ანეგდოტები
– მართალია‚ ქეთი და გოგა დაქორწინდნენო?
– კი‚ კარგა ხანია და უკვე ერთმანეთთან ისე არიან‚ როგორც ძაღლი და კატა.
– აუ‚ რა თაობა წამოვიდა! რას ვიფიქრებდი‚ ესენიც თუ ასეთი გარყვნილები იქნებოდნენ...
***
– ნახე‚ რა ლამაზი პეიზაჟია – ზაფხულის შესანიშნავი დღეა გამოსახული‚ შესანიშნავი‚ ცოცხალი ფერები‚ ჩრდილი‚ გრილი სიო... სურათს „იდიოტები“ დავარქვი.
– აბა‚ იდიოტები სად არიან?
– სწორედ მაგაშია საქმე – სახლებში სხედან... იდიოტები არ არიან?!
***
– მარო‚ იცი‚ ახლა რაზე ვფიქრობ?
– არა‚ მიხო...
– იმაზე‚ რომ ეგ სიტყვები აღარ მითხრა.
***
– მიხო‚ წუხელ სიზმარში ვნახე‚ ვითომ შეურაცხყოფა მომაყენე.
– მერე‚ ეგეთი ტონით რატომ მელაპარაკები‚ მე ხომ სინამდვილეში ხელიც კი არ მიხლია შენთვის.
– იმიტომაც გელაპარაკები ეგრე...
***
– მამა‚ რატომ არის ასეთი ბოროტი უსამა ბინ ლადენი?
– იმიტომ‚ რომ 4 სიდედრი ჰყავს.