთი მეზობელი მყავს. გამოიტანს პატარა სკამს, გააღებს კარს და დაჯდება. რამდენჯერ ვუთხარი, ასე ნუ იქცევი, სახლის ზღურბლზე ჯდომამ ან დგომამ უფულობა, უიღბლობა, განწყობის გაუარესება და კიდევ ბევრი უსიამოვნება იცის-მეთქი, მაგრამ, დამიჯერა?! მასთან საუბარი იგივეა, რაც კედელს ცერცვი შეაყარო. სულ ფულზე მოთქვამს და ტირის და არც ის უნდა, დაიჯეროს, რომ თავადვეა ამის მიზეზი. გული რომ შემტკივა, იმიტომ ვეუბნები, თორემ, ენა კი არ მექავება. დღესაც ასე იქცევა და მეც დავანებე თავი. თუ არ უნდა, დაინახოს საკუთარ თავში იმის მიზეზები, რაც ნორმალურ ცხოვრებაში დაბრკოლებებს უქმნის, ეს მისი პრობლემაა, მე მეტს ვერაფერს ვეტყვი და, ალბათ, ამაში თქვენც დამეთანხმებით. ასე რომ, თქვენ მაინც გაითვალისწინეთ, არ დაჯდეთ ან დადგეთ სახლის ზღურბლზე, რომ ამით ჩხუბსა და ვალებს აარიდოთ თავი. თუ კარში მდგომი მეზობელს მიესალმებით ან დაელაპარაკებით, არ არის გამორიცხული, მასთან უახლოეს მომავალში კამათი მოგივიდეთ. საერთოდ, პარაფსიქოლოგიაში და ეზოთერიკაში ცნობილია, რომ სახლის ზღურბლი არის საზღვარი გარე და შიდა სამყაროებს შორის. ზღურბლზე ჯდომა და დგომა კი ბოროტი სულების ზეგავლენას ზრდის ადამიანზე, ამიტომ ორსულ ქალს ამ ადგილას ცოტა ხნით დადგომაც კი კატეგორიულად ეკრძალება, რათა თავისი ჩვილი დაიცვას ბოროტი სულების ზეგავლენისგან. გირჩევთ, გაითვალისწინეთ ეს რჩევები.

– ამბობენ, ადამიანის ბედისწერა მის სახელთანაა კავშირშიო. თუ შეესაბამება ეს სიმართლეს და თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით?

– თქვენ წარმოიდგინეთ, ეს სრული სიმართლეა და მშობლებს დიდი სიფრთხილე მართებთ შვილის სახელის შერჩევაში. ამით ან ბედნიერ მომავალს უქადით მას, ან – უიღბლობას. ყველა სახელი ცუდი ან კარგი ენერგეტიკის მატარებელია, ასევე, შესაბამისად, ყველა სახელს აქვს თავისი ინდივიდუალური კოდი. აბა, დააკვირდით, ერთი სახელის მქონე ადამიანები ხშირად როგორ ჰგვანან ერთმანეთს, მაგალიათდ, მანერებით, ქცევით, მიმიკებით, საუბრით და ნაკვთებითაც კი! გეტყვით იმასაც, რომ თუ ადამიანი ახლობელი, საყვარელი ადამიანის პატივსაცემად შვილს არქმევს მის სახელს, არ არის გამორიცხული, მათ შორის ხასიათების დამთხვევა მოხდეს. თუ სიზმრად მოსახელე წინაპარი ან ახლობელი ადამიანი გამოგეცხადათ, აუცილებლად მიაქციეთ ასეთ სიზმარს ყურადღება – არ არის გამორიცხული, ის მომავალზე გიწინასწარმეტყველებდეთ. ისე, მე თუ მკითხავთ, რაც გიწერია ადამიანს, ვერ ასცდები და ჩვენი ბედისწერაც ჩვენგან დამოუკიდებლად მაღლა იწერება, მაგრამ, თუ სწორად იცხოვრეთ და ელემენტარული, დაუწერელი წესები, თუნდაც მათ ცრურწმენა დავარქვათ, დაიცავით, ცხოვრება უფრო გაგიადვილდებათ.


скачать dle 11.3