გია მურღულიას კოლექციიდან
კახელი მამალს ყიდის:
– რა ღირს? – ეკითხებიან.
– 15 ლარი.
– მაგარია?
– მა, იგრე რო, ქათამსაცა პეპლავს, ინდაურსაცა და იხვსაც.
– აბა, რაღად ყიდი?
– ამ ბოლო დროს რაღაც ცუდი თვალით მიყურებს!
***
– უკაცრავად, აქ ცხვრის ფარა ხომ არ გადაურეკავთ?
– რა, ჩამორჩი?
***
ტიპი აკვარიუმთან დგას, ხელებს თევზებს უმოძრავებს და თევზებიც ამ მიმართულებებით დაცურავენ.
სვანი მიადგა:
– რას შვრები?
– თევზებს ვაკეთებინებ მოძრაობებს. დამტკიცებულია, რომ დაბალორგანიზებული ბიოლოგიური არსებები მაღალორგანიზებულების ნებას ექვემდებარებიან.
ის ტიპი რომ წავიდა, დაინტერესებული სვანი მიადგა აკვარიუმს და ცოტა ხანში პირის გაღება-დაკუმვები დაიწყო თევზივით.
***
ფრაზა:
– ბედნიერებისგან მეშვიდე თვეზეა.
***
ფრაზა:
– ექიმო, რაიმე გადახრა ხომ არ არის, რომ ჩემს ბავშვს მარჯვენა თავი მარცხენაზე დიდი აქვს?
***
– გუშინ საღამოს მივლინებიდან დროზე ადრე დავბრუნდი და მაშინვე კარადას მივადექი. მართლაც, კარადაში ცოლის საყვარელი ვიპოვე.
– მერე?
– რა მერე! ვეუბნები:
– შე სულელო, რამდენჯერ უნდა გითხრა – გავეყარე ცოლს და სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად!
***
განცხადება სასაფლაოზე:
– ყვავილების მოწყვეტა ნებადართულია მხოლოდ საკუთარ საფლავებზე.
***
მესაზღვრე ძაღლთან ერთად საზღვარს მიჰყვება. ბუჩქებიდან ხმაური გაისმა. მესაზღვრე ძაღლს ეუბნება:
– მიდი, ნახე, რა ამბავია!
– მოდი და, შენ თვითონ ნახე, მე აქედანაც კარგად დავიყეფავ!
***
ცოლი ეუბნება ქმარს:
– შენთვის ორი რამ მაქვს სათქმელი, კარგი და ცუდი.
– მაინც რა?
– შენგან მივდივარ.
– გასაგებია, და ცუდი?
***
გოგონა – ექიმს:
– არც კი ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა...
– იცით...
***
ცოლი მიხოს:
– ძვირფასო, საწოლი გაასწორე რა?!
– მაიღუნა რო?
***
– მარო, ე ჩვენი მიხო რა, მაიჰკვდა?
– კი, მოკვდა.
– მდა. მეც არა ვთქვი, რატომ ასაფლავებენ-მეთქი?!
***
კლიენტი ეუბნება მაღაზიის გამყიდველს:
– მაპატიეთ, ჩემთვის ხურდა არ დაგიბრუნებიათ.
– მიპატიებია.