კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეადგინეს განქორწინების ფაქტორთა სია


ბედნიერი ქორწინების საიდუმლოს ამოხსნას შეეცადა ჟურნალისტი და მწერალი ანელი რუფუსი. მან გამოითვალა, რა ფაქტორები და როგორი ალბათობით განაპირობებს განქორწინებას. მისი აზრით, ურთიერთობის სიმტკიცეზე ათობით ფაქტორი მოქმედებს, დაწყებული ასაკითა და პარტნიორების ეროვნებით და, დამთავრებული ტესტოსტერონის დონით მამაკაცის ორგანიზმში. ფაქტორების სრული სია ბრიტანულმა გაზეთმა „დეილი ტელეგრაფმა“ გამოაქვეყნა:

1. ქალებს, რომლებიც 18 წლამდე გათხოვდნენ, 48 პროცენტის ალბათობით, შეიძლება ოჯახი დაენგრათ ქორწინებიდან პირველი 10 წლის განმავლობაში.

2. ორჯერ უფრო ხშირად ირღვევა კავშირი, თუ ქალს უფრო მეტად უნდა ბავშვი, ვიდრე მამაკაცს.

3. გაყრის ალბათობა ოჯახებში, სადაც ორი ვაჟი იზრდება 36,9 პროცენტია, თუ წყვილი ორ ქალიშვილს ზრდის, რისკი 43,1 პროცენტამდე იზრდება.

4. 43 პროცენტია გაყრის ალბათობა, თუ მამაკაცს სისხლში ტესტოსტერონის მაღალი დონე აქვს.

5. ჰიპერაქტიური შვილების მშობლები გაცილებით ხშირად იყრებიან, ვიდრე მშვიდი ბავშვების.

6. ორჯერ უფრო ხშირად იყრებიან წყვილები, რომელთაგან თუნდაც ერთ-ერთი ქორწინებამდე სქესობრივ კავშირში იმყოფებოდა ვინმესთან.

7. მყარი ოჯახის შექმნას იშვიათად ახერხებენ ადამიანები, რომლებიც არ იღიმებიან თავიანთი ბავშვობის ფოტოების ნახვისას.

8. გაყრის ალბათობა 40 პროცენტზე მაღალია, თუ ნაყოფი 20 კვირის ორსულობის შემდეგ იღუპება ან ბავშვი მკვდარი დაიბადა.

9. თუ ცოლი კიბოთი ან გაფანტული სკლეროზითაა დაავადებული, განქორწინება 6-ჯერ აღემატება იმ შემთხვევას, თუკი ასეთ დიაგნოზს ქმარს დაუსვამენ.

10. ევროპელი ქალისთვის, რომელიც ქმარს გასცილდა, მაგრამ განქორწინება არ გაუფორმებია, შერიგების ალბათობა 2 პროცენტია, ესპანური წარმოშობის ქალებისთვის – 20 პროცენტი, ზანგებისთვის – 28 პროცენტი.

11. მოცეკვავეები და ხელოვნების სხვა ჟანრების წარმომადგენლების ოჯახების დაშლის შემთხვევების მახასიათებელი 43,05 პროცენტია, მათემატიკოსებისთვის კი ასეთი ალბათობის ხარისხი – 19,5 პროცენტი.

12. ფერმერებს გაყრა მხოლოდ 7,63 პროცენტის ალბათობით ემუქრებათ, ბირთვული ფიზიკის სპეციალისტ-ინჟინრებს – 7,29 პროცენტით.

13. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთ მეუღლეს ტვინი დაუზიანდა, გაყრის ალბათობა 17 პროცენტია.

14. შავკანიანებისთვის პირველი ქორწინება 10 წლის განმავლობაში იშლება 47 პროცენტის, ესპანური (ლათინურ-ამერიკული) წარმოშობის ქალებისთვის – 34 პროცენტის, თეთრებისთვის – 31 პროცენტის, აზიური წარმოშობის ქალებისთვის – 20 პროცენტის ალბათობით.

15. იმ ქალებისთვის კი, რომლებიც ნამდვილ სამხედრო სამსახურს გადიან, ალბათობა 250 პროცენტით მაღალია, ვიდრე მამაკაცი სამხედრო მოსამსახურეებისთვის.


скачать dle 11.3