აღმოაჩინეს ადამიანისა და მაიმუნის საერთო წინაპარი
საუდის არაბეთში იპოვეს აქამდე უცნობი ცხოველის თავის ქალა, რომელიც 29 მილიონი წლისაა და შეიძლება, თანამედროვე მაიმუნებისა და ადამიანის მსგავსი მაიმუნების, მათ შორის, ადამიანის საერთო წინაპარი იყოს. სწავლულების აზრით, ნაპოვნი საშუალებას იძლევა, ვივარაუდოთ, რომ ჩვეულებრივი მაიმუნებისა და ადამიანის მსგავსი მაიმუნების ბიოლოგიური გაყოფა რამდენიმე მილიონი წლით უფრო გვიან მოხდა, ვიდრე აქამდე ითვლებოდა.
სწავლულთა ჯგუფის ხელმძღვანელის, მეცნიერებათა დოქტორ უილიამ სანდერსის სიტყვებით, ეს „ექსტრაორდინარული ნაპოვნია“. გაქვავებულ თავის ქალას ისეთი განსაკუთრებული ნიშნები აქვს, რომლებიც დამახასიათებელია როგორც ჩვეულებრივი მაიმუნების, ასევე ადამიანის მსგავსი მაიმუნებისა და მათ შორის ადამიანისთვისაც. ცხოველი ახლოსაა იმ ჯგუფთან, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. ალბათ, იმ დროს დედამიწაზე ბინადრობდა ერთმანეთის მსგავსი არსებების მთელი ჯგუფი და მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი გახდა ჩვენი წინაპარი. ჩვენ უნდა შევკრიბოთ უფრო მეტი მონაცემი, რათა საშუალება მოგვეცეს, უფრო ხმამაღალი განცხადება გავაკეთოთ იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია ის ცვლილებები, რომელმაც მიგვიყვანა ადამიანის მსგავსი მაიმუნებისა და ადამიანის ევოლუციამდე.